ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი - კატალონიაში 2 ქართველი მოკლეს
ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი - კატალონიაში 2 ქართველი მოკლეს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში 4 იანვარს ნაპოვნი 2 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა და ისინი ქართველები არიან, თუმცა საქართველოს საგარეო უწყება ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს. ინფორმაციას კატალონიური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ტერასაში მოკლული პირები 31 და 46 წლის მამაკაცები არიან.

ორი გარდაცვლილი ადამიანი ქალაქ ტერასაში, ერთ-ერთ ბინაში ორშაბათს იპოვეს. ორივე მათგანს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივ მედიაში მალევე
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაჟონა ინფორმაციამ, რომ მოკლულები უცხოელები, სავარაუდოდ კი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, სავარაუდოდ, ასევე ეთნიკურად ქართველები, რომლებიც მკვლელობისას იმავე ბინაში იმყოფებოდნენ, თუმცა მომხდარის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პოლიცია ეჭვობს, რომ ისინი შესაძლოა დანაშაულის თანამზრახველებიც არიან.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი, შესაბამისად, პოლიცია ერთ მკვლელს ეძებს, რომელმაც მიმალვა მოახერხა.

დანაშაული 4 იანვარს, სავარაუდიდ, საღამოს 6 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქუჩა, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, მეტად წყნარი და უხმაუროა.

წყარო



maxo
08 იანვარი 2016 20:12
რამდენი ქართველი ამაყობს რომ ქართველია, წააკითხეთ იქნებ აღარ თქვას რომ ქართველია ევროპაში თავი არ მოგვჩრას.
გიო
08 იანვარი 2016 01:12
რატომ გვიკვირს, რომ არ უნდა ევროპელებს ჩვენი თავისუფლად ევროპაშAი მოგზაურობა
ilo
07 იანვარი 2016 18:36
ქართველების ხსენებისას ესპანელები რომ ცუდათ ხდებიან ფაქტია
elen
07 იანვარი 2016 17:46
ყველგან თავები ხომ უნდა გამოაჩინონ კაი საქმეებით, სულ დაეცა ერი ნელა-ნელა
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა