საქმეები, რომლებსაც ბენსუდა პირველ რიგში გამოიძიებს (ექსკლუზივი)
01-02-2016
საქმეები, რომლებსაც ბენსუდა პირველ რიგში გამოიძიებს (ექსკლუზივი)
"გამოძიების მასალების მიხედვით, სავარაუდო დანაშა­ულები, რომლებიც ეთნიკური ქართველების იძულ­ებით გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ბრძანებით განხორციელდა."

"ჰააგის პროკურორის ოფისმა შეაგ­როვა ფაქტები სქესობრივ და გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობაზეც."


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატა პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე დასთანხმდა. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ. თუ იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ საგამოძიებო პროცესის
დაწყება პოზიტიური, გადაწყვეტილების ფორმულირება კი სამართლებრივად სწორი და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან შესაბამისობაშია, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და გამოძიების პროცესში მხარეების შეცვლაზე საუბრობს: "განცხადებაში ვნახეთ, რომ ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, ოღონდ ორივე მხარეში ქართული და სამხრეთოსური შეიარაღებული ფორმირებები იგულისხმება..."

"კვირის პალიტრა" ექსკლუზ­იურად
გთავაზობთ საქმეებს, რომ­ლებსაც ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა პირველ რიგში გამოიძიებს. გამოძიება­ ორი მიმა­რთულებით წარიმართება - ეთნიკური­ ქა­რთველების მკვლელობა, იძულებით გადა­ად­გილება და დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ­ოსური ძალების­ მიერ, რუსული ძალების შესაძლო მონაწილ­ეობით; სამხ­რეთოსური ძალების მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმები ქართული ძალების მიერ.

ფაქტების კვალდაკვალ

ჰააგის სასამართლოში შესული­ საჩივრების, ტალიავინის დასკვნისა­ და "აგვისტოს ომში" მონაწილე მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰააგის პროკურორი გამოძიებას იწყებს. გამოძიების მასალებში, მთავარი­ ტერიტორიები, სადაც სავარ­ა­უდოდ, დანაშაული ფიქსირდება,­ მოიცავს:­ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქურთას­ მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფ­ლებს; ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით­ - ერედვის მუნიციპალიტეტის ეთნი­კურ ქართულ სოფლებს; ცხინვალის სამხ­რეთ-აღმოსავლეთით - თიღვას მუნიციპალიტე­ტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; ბუფე­რულ ზონაში მდებარე გორის სოფლებს.

საქართველოს პროკურატურისთვის ხელმისა­წვ­დომი­ ინფ­ორმაციის მიხედვით, იძულებითი გადა­ადგილებისას 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა. 13 400-დან 18 500-მდე ეთნიკური ქართველი­ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს, 5 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის საცხოვრებელი განადგურდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ 2008 წლის 7 აგვისტოდან­ 10 ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაიდინეს სულ მცირე: განზრახ მკვლელობა, მოწინააღმდეგის/მტრის საკუთრების განადგურება და მაროდიორობა.­ სანდო წყაროები მიუთითებს­, რომ ამ დანაშაულების ჩადენაში რუსული შეიარაღებული­ ძალების, სულ ცოტა - რამდენიმე წევრი მონაწილეობდა, ზოგ შემთხ­ვევაში კი მათ პასიური პოზიცია ეკავათ... გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, 2008 წლის 7 აგვისტოს, ავნევის საკ­ონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართული სამშვიდობო­ კონტინგენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის­ პოზიციებიდან მძიმედ დაიცხრილა, დაიღ­უპა­­ 2 კაცი, 5 - დაიჭრა. შედეგად, ქართულმა კონტინგენტმა გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბი დატოვა. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს კი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სამხედრო ოპერაცია გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბისა და რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონის ბაზის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ხელშეუხებლობის სტატუსი დაკარგა...­

გამოძიების მასალების მიხედვით, სავარაუდო დანაშა­ულები, რომლებიც ეთნიკური ქართველების იძულ­ებით გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ბრძანებით განხორციელდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებს კი, როგორც ჩანს, მხარს არარ­ეგულარული პარტიზანული დაჯგუფებები უჭერდნენ. მილიციის დაჯგუფებებს იმ ზონის სახელს არქმ­ევდნენ, რომელზეც პასუ­ხისმგებელი იყვნენ. მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციის დაჯგუფება "კოკათელ­ები" კოკათის ტერიტორიაზე მოქმედებდა, "დმენისელების" - სოფელი დმენისი იყო.

ჰააგის პროკურორის ოფისმა შეაგ­როვა ფაქტები სქესობრივ და გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობაზეც. არსებული ინფორმაციით ეს დანაშაულები განსაკუთრებული სისასტიკით­ არის ჩადენილი. მსხვერპლს აიძულებდნენ ეყურებინა, როგორ ასწორებდნენ მიწასთან მათ საცხოვრებელს. ამ სასტიკი კამპანიის შედეგად, ეთნიკური ქართველების სამოქალაქო მოსახლეობის რაოდენობა­ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საგრძნობლად შემცირდა, მინიმუმ 75%-ით ნაკლებია.
გამოძიების მასალებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალის, 23 წლის გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და შმაგი სოფრომაძის საქმეებიც.

დადგება თუ არა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი?


ბენსუდას საგამოძიებო ანგარიშში მითითებულია, რომ გამოძიების პროცესში სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრების ორდერი ან სასამართლოში გამოძახების მოთხოვნა გაიცემა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯ­დომარე ირაკლი სესიაშვილი: - ჰააგა სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან იმით განსხვავდება, რომ კონკრეტული პირების დანაშაულზე მიუთითებს. თუ სამ­ხედრო დანაშაულში ქართული მხარის ბრალეულობა­ გამოიკვეთა, როგორც "რომის სტატუტის"­ მონაწილე სახელმწიფო, ვალდებული ვართ, სამართლებრივი მექანიზმები ავამუშაოთ, თუUმცა, არა მგონია, ასე მოხდეს.

* რომის სტატუტი

ძალაში შევიდა 2002 წლის 1-ელ ივლისს, შექმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მოქმედებს გაეროს სისტემასთან ერთად და განახორციელებს მართლმსაჯულებას ისეთ განსაკუთრებით სერიოზულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს: გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული და აგრესიის დანაშაული (მუხლი 5). თითოეული დანაშაული შემდგომ განსაზღვრულია სტატუტით.

რაზე გააკეთებენ აქცენტს რუსები ჰააგაში


რუსული მხარის ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს ქართული შეიარაღებული ძალების რუსულ სამშვიდობო შტაბსა და ბაზაზე თავდასხმისას დაიღუპა 10 რუსი სამშვიდობო,­ 30 კი დაიჭრა. განადგურდა სამშვიდობოების დაჯავშნული მანქანები, რომლებიც ქართველ სამხედროებსა და ოსებს შორის გამყოფი ხაზის ფუნქციას ასრ­უ­ლებდნენ. მათივე მტკიცებით, ქართული შეიარაღებული ძალები განზრახ უმიზნებდნენ რუსული სამშვიდობო ძალების ბატალიონისა და გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შტაბებს, როდესაც სატანკო ცეცხლი გახსნეს და გრადის ტიპის რაკეტები სამშვიდობო მისიის პერსონალსა და ობიექტებს დაუშინეს. პირველმა წინასასამართლო პალატამ ამ საქმეს "აბუ-გარდას ქეისი"* უწოდა და დაადგინა, რომ სამშვიდობოებზე თავდასხმამ მძიმე გავლენა მოახდინა სამშვიდობო მისიის წევრებსა და მათ ოჯახებზე, თუმცა, ჰააგის პროკურორის ხელთ არსებული მასალების მიხედვით ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია იმ მოტივით ჩაატარეს, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ხელშეუხებლობის სტატუსი დაკარგეს...­

* აბუ-გარდას საქმე

სუდანში ერთ-ერთ ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერს, აბუ-გარდას, 2007 წლის 20 სექტემბერს აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა - 12 და დაიჭრა 8 სამხედრო მოსამსახურე. მაშინ გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა დაუყოვნებლივ გამოეძიათ ეს საქმე და დამნაშავეები დაესაჯათ. მალე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ორდერი 3 ლიდერის დაპატიმრებაზე, ერთ-ერთი აბუ-გარდა იყო. 2009 წელს აბუ-გარდა თავისი ნებით გამოცხადდა ჰააგის სასამართლოში... აბუ-გარდას საქმე გახდა პირველი, როცა მოსამართლეებმა დაპატიმრების ორდერი სასამართლოში ნებაყოფლობითი გამოცხადების ბრძანებით შეცვალეს და მიიჩნიეს, რომ ბრალდებულის დაპატიმრება მიზანშეწონილი არ იყო. ამასთან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც შეჩერდა, თუმცა ბრალდებულს ეჭვმიტანილის სტატუსი არ მოხსნია. სასამართლო უფლებამოსილია დაუბრუნდეს საქმეს, თუ აბუ-გარდას ბრალეულობა მტკიცებულებებით გამყარდება... დანარჩენ ორ ლიდერზე კი სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა...

"რუსულ პროპაგანდას ჰააგის სასამართლო გააქარწყლებს"

გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი: - არც ერთი ქმედება მიზნად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას არ ისახა­ვდა, ეთნოწმენდაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ფაქტები იურიდიულად დადასტურდა, რუსული მხარის არგუმენტებს ავტომატურად გააბათილებს. ფაქტი კი ასეთია: ომის მსვლელობისას ტერიტორიებზე, რომელზეც პასუხისმგებელი რუსული მხარე იყო, გაუპატიურებისა და წამების არაერთი­ შემთხვევა დაფიქსირდა. ზერელე საუბარია, რომ ქართველებმა მცირე ერის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელეს. ამ პროპაგანდას ჰააგის სასამართლო საბოლოოდ გააქარწყლებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით