"მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, ცოლ-შვილს მართმევენო"
"მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, ცოლ-შვილს მართმევენო"
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცი მოკლეს.

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ეჭვმიტანილი, რომელიც უკვე დაკავებულია, მათ მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა დაოჯახების შემდეგ კახეთში იყო გადასული და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მეზობლების ვარაუდით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, "მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, ცოლ-შვილს მართმევენო". მისივე თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ს.ვ. თბილისში დღეს ჩამოვიდა. ცოტა ხანში კი მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ეჭვმიტანილის მეუღლის საცხოვრებელს კითხულობდა. ს.ვ-მა მკვლელობის ჩადენის შემდეგ პოლიციაში თავად დარეკა. ადგილობრივი
მცხოვრებლების განცხადებით, გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ცოცხალი იყო. მათი მტკიცებით, სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები