"ღმერთს მადლობა, ბავშვი მაინც გადარჩა უვნებელი" - მორიგ საზარელ ავტოკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა
"ღმერთს მადლობა, ბავშვი მაინც გადარჩა უვნებელი" - მორიგ საზარელ ავტოკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა
600 დაღუპული, მათ შორის 28 ბავშვი - ავტოავარიების 2015 წლის სტატისტიკა საქართველოში

"ბადიაურთან გზის ამ მონაკვეთს  კარგა ხანია "სიკვდილის მოსახვევს" ეძახიან, რადგან აქ მომხდარ ავტოკატასტროფებში არაერთი ადამიანი დაიღუპა უკვე"

რამდენიმე დღის წინ, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის გადასახვევთან საშინელი ტრაგედია დატრიალდა, - დღის 3 საათზე მიკროავტობუსისა და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 2 მათგანი კი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ერთ, ისე მეორე მანქანაში ოჯახის წევრები ისხდნენ. "ოპელში"
You must have Flash Player installed in order to see this player.
სოფელ კარდენახის და გავაზის მკვიდრნი სიძე და ცოლის და იყვნენ, რომელთაც
ამ უკანასკნელის დედამთილი დედაქალაქის საავადმყოფოდან შინ მიჰყავდათ; მიკროავტობუსს კი სოფელ გიორგიწმინდას მკვიდრი, 37 წლის ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა. მას თან მეუღლე, თამუნა ხუროშვილი, 7 წლის ქალიშვილი და ცოლისძმა, 30 წლის რეზი ხუროშვილი ახლდნენ; ავტოკატასტროფის შედეგად "ოპელის" მარკის სამივე მგზავრი, მძღოლთან ერთად, დაიღუპა. გარდაიცვალა მიკროავტობუსის მგზავრი 34 წლის თამუნა ხუროშვილიც; საავადმყოფოში ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებებითგადაიყვანეს რეზი ხუროშვილი და ტარიელ ჯამალაშვილი.

სოფელ ბადიაურის მოსახლეობა მომხდარს მხოლოდ მძღოლის შეცდომით არ ხსნის. მათი თქმით,
ბადიაურთან გზის ამ მონაკვეთს კარგა ხანია "სიკვდილის მოსახვევს" ეძახიან, რადგან აქ მომხდარ ავტოკატასტროფებში არაერთი ადამიანი დაიღუპა უკვე;
მათ შორის, მათი სოფლის მკვიდრნიც. ყველაფერი კი საგზაო დეპარტამენტის დაუდევრობის ბრალია, რომელსაც ამ მონაკვეთის შეკეთებისთხოვნით წლებია მიმართავენ, მათ კი რეაქცია არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

სოფელ ბოგდანოვკის რწმუნებული მიხეილ ობოლაშვილი თანასოფლელის თამუნა ხუროშვილის დაღუპვის შესახებ შეძრწუნებული გვესაუბრა:
- მთელი სოფელი განადგურებულია, საშინელება ტრიალებს ხუროშვილების ოჯახში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ეს უკვე მეორე ტრაგედიაა.  5 წლის წინ, ჟორა ხუროშვილს
პირველი ქალიშვილი, ნინი დაეღუპა ავტოკატასტროფაში და 3 ობოლი დატოვა; ახლა უკვე მეორე ქალიშვილი თამუნაც ამავე მიზეზით დაკარგა. თამუნასაც 4 ობოლი შვილი დარჩა, რომელთანაც უფროსი 15 წლის არის, უმცროსი მხოლოდ 7-ის. ბავშვებს ამ ასაკში დედა ჰაერივით სჭირდებათ, ამ ქვეყნად არ არსებობს სხვა ადამიანი, ვინც მათ დედის მაგივრობას გაუწევთ
.

გიორგი ჭიაბრიშვილი, სოფელ გიორგიწმინდის რწმუნებული:
- ჯამალაშვილების ბავშვების საცოდაობით ჩვენც აღარ ვართ; ეს ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახია, მრავალშვილიანები არიან და ადრეც ყოველთვის ვეხმარებოდით და არა მხოლოდ სოფლის პროგრამით, - ადამიანურადაც ბევრჯერ გაგვიწვდია ხელი; არც ამ უბედურების დროს დავტოვებთ მიუხედავს, სხვა კი ჩვენ არაფერი შეგვიძლია, - ოთხმა ბავშვმა ამქვეყნად ყველაზე მთავარი - დედა დაკარგა, მათ გაჭირვებას კიდევ ეს სჭირდებოდა?!

- გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ჯამალაშვილსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს; ადგილობრივთა გადმოცემით, ის სოფელ ბოგდანოვკაში სიმამრთან იყო სტუმრად და იქიდან ნასვამი დაჯდა საჭესთან. ავარია სწორედ ამ მიზეზით მოხდა…
- ზუსტად ვერაფრეს გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ის ხალხი გადარჩეს, ვინც ამ საშინელებას ცოცხალი გადაურჩა. ღმერთს მადლობა, ბავშვი მაინც გადარჩა უვნებელი. ის მიკროავტობუსში უკან იჯდა. სასწაული მოხდა,  შეჯახებისას მანქანიდან გადავარდა, სავარაუდოდ, ფანჯრიდან. როგორც მითხრეს, ავარიის შემდეგ მანქანები ისეთ მდგომარეობაში იყო, მიცვალებულების გადმოსაყვანად მანქანების გაჭრა გახდა საჭირო.

ავტოავარიების 2015 წლის სტატისტიკა საქართველოში

ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში უფრო და უფრო იზრდება, იზრდება ავტოავარიების გამო დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობაც. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

2015 წელს საქართველოში 6 500-მდე ავტოსაგზაო შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს, დაახლოებით, ხუთასით მეტია, ვიდრე იყო 2014-ში. ავტოავარიების შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა ათი ათასამდე. დაღუპულებს შორის 28 ბავშვია. ეკა ლალიაშვილი, ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებს:

"არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და ქვეითების არასწორი ქცევა".


ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (15)
elene
18 თებერვალი 2016 10:26
საშინელება იკო
elene mesropovi
18 თებერვალი 2016 10:25
sashibeleba iko
elene mesropovi
18 თებერვალი 2016 09:23
საზარელი რამ მოხდა,მთელი სოფელი ტიროდა,სამშაბათს დაკრძალეს საცოდავი გოგო,ეს უბედურება იკო
ლუკა
17 თებერვალი 2016 12:51
რასაც ქართველები ვუკეთებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მოხდეს? სად გეჩქარებათ ქართველო მძღოლებო? საიქიოში? დაუშვათ სახელმწიფო არ გვაქვს და არ ვცემთ პატივს კანონებს, ასევე შეიძლება არაფრად გვიღირდეს სხვა მანქანაში მჯდომის სიცოცხლე, მაგრამ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს რომ არ უფრთხილდები რა ქვია მაგას? კანონებს არ ვიცავთ, ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვიცავთ, საკუთარ თავს არ ვიცავთ. ტვინგამოცლილი არსებები ვართ ე.ი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები