"ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ" - სისხლიანი გარჩევა ბენზინგასამართ სადგურზე
"ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ" - სისხლიანი გარჩევა ბენზინგასამართ სადგურზე
დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მფლობელი, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგური, სადაც მკვლელობა მოხდა, ძმების საკუთრებაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირი პოლიციამ მალევე დააკავა. მათივე თქმით, "ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებთან დაახლოებით 5 პირი იმყოფებოდა, სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

"პოლიციამ იყოჩაღა და ერთ-ერთი თავდამსხმელი მალევე დააკავა. დანარჩენები მიიმალნენ", - განაცხადა თვითმხილველმა რომან ცხვირალაშვილმა რომელიც ამბობს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელები,
რომელთაგან ერთ-ერთი მოკლეს და ერთ-ერთი დაჭრეს, ნათესავები არიან.

მისი თქმით, გასროლის ხმაზე პოლიცია ადგილზე მივიდა და იმ პირებს დაედევნა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებს ესროლა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეს ზედამხედველობას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა უწევს.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ენდობით თუ არა დღეს ქართულ მართლმსაჯულებას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები