ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას თამაზ თამაზაშვილის ყოფილი თანასაკნელი?!
25-01-2016
ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას თამაზ თამაზაშვილის ყოფილი თანასაკნელი?!
რატომ დაიბარეს პროკურატურაში მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პატიმარი, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა

"66-ე საკანში ვისხედით მე, თამაზაშვილი და თორნიკე მოლაშვილი"

რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა 260-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაული) გასამართლებული ვუგარ ალიევი?! ვინ უშუამდგომლა მას გიორგი მარგველაშვილთან?! დაეხმარა თუ არა ვუგარ ალიევს თამაზ თამაზაშვი­ლი?!­­ ამის შესახებ ვუგარ ალიევი ექსკლ­უზიურად გვესაუბრა. ის ახლახან პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა.

შეგახსენებთ, "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: "პრო­კურატურამ საქმე თამაზაშვილის და ელისაშვილის წინააღ­მდეგ აღძრა?" ნანა კაკაბაძე
აცხადებდა, რომ პროკურატურა დაინტერესდა, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა საკუთარი ცოლისძმა და ერთ-ერთი ნარკორეალიზატორი... რედაქციაში ყოფილი პატიმარი ვუგარ­ ალიევი გვესტუმრა და განაცხადა: "მე არ ვარ ნარკორეალიზატორი!"

- ნანა კაკაბაძეს არ უთქვამს, ვის გულისხმობდა. რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენზე ლაპარაკობდა?
- იმიტომ, რომ მე ვიჯექი თამაზაშვილის საკანში.

- სტატიაში
არც ეს თქმულა...

- რა მნიშვნელობა აქვს, მივხვდი, რომ ჩემზე იყო საუბარი.

- რისთვის იხდიდით სას­ჯელს და რატომ შეგიწყალათ პრეზიდენტმა?
- 2009 წლის 22 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას ბრძანებით დამაკავეს. ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვიყავი და ზემდგომებთან ინფორმაცია მივიტანე, რომ მარნეულში­ კუდ-ის ყოფილი უფროსი და სოდ-ის თანამშრომელი ნარკორეალიზ­ატორებისგან ფულს იღებდნენ. ეს არ მოეწონათ.
"ბარიგას" დაჭერა რომ მინდოდა, ზემოდან მირეკავდნენ, თავი დაანებე,­ ჩვენი კაციაო. ერთი-ორჯერ "მოდულშიც" დამიბარეს. კოდუას მოადგილე და მარნეულის სოდ-ის ყოფილი უფროსი დამემუქრნენ, თუ არ გაჩერდები, "კისლატას"­ გადაგასხამთ და შენგან­ ძვალიც არ დარჩებაო. ერთ კვირაში კი მანქანაში 3 გრამი ჰეროინი ჩამიდეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დამაკავეს. გასამართლებული ვარ თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებითაც. მერე ყველა სასჯელი შემიკრიბეს და 27 წელი მომისაჯეს.

- დაზარალებული გეჯიაელ ალახვერდ­იევი­ ვინ არის, რომელიც თქვენი შეწყალების წინააღმდეგი იყო?
- ნარკორეალიზატორია. ის და მისი ორი ბიჭი მე დავიჭირე. პროკურატურა მედავებოდა, თითქოს ერთხელ ალახვერდიევისგან­ ქრთამი ავიღე. მსგავსი არ ყოფილა. ის მერაბიშვილისა და კოდ­უას პირველი "ნასედკა" იყო. მას არ უნდოდა,­ ამნისტია შემხებოდა.

- და ციხეში თქვენი თანამესაკნე აღმო­ჩნდა თამაზ თამაზაშვილი?
- დიახ, მე-8 საპყრობილის 66-ე საკანში­ ვისხედით მე, თამაზ თამაზაშვილი და თორნიკე მოლა­შვილი, სულხან მოლაშვილის ძმა. მერე თორნიკე სხვაგან გადაიყვანეს და მე და თამაზაშვილი დავრჩით. მე-8 საპყრობილეში მაშინდელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე­ მოდიოდა ხოლმე, ციხის დირექტ­ო­რს დავით ხუჭუას კი კაბინეტში­ ავყავდი. კალმახელიძე მეკითხებოდა, აბა, მითხარი, თამაზაშვილი­ რას ამბობს, "ოცნება"­ ხელისუფლებაში მოვა თუ არა, ან ამ ხნის განმავლობაში ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა თუ არაო... მერე ოლეგ ფაცაციამ ამიყვანა ხუჭუას კაბინეტში.

დამავალეს, თამაზაშვილისთვის (როცა ის სააბაზანოში იქნებოდა) ტელეფონი ჩამედო. ჩხრეკა რომ ჩატარდებოდა, მე უნდა მეთქვა, თითქოს ლექსო თამაზაშვილმა მოისყიდა
ციხის თანამშრომელი მათე ელბაქიძე და მისი ხელით ტელეფონი­ შემოუგზავნა თამაზ თამაზაშვილს. ბატონ თამაზზე დამატებით საქმეს აღძრავდნენ და ცხადია, მათე ელბაქიძეც დაისჯებოდა. უარი განვაცხადე, რის გამოც მორგში გამიყვანეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მაწამებდნენ. კბილებიც ჩამიმტვრიეს... ტანჯვას ვერ გავუძელი და რეჟიმის უფროსს შევუთვალე, ყველაფერზე თანახმა ვარ-მეთქი... შემდეგ თამაზაშვილის მოკვლა შემიკვეთეს - მომცეს აბები, რომლებიც მისთვის ორი კვირის განმავლობაში ჩაიში უნდა ჩამეყარა. მეუბნებოდნენ, თამაზაშვილს სამ თვეში ღვიძლი დაეშლება და მოკვდებაო. აბები ტუალეტში ჩავყარე... ამასობაში ხელისუფლებაც შეიცვალა და მალე გამათავისუფლეს.

- თამაზაშვილი გათავი­სუფ­ლე­ბაში­ დაგეხმარათ?
- არა, ჩემს გათავისუფლებასთან მას კავშირი არა აქვს, ალეკო ელისაშვილს კი არც ვიცნობ. რატომ დააკავშირეს ჩემი შეწყალების ამბებთან, არ ვიცი.

- მაშინ ელისაშვილი იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე...

- მაგრამ მე შეწყალების­ კომისიის სიაში არავის შევუყვანივარ.

- მაშ, ვინ გიშუამდგომლათ­ პრეზიდენტთან, რომელმაც შეგიწყალათ?­
- მე მივმართე. წერილი გადა­ვეცი­ სოცსამსახურის უფროსს და ციხემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა...

- გიორგი მარგველაშვილმა რატომ შეგიწყალათ?

- მხოლოდ 6 წელი მაპატია. პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, ბოლნისის სასამართლომ სასჯელი მანამდე შემიმსუბუქა. დამრჩა მხოლოდ 6 წელი, ვინაიდან 4 წელი მოხდილი მქონდა­. მარგველაშვილმა კი, საკუთარი გადაწყვეტილებით, 2013 წლის 25 დეკემბერს შემიწყალა.

- ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 27 წლის ნაცვლად სასჯელად 20 წელი, ერთი თვე და 15 დღე განგესაზღვრათ... ამას თუ 4 წელიწადს გამოვაკლებთ, რაც უკვე მოხდილი­ გქონდათ, 16-წლიანი სასჯელი გრჩებათ...
- არა!... სხვა განაჩენიც არის (რას გულისხმობს, აღარ დააზუსტა. - ე.ა). აბა, ნარკორეალიზატო­რ­ობას რომ მაბრალებდნენ, ეს სწორია?! საჩივარი დავწერე...

- გათავისუფლების მერე თამაზაშვილთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- როგორ არა! ის ჩემი ციხის მეგობარია, ვურეკავ ხოლმე, დღესასწაულებს ვულოცავ. სულ ეს არის...

P.S. ინტერვიუ ჩაწერილი გვქო­ნდა, როცა ვუგარ ალიევმა შეგვატყობინა, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე სწორედ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.
- ახლა პროკურატურაში მისვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ რამდენიმე დღეში აუცილებლად მივალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ, - განაცხადა მან.
ჩანს, ამ ამბავს გაგრძელება ექნება...

"მივხვდი, ალიევი აგენტი იყო"


"კვირის პალიტრის" 2013 წლის 22 აპრილის ნომერში პოლიციის პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი იხსენებს:
"66-ე საკანში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ვუგარ ალიევი დამხვდა. ოპერატიულ სამსახურში ვმუშაობდი და მისი გაშიფვრა არ გამჭირვებია. მივხვდი, აგენტი იყო... შემდეგ საკანში თამაზ თამაზაშვილიც ამოიყვანეს და სამივე ერთად ხუთი თვე ვიყავით. ხშირად ალიევი თავს მოიმძინარებდა, მე და თამაზი კი წერილობით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მერე ალიევის ნდობის მოპოვება გადავწყვიტეთ - ვამხნევებდით, ვაქებდით, ფაქტობრივად, მოვახერხეთ მისი გადმობირება. მერე გვითხრა, რასაც სთავაზობდნენ..."
"კვირის პალიტრა" თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდა.

- თქვენ ვუგარ ალიევს­ აგენტი და ნარკორეალიზატორი უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიწყალა ის პრეზიდენტმა?
- რა გითხრათ... რატომ შეიწყალეს ან ვინ დაეხმარა, არ ვიცი.

- შეიძლებოდა, რომ მას თამაზ თამაზაშვილი დახმარებოდა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით...

ჩვენ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ამაოდ...
ნანა
10 თებერვალი 2017 13:59
ელისაშვილი პატიოსანი ადამიანი მგონია, ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ შეატყო
ქეთი
10 თებერვალი 2017 10:44
ელისაშვილმა არ იცის რა უნდა რით გამოიჩინოს თავი.სულ მაგაზე ახდენენ ზეწოლებს და აბრიყვებენ ერთი ისე უნდა დააწვენ რომ მერე ხმა ვერ ამოიღოს.
emigranti
09 თებერვალი 2017 19:51
ტუ სიკეტეს აკეტებს პრეზიდენტი მაშინ ვინც ნაცებმა დააპატიმრეს ისეტი ვინც მკვლელი და ყაჩაღი არააა ყველა გაანთავისუფლოს. მხედველობაში მაქვს წვრილმანები რომლებსაც მართლა აღარ გაიმეორებენ.

რედაქტორის რჩევით