"ომი გრძელდება!" - პარიზის სასაკლაო და გაზრდილი ტერორისტული საფრთხე
28-12-2015
"ომი გრძელდება!" - პარიზის სასაკლაო და გაზრდილი ტერორისტული საფრთხე
"სისხლიანი წელი" - ასე უწოდებენ პარიზელები 2015 წელს.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ისლამ­ისტი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 11 კაცი დაიღუპა,­ 10-ზე მეტი კი დაშავდა. 7 იანვრის ტრაგედია ევროპამ­ ოთხდღიანი სოლიდარობის მარშით გააპროტესტა. 40-ზე მეტი ქვეყნის მაღალჩინოსანი შეიკრიბა პარიზში ტერორიზმის დასაგმობად. მათ შორის იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ... 13 ნოემბერს ფანატიკოსმა ისლამისტებმა პარიზში კვლავ სასაკ­ლაო მოაწყვეს. დაიღუპა 129 და დაშავდა 300-ზე მეტი კაცი.

ვახტანგ მაისაია, პოლი­ტოლ­ოგი:
-
ზამთრის მიწურულს და გაზაფხულზე სიტუაცია მკვეთრად დაიძაბება­ ცენტრალურ­ აზიაში. შესაძლოა, თალ­იბებმა მთლიანად დაიკავონ ავღან­ეთი. მათ ხელში უკვე გადავიდა­ ჰილმენდის პროვინცია, სადაც ჩვენი სამშვიდობო­ებიც იყვნენ და შემდეგ ისინი ბაგ­რამის ბაზაზე გადაიყვანეს. იქაც დაესხნენ თავს თალიბები. ჩვენი ჯა­რისკაცები გად­არჩნენ, მაგრამ დაიღუპა 6 ამერიკელი სამხედრო, 3 კი დაიჭრა...
სიტუა­ცი­ის დაძაბვამ შესაძლოა თურქმ­ე­ნეთსაც მიაყენოს დარტყმა, რადგან­ ახლახან "ისლამურმა სახელმ­წიფომ" თურქმენეთი შეიყვანა თავისი ვილაიეთის შემადგენლობაში...

ავღანეთისა და ცენტრალური აზიის მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საქართველოზე. ავღანეთის თემა ორი მიმართ­ულებით ეხება საქართველოს: 1. ჩვენი სამშვიდობოები არიან პოსტაისაფის მისიაში; 2. არ არის გამო­რიცხული, ჩვენკენ წამოვიდეს­ ნარკოტიკების დიდი ნაკადი, ან ჩვენს ტერიტორიაზე მოხდეს ჯიჰადისტების გადაადგილება და გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიაში მოქმედი მიძინებული ქსელი - გურჯისტანის ვილაიეთი. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ შემუშავდეს ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია, დადგინდეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს და მოხდეს მათი პრევენცია.

"შარლი ებდოდან" საზარელ ტერაქტამდე

დიანა ჭანკოტაძე, პარიზში მცხოვრები ქართველი, რადიო EJR-ის ჟურნალისტი: - ფრანგები, წლებია, 6 მილიონ მუსლიმთან ერთად მეგობრულად­ ცხოვრობენ. მათ აქვთ ყველაფერი­: თავშესაფარი, მაღალი სოციალური დახმარება, განათლება და სრულფასოვანი ადგილი­ ფრანგ საზოგადოებაში. 10 წელია, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვხედავ, რომ ფრანგები ადამიანებს კანის ფერის, რელიგიისა და ეროვნების მიხედვით არ ასხვავებენ. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი მუსლიმებზე. მათ აქვთ კომპლექსი საკუთარი რელიგიის გამო. ყველაფერს აზვიადებენ და ჩასაფრებული არიან, რომ ფრანგს რამე დასცდეს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ფრანგის ღიმილის მიღმა სიძულვილი იმალება...

"შარლი ებდო" 40-ათასიანი­ ტირაჟით გამოდიოდა და მას სერი­ოზულ გამოცემად არავინ­ მიიჩნევდა. ეს იყო კარიკატურ­ე­ბით სავსე გამოცემა, რომელიც­ თავ­ისი ხელწერით გმობდა ტერო­რიზმს. "შარლი ებდ­ოზე" თავდასხმა ფრანგებმა გამო­წვევად მიიღეს. გაზეთი­ დღეს რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გამოდის და არა იმიტომ, რომ ის უყვართ - ამით მკითხ­ველი უარს ეუბნება ტერორიზმს. 13 ნოემბერს მომხდარმა კი­ უფრო გააერთიანა­ ხალხი. ფრანგებს არ ეშინიათ, მაგრამ იციან, რომ ომი გრძელდება და მისი მოგება­ ფრანგი მუსლიმების დახმარებით სურთ. მოუწოდებენ მათ, გამოავლინონ საეჭვო პირები და ხელი არ დააფა­რონ. დღეს საფრ­ანგეთში ყველა ცდილობს, ერთმანეთის გვერდით დადგეს და ებრძოლოს ტერორიზმს.

ისის-ის მუქარა საქართველოს

მსოფლიოსთვის აქტუალური პრობლემა, სახელად "ისლამური სახელმწიფო" საქართველოსაც შეეხო. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ტერორისტულ დაჯგუფებებში მებრძოლ 25 ათასზე მეტ უცხოელს შორის საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც იბრძვიან. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დონორი­ გახდა პანკისის ხეობა, საიდანაც ახალგაზრდები სირიაში ისე ხვდებოდნენ, რომ ოჯახში ამის შესახებ კარგა ხანს არაფერი იცოდნენ. ისინი საქართველოს ვაჰაბიტური იდეოლოგიის მქადაგებელ კონკრეტულ პირთა დახმარებით ტოვებდნენ, რის გამოც სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრებმა ხელისუფლებას წერილობით მიმართეს. უხუცესების თქმით, მოზარდები ვაჰაბიტებისგან იდეოლოგიურ წნეხს განიცდიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოდან სირიისკენ გზას ქალებიც დაადგნენ. ისინი მოჯაჰედებზე თხოვდებიან...

პარიზში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ ქართველი მუსლიმები, რომლებიც "ისლამისტური სახელმწიფოს" სახელით დაემუქრნენ საქართველოს. ვიდეომიმართვა - "გზავნილი ქართველებს" თავდაპირველად ISIS-ის რუსულენოვანმა, მოგვიანებით კი ქართულმა საიტებმა გაავრცელეს. ოთხი ქართველი: რობიკო პაქსაძე, ბადრი ირემაძე, ხვიჩა გობაძე და მამუკა ანთაძე მუსლიმებს ისლამის დაცვისკენ მოუწოდებენ და ურჩებს­ თავის მოკვეთითაც ემუქრებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები