"კუჭავა უცხოეთში ნაცნობს დაუკავშირდა და ქვეყნიდან გაყვანაში დახმარება სთხოვა" - ბოლო დროის უსასტიკესი მკვლელობის დეტალები
"კუჭავა უცხოეთში ნაცნობს დაუკავშირდა და ქვეყნიდან გაყვანაში დახმარება სთხოვა" - ბოლო დროის უსასტიკესი მკვლელობის დეტალები
"ცხედარი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას"

"ბოლო დღეები უმეტესად შინ იყო. გიჟდებოდა ბავშვზე, ერთად თამაშობდნენ და ერთობოდნენ"


"პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში. მისივე თქმით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლოჯერ ოჯახს 13 იანვარს, საღამოს დაუკავშირდა. მკვლელობა რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელმა, ბიძინა კუჭავამ ძველით ახალი წლის დადგომისას არსებულ ხმაურს დაამთხვია და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქირიას ცეცხლსასროლი იარაღი
დან ესროლა.

ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა

"შემდეგ კი, სავარაუდოდ, ცხედარი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება. ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. როცა მანქანაში თავი მოიკლა, ვნახეთ, რომ ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა
გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან მთელი მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში. ცნობილია ასევე, რომ კუჭავა დაუკავშირდა ნაცნობს საზღვარგარეთ, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და ქვეყნის დატოვებაში დახმარება სთხოვა. საზღვარგარეთიდან დაურეკეს ბატონ პოპოვს და მის მეუღლეს და სთხოვეს, დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა მასზე რეგისტრირებული იარაღით მოიკლა თავი. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას. ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიძინა კუჭავა

კუჭავას მეუღლის მარინა ნიკოლოზაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოფიციალური ვერსია და აცხადებს, რომ ერთადერთი, დამოუკიდებელი ექსპერტიზის იმედი აქვს.
ბიძინა კუჭავასა და
ვახტანგ ქირიას ნათესაობას მათი ზუგდიდელი ახლობლებიც ადასტურებენ. ჩვენთან საუბარში ქირიასა და კუჭავას საერთო ნაცნობი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს: "ისინი ჭირსა და ლხინში ერთად იყვნენ... ყველა გაოგნებული ვართ, რომ ქირიას მკვლელობის საქმეში კუჭავას გვარი ამოტივიტივდა. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცლედა, ქირიებთან ვიყავით და ყველას ენა ჩაგივვარდა გაოცებისგან. ჭორად ვრცელდება ამბავი, თითქოს რაღაც დიდი თანხის გამო მოუვიდათ უთანხმოება. ეს თუ ას ეიყო, ალაბთ მხოლოდ ოჯახის წვერებმა იციან, ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, თუნდაც უთანხმოება ყოფილიყო, ვითარებაში სხვას არ ჩაახედებდნენ. თუმცა, ვერ წარმომიდგენია, მაინც რა რაოდენობის ვალი უნდა ჰქონოდათ ერთმანეთის, რომ ასეთი რამ მომხდარიყო..."

პრესასთან ურთიერთობას ერიდება ვახტანგ ქირიას ოჯახი...

მარინა ნიკოლოზაშვილი, ბიძინა კუჭავას მეუღლე:
- ვერავინ დამაჯერებს, რომ პაატას (ვახტანგ ქირია) ბიძინამ ესროლა, - მათ ძალიან თბილი, მართლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მხოლოდ ნათესაური კი არა, მეგობრული, ძმაკაცური... არც ის მჯერა, რომ ბიძინამ თავი მოიკლა. ექსპერტისა და პროკურატურის საბოლოო დასკვნა ჯერ არ დადებულა, ამიტომ თავს შევიკავებ მეტის თქმისგან. კითხვები, რა თქმა უნდა, გვაქვს... ჩვენ ოჯახის უფროსი დავკარგეთ, ეს ჩემი ოჯახის ტრაგედიაა, ყველანი შოკში ვართ მომხდარის გამო.  ვთხოვ ყველას, ადამიანურად, ნუ გაუსწრებთ გამოძიების შედეგებს.
ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის დადებული არც პროკურატურიდან და არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ამ დროს ისმის ისეთი ბრალდებები, რომ ბიძინა მანიაკად გამოჰყავთ. ვინც ბიძინას იცნობდა, არასდროს დაიჯერებს, იმ ვერსიას, რაც ვრცელდება, - ქირიას სისხლიანი პასპორტი ჯიბეში ედო და რუსეთში გარბოდა ისე, რომ ვიზაც არ ჰქონია, ეს ხომ ნორმალური ადამიანის საქციელიარ არის?!

- თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- ახლა ისეთი დაბნეული ვარ, არავითარი ვერსია არ მაქვს, მაგრამ ის, რაც ვრცელდება, მიმაჩნია, რომ სიმართლისგან ძალიან შორს არის... ბიძინას სხეულზე ძალადობის ნიშნები აქვს.

- ბოლო დროს როგორ ხასიათზე იყო თქვენი მეუღლე?
- არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. მას კარგად ვიცნობდი და აუცილებლაად შევატყობდი სანერვიულო თუ ჰქონოდა რამე... ბოლო დღეები უმეტესად სახლში იყო. გიჟდებოდა ბავშვზე, ერთად თამაშობდნენ და ერთობოდნენ, ჩვეულებრივ ოჯახში როგორც ხდება ხოლმე... ერთად შევხვდით ახალ წელსაც.

შეგახსენებთ, ვახტანგ ქირიას ცხედარი 16 იანვარს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში აღმოაჩინეს. მის მკვლელობაში ბრალდებულმა ბიძინა კუჭავამ კი პოლიციის მიერ მისი დევნისას, ავტომანქანაში მოიკლა თავი.

ბიძინა კუჭავას ოჯახის მოთხოვნით საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. "ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ", - განაცხადა მან ბიძინა კუჭავას ცხედრის გარეგანი დათვალიერების შემდეგ. მისი განმარტებით, სახელმწიფო ექსპერტიზის მიერ ამოჭრილია კანის ნიმუშები, ამიტომ დღეის მდგომარეობით შეუძლებელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რით არის დაზიანებები მიყენებული ან როგორია სროლის მანძილი. "მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან კანი ამოჭრილია ექსპერტის მიერ, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეს მსჯელობა იმის შესახებ, რით არის
დაზიანებები მიყენებული ან სროლის მანძილი როგორია, გამორიცხულია. იმედი მაქვს, გამოძიება მოგვცემს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ ამ პრეპარატების კვლევაში, მიკროსკოპული კვლევაც იქნება, რითაც ხანდაზმულობაც შეიძლება დადგინდეს და სროლის მანძილიც. ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ, მაგრამ დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

იხილეთ ასევე: რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

იხილეთ ვიდეო

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


მკითხველის კომენტარი (4)
ქეთი
20 იანვარი 2016 14:32
ეს კაცი მიჩვეული ყოფილა ადამიანების დაჩეხვას.რა თქმა უნდა მეუღლე ცდილობს ურჩხულის გამართლებას.ტყუილად ცდილობს პირიქით ძალიან თანავუგრნობ ასეთი ურჩხულის გვერდით რომ ცხოვრობდა.
-
20 იანვარი 2016 10:07
ეს აბდაუბდა ნიკოლაისჰვილი როდემდე უნდა დაბორილობდეს ვის სჯერა მისი, ან რა დასკვნ დადაო ოდესმე, მარჩიელი იტვინო
lalo
20 იანვარი 2016 09:32
ჯერ ხომ გამოძიება არ დამთავრებულა, რატომ აცხადებს მინისტრის მოადგილე, პრაქტიკულად დამტკიცებულიაო? მკვლელობა გადააქციეს ,,რეალითი-შოუდ,,
ნინო
19 იანვარი 2016 17:06
წესით პოპოვი და მისი მეუღლე დაკავებულები უნდა იყვნენ როგორც ხელის შემწყობები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები