ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!
04-01-2016
ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!
"ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს"

რამდენიმე დღის წინ ინტერნე­ტ­სივრცეში გავრცელდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ ბაღდადის მიმართვა მუსლიმანებისადმი. მიმართვას ქართული სუბტიტრებიც ჰქონდა, რაც საზოგადოების ნაწილმა საგანგაშოდ აღიქვა.
ექსპერტი ახლო აღმოსავლეთ­ისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში სოსო ზაალიშვილი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

- ვიდეომიმართვაში მუსლიმ­ებს მოუწოდებენ, იბრძოლონ მაჰ­მადიანური სარწმუნოების განმტკ­იცებისათვის ურწმუნოთა წინააღ­მდეგ. რადგან მიმართვა ქართულ ენაზეც იყო, ეს ნიშნავს, რომ ალ ბაღდადის აზრით, ქა­რთველმა მუსლიმებმაც უნდა აიმ­აღლონ
ხმა მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ქართულ ენაზე მიმართვის გავრცელების მიზანი იყო, ქართ­ულად მოლაპარაკე მუსლიმებს გაეგოთ, როგორ უნდა აღასრულონ ჯიჰადი ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა.

- და როგორ უნდა აღუდგეს ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა?
- თურქეთი "ისლამური სახე­ლმწიფოსგან" ყიდულობს და შემდეგ ვაჭრობს ნავთობით. ერდოღანს მართლა აქვს კავშირი ჯიჰადისტებთან
იმიტომ, რომ ისინი­ ქურთების წინააღმდეგ სჭირდ­ება. ამერიკელებსა და რუსებსაც­ აქვთ თავიანთი ინტერესები - მათ ჰგონიათ, რომელიმე მხარე­ შეძლებს­ ისლამის გაკონტროლებას! ნავთობის მომპოვებელთა­ ორგანიზაცია ცალკე უბედურებაა.­ მასში, ძირითადად, ისლამური ქვე­ყნებია გაერთიანებული. ისინი ნავთობის ხარჯზე ქვეყნების ბედით ვაჭრობენ. დღეს დააგდეს ნავთობის ფასი და ამერიკას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ; მერე უცებ მოუმატებენ ფასს და მთელი მსოფლიო მათი მორჩილი გახდება.

- ზოგიერთი ექსპერტი გაზაფხულზე კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებას ელის.
- დღეს ისლამისტების პრობლემა ის არის, რომ ჩრდილო კავკასიაში უღელტეხილები დაკეტილია. ისინი რომ კავკასიაში შემოვიდნენ, ვეღარ გავლენ.
როგორც კი აპრილ-მაისში უღელტეხილები გაიხსნება, ჯიჰადისტები ნელ-ნელა­ შემოვლენ. ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს. ამერიკის სახელმწიფო დეპ­ა­რტამენტის 2014 წლის ანგ­არიშში წერია, რომ საქართ­ველო ტერორიზმის წყაროდ გამოიყენება. რუსები ამბობენ, ისლამისტები სადაც იქ­ნე­ბიან, იმ ტერიტორიებს­ დავ­ა­რტყამთო, ასეც მოიქცევიან.­

იმედი მაქვს, მთავრობა ამაზე ფიქ­რობს. თუმცა, სამწუხაროა, რომ შსს ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული. მეორე უბედურება ის არის, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. მოჯაჰედების გადასვლა-გადმოსვლა, ინფორმაციის გაყიდვა დიდ ფულთან არის დაკავშირებული. ამ გზით 2009 წლიდან ხელს ითბობდა ის ხალხი, რომ­ელთა უმრავლესობა ისევ თანამდებობაზეა და ძნელია, ამას შეებ­რძოლო.
საჭიროა, სტრუქტურა გაიწმინდოს ამ ხალხისგან... არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ წინ დაძაბული წელი გველის. მარტო­ "ისლამური სახელმ­წიფო" არ გვიქმნის საფრთხეს. რატომღაც ყველას ავიწყდება ირანი­, რომელიც ასევე საშიშია...

გამოსავალი დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლაა. დღეს დაზვერვითი ინფორმაცია აქვს დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, რუსეთსა და საფრანგეთს. დანარჩენ ქვეყნებს ინფორმაციას ამერიკელები აწვდ­იან. რუსეთთან ჩვენი დაზვერვა­ ვერ თანამშრომლობს, რადგან რუსები­ არ გვენდობიან, ებრაელები­ არავ­ის ენდობიან, თურქეთი მათი მო­მხრეა. საფრანგეთს ჰქონდა ყველა მასალა და მაინც შარში გაეხვია... მთავარია, დაზვერვის სამსახურის კარგი მუშაობა, რომ საფრთხის თავიდან აშორება შევძლოთ.

ნანა ფიცხელაური
*
15 იანვარი 2016 11:55
ღმერთმა დაგვიფაროს
roini
12 იანვარი 2016 23:24
არ შეიძლება ამაზე წერა...იმდენს იზამთ რომ მართლა მოგვადგებიან.დაანებეთ რა თავი! ყველაზე კარგი იარაღია იგნორირება.
naglia
08 იანვარი 2016 14:57
მიანაგ ხალხი 13 საუკუნეა გვეომებიან მაგრამ მაინც ვარსებობტ და მოვედიტ აკამდე.დგესაც გაუმკლავდებიტ.

რედაქტორის რჩევით