"გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის..."
25-01-2016
"გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის..."
"ბიჭმა დიდი ულუფის შეჭმა სცადა და..."

წინა ნომერში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: "შემზარავ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს", 28 ნოემბერს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში გარდაცვლილ ბენეფიციარზე ვწერდით. მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გვიამბო მარტყოფის შშმპ-თა პანსიონატში დატრიალებულ ტრაგედიაზე,­ რომელიც არ გახმაურებულა. ქალბატონის (ვინაობის გამხელა არ ისურვა) ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ დაწესებულებაში 7 ბენეფიციარი გარდაიცვალა, აქედან 4 - თანამშრომლების უყურადღებობა-დაუდევრობით.…

"28 დეკემბერს მარტყოფის
შშმპ-თა პანსიონატში გარდაიცვალა 18 წლის გიორგი მამფორია. ის სენაკის ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ გაამწესეს მარტყოფის პანსიონატში. გიორგის არ ჰქონია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ჩვევად ჰქონდა საჭმლის მოპარვა და ჩუმად ჭამა. მას არ ჰქონდა დამოუკიდებლად ჭამის უნარ-ჩვევა და შესაბამისად, თხევადი და დაქუცმაცებული
საკვების მიწოდებას საჭიროებდა. უყურადღებოდ დარჩენილი ბიჭი საჭმლით გაიგუდა. საწყალს წესიც არ აუგეს, იმ დღესვე მიაბარეს მიწას.

დირექტორი ლელა კიკნაძე სამსახურში ცოტა ხნით შემოივლის და ცხადია, ვერ აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას. ხშირად ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და სამსახურის დაკარგვის არ ეშინია. მას გულგრილობისთვის ოფიციალურად გამოუცხადა საყვედური ყოფილმა ზემდგომმა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარი მესხმა, რომელიც 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა ფონდს. ლელა კიკნაძეს ლობირებს ახლო მეგობარი, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. გიორგი მამფორიას გარდაცვალებას მალავენ, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის... თუ თბილისში, ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა­ სახლში მომხდარის გამო დირექტორს აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა, ლელა კიკნაძეს ხელი რატომ არ დააკარეს?"

იმის გასარკვევად, რა მოხდა მარტყოფის პანსი­ონატში, დაწესებულებას ვესტუმრეთ.

ლელა კიკნაძე, მარტყოფის პანსიონატის დირექტორი:
- ბიჭი რომ გარდაიცვალა, იმ დროს ყველა სამსახურში ვიყავით­. საღამოს ხუთი საათი იყო, ბენეფიციარები სამხრობდნენ მომსახურე პერსონალის მეთვალყურეობით. ხმაური შემომესმა, მითხრეს, ბენეფიციარი­ ცუდადააო. სასადილოში ჩასულს­ დამხვდა ექიმი-ფსიქიატრი, უფროსი ექთანი, მორიგე ექთანი და მედ­დები. ცოტა ხანში ბენეფიციარი გამოვიდა მდგომარეობიდან, შემდეგ სუნთქვა შესუსტდა და გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადა 25 წუთის შემდეგ მოვიდა... ბიჭს ღრმა გონებრივი ჩამორჩენა აღენიშნებოდა.
პირად საქმეში ჩაკრულ სამედიცინო ცნობაში ასახულია­ მისი დიაგნოზი და ჩვევა - საჭმლის მოტაცება. მას ბევრი პათოლოგია აღენიშნებოდა. ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს.

- კონკრეტულად რითი გარდაიცვალა ბენეფიციარი?
- ბიჭმა დიდი ულუფის შეჭმა­ სცადა, რამაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია. ჩატარდა ექსპერტიზა, დასკვნა ჯერ არ მოუწოდებიათ. შსს-ში აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პანსიონატში ბენეფიციარი გარდაიცვალა.

- ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში გარდაცვლილია 7 ბენეფიციარი.

- თქვენი წყარო ცდება.­ 2014 წელს არც ერთი გარ­დაცვალების­ ფაქტი არ დაფიქსირებულა. 2015 წელს სტაციონარში მოხდა 3 შემთხვევა. ბენეფიციართა ნაწილს აქვს უმძიმესი მდგომა­რეობა. დაავადებებს თან ახლავს კრიზისული­ პერიოდები, რომლებიც 18-25 წლის ასაკში ვლინდება...

- ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ექიმი-ფსიქიატრი ბენეფიციარებს ფსიქოტროპული წამლების გადამეტებულ დოზას აძლევს. თქვენ კი ხშირად აცდენთ სამსახურს...
- თუ შენობაში არ ვარ, არ ნიშნავს, რომ დროს პირად საქმეებს ვუთმობ. ჩემი მიზანი არ არის, დაწ­ე­სებულება სახელმწიფოზე­ იყოს ჩამოკიდებ­ული, ეს კა­ბინე­ტში ჯდომით არ კეთ­დ­ება. ჩვენი ინვ­ენტარი დო­ნორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარებაა...
ახლა ექიმ-ფსიქიატრზეც მოგახსენებთ: ჩვენს უმთავრეს მიღწევად მიმაჩნია ის, რომ არათუ გადამეტებული დოზით, არამედ მინიმალურად ხდება­ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება...
69 ბენეფიციართან მკვეთ­რად გამოხატული ქცევითი აშლილობის ფონზე ვიყენ­ებთ სხვადასხვა თერაპიას. ჩვენს დაწესებულებას პირვ­ელს ჰქონდა­ ინდივიდუალუ­რი განვითარების გეგმა თითოეული ბენეფიციარისთვის...
ჩვენთან ბენეფიციარები დატვირთული არიან მათივე ინტერესების შესაბამისად. მათი მიდრეკილებები და თვისებები შეისწავლა მულტიდისციპლინარულმა გუნდმა.

- რამდენი თანამშრომელი გყავთ?
- 28 მომვლელი და 2 მედდა, მთავარი მედდა, 2 შრომა-თერაპიის ინსტრუქტორი, ფსიქოლოგი,­ ექიმები და ადმინისტრაცია.

- როგორ აკონტროლებთ­ თან­ამშრომლებსა და ბენეფიციარებს?
- ხშირად მოვდივარ სამსახ­ურში არასამუშაო საათებში და ვამოწმებ, რა ხდება... მინდა მივმართო მას, ვინც თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდათ: თუ ცუდ კოლექტივად მიგაჩნივართ, ჟურნალისტებს კი არა, საგამოძ­იებო უწყებებს მიმართეთ. აქ ყველა ვერ შეძლებს მუშაობას. მიხარია, რომ ჩვენთან ყოფილი ბე­ნეფიც­იარები არიან დასაქმებული. მათ არ აღენიშნებათ ფსიქიკური პრობლემები. მთავარია, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოვამზადოთ ბენეფიციარები და ჩვენ ეს შევძელით.

თინა ბედიანაშვილი, მარტყოფის შშმპ-თა პანსიონატის ექიმი-თერაპევტი: - გიორგი მამფორია ჩვენთან რომ გადმოიყვ­ანეს, თან მოჰყვა მომვლელი და სოციალური მუშაკი. გვითხრეს, რომ გიორგის ახასიათებდა­ საკვების­ მოტაცება დ­ა სწრაფად გადაყლაპვა. დიაგნოზი ასეთია: ღრმა გონებრივი ჩამორჩენა. იმ დღეს ერთ-ერთი ბენეფიციარის დაბადების დღე იყო. ძიძამ მითხრა, გიორგიმ ნამცხვარი ორივე ხელით აიღო და გადაყლაპაო...
სუნთქვის პრობლემა რომ შეექმნა, მაშინვე სასუნთქი გზები გაუთავისუფლებიათ უცხო სხეულისგან. ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვა...

- მაშინ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

- სავარაუდოდ, საკვების ნაწ­ილი მაინც დარჩა სასუნთქ გზებში­ და ასფიქსია გამოიწვია.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ana
03 თებერვალი 2016 02:20
მარი მესხმა თავის ცოდვებზე ისაუბროს,თვშესაფარში მყოფ ბენეფიციარებს სადისტურად რომ აწამებდა მაგას საერთოდ ხმა აქვს ამოსაღები?
ana
02 თებერვალი 2016 17:32
ამათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდა საწყალი ბავშვები

რედაქტორის რჩევით