„როცა შევიტყვე ომარი და თორნიკე მოკლულები იყვნენ, ლანას ვკითხე, ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა - მეთქი?!“ - კვირის პალიტრა

„როცა შევიტყვე ომარი და თორნიკე მოკლულები იყვნენ, ლანას ვკითხე, ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა - მეთქი?!“

„ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე და შედეგ, ეს დღიური ტელევიზორზე დაედო.“

„ძალიან განვიცადე აღნიშნული ფაქტი და ლანას ვკითხე ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა-თქო?“

2015 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს სადარბაზოს შესასვლელთან შემზარავი სურათი დახვდათ. მათი კარის მეზობელი, 27 წლის ომარ ქაფიაშვილი დასისხლიანებული ძირს ეგდო, იქვე იყო მისი 5 წლის ბიჭის ცხედარი. ომარის დედა და ცოლი კი შველას ითხოვდნენ.

რამდენიმე საათში, პოლიციამ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად,  ომარ ქაფიაშვილის მეუღლე, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქაფიაშვილს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა.

პაპიძემ მკვლელობა თავდაპირველად აღიარა, თუმც სასამართლო სხდომაზე აღიაირება გადათქვა და განცხადა, რომ სამართლადამცავებმა ის, ფაქტობრივად, აწამეს და აღიარება ასე აიძულეს. მისი და მისი ოჯახის წვერების - დედის და დის მტკიცებით, მას სწორედ წამების შედეგად შეიწყდა ორსულობა.

ბრალდებულის მონაყოლის თანახმად, გარდაცვლილი ქმარი აზარტულ თამაშებს თამაშობდა, ხშირად სვამდა და ჩხუბობდა.

"თავიდან ქმართან კარგი ურთიერთობა მქონდა. მერე ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ ერთად ცხოვრებას ვაგრძელებდით. ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო, როცა სვამდა, მაგრამ რაც თორნიკე იზრდებოდა, ცდილობდა ბავშვს ჩვენი ჩხუბი არ ენახა. ომარს მოუვიდა ავარია და დიდ ვალში გადავარდა. მაშინ ჩემი ოქროც კი გაიტანა სახლიდან და დაალომბარდა. ამის მერე კიდევ უფრო აგრესიული გახდა. სახლიდან ნივთები მეკარგებოდა. ყოველ მესამე დღეს ვმუშაობდი "ლუკოილის" მაღაზიაში. ერთი კვირის წინ სახლში მოვიდა გაღიზიანებული და სამი მამაკაცი მოჰყვა. მას უთხრეს, რომ არ აპატიებდნენ იმას, რაც მოხდა. ის სამი პიროვნება სახლში შემოვიდა, მე და თორნიკე ვიყავით, ბავშვმა ტირილი დაიწყო, შეეშინდა რომ ჩხუბობდნენ. იმათმა უთხრეს, რა კარგი ცოლ-შვილი გყოლია, ახლა ჩვენ წავალთ, მაგრამ ისევ გნახავთო.

მე ვკითხე ომარს რა ხდება-მეთქი, მითხრა, არაფერი მკითხო, ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ჰყოფო!" - განაცხდა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე, როდესაც მისტვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების მისჯა განიხილებოდა.

2016 წლის 19 თებერვლას კი პროკურატურამ გამოძიების შუალედურ შედეგები გამოაქვეყნა (იხილეთ სრულად), რომელსაც თან ახლავს მოწმეთა ჩვენებები და ნივთმტკიცებულებათა ფოტოები. პროკურატურის  ვებგვერდზე საქმეს თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნებიც, ასევე მაგდა პაპიძის დღიურის ფრაგმენტები, რომლსი მიხედვითაც ისე ჩანს, რომ ქალმა არ ამხოლოდ ქმრის, არამედ შვილის მკვლელობაც დაგეგმა.

"ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული. პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად. წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი. ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფრაგმენტში.

მასალების გამოქვეყნების შემდეგ, მაგდა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ პირველი სატელეფონო კომენტარი გააკეთა:

„პროკურატურის ქმედება ჩემთის უცხო არ იყო, ამაზე თავიდანვე იყო საუბარი. ფოტოები გამოფინეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზის გამო, რომ ჩიხშია შესული გამოძიება და ვეღარ აგნებენ გზას.

ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე და შედეგ ეს დღიური ტელევიზორზე დაედო. ეს რაღაც სასწაული ზღაპრებია!

ნორმალურად და საღად მოაზროვნე ადამიანი ამას სხვა კუთხით მიუდგება. კალიგრაფია ჩემი დისას არ ემთხვევა! მეორეც, ეს არ იყო უცხო ახლა რომ გამოფინეს ფოტოები. მტკიცებულება როცა ხელში გიჭირავს, აღარ ააშკარავებ. გამოააშკარავეს იმიტომ, რომ ხალხმა ნახოს, აი, თურმე მაგდამ მკვლელობა დაგეგმა! რა დაგეგმა, შვილის და ქმრის მკვლელობა? და დღიურში ჩაწერა და შემდეგ ტელევიზორზე დადო?! შემდეგ დედამთილმა იპოვა და პროკურატურას გადასცა?!“

მიუხედავად იმისა, რომ ლანა პაპიძის განცხადებით, დღიურში ნაპოვნი ტექსტის კალიგრაფია არ შეესაბამება მაგდას კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ:"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩამოთვლილი თანადამთხვევები, ხელის საერთო და კერძო ნიშნების მიხედვით ერთობლივად, არსებითია, მყარია, რომელთა ინდივიდუალური ერთობლიობა საკმარისია კატეგორიული დასკვნისთვის იმის შესახებ, რომ გამოსაკვლევი ტექსტობრივი ჩანაწერი შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ.“

პროკურატურის გამოქვეყნებულ მასალას თან ახლავს როგორც ბრალდებულის, ასევე მოწმეთა ოფიციალური ჩვენებები. სადაც როგორც მაგდას და, ასევე დედა საუბრობს რომ მას ინტიმური ურთიერთბა ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილთან, რომ მაგდა შეიცვალა და გახდა აგრესიული. ხოლო მათ ჩვენებებში გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილი უარყოფითად არ არის დახასიათებული.

ნაწყვეტები ლანა პაპიძის ჩვენებიდან:

„მაგდა ჩემთან აღარ მალავდა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან თავს უფრო კარგად და ბედნიერად გრძნობდა, ვიდრე ომარ ქაფიაშვილთან... 2015 წლის 19 დეკემბერს დილას მაგდა ჩემთან იყო მოსული, რა დროსაც იბანავა და მითხრა, რომ ორი თვეა ომართან ცოლქმრულად არ უცხოვრია.“

„მაგდა იყო მოკრძალებული ადამიანი, იცმევდა სადად, მაგრამ ზაფხულიდან შეიცვალა ჩაცმის სტილი, გახდა ვულგარული. ომარის დაუკითხავად მთელ ბეჭებზე დაიხატა სვირინგები, რის გამო ომარი ხელითაც შეეხო. იღებდა ვულგარულ სურათებს და დებდა "ფეისბუკზე"... მაგდა საკუთარ თავს ყველაზე წინ აყენებდა, არც მე მიჯერებდა და არც დედაჩემს, არც ქმარს უჯერებდა.“

სისიხლის კვალი ბინაში „... მაგდა უკვე ვეღარ იტანდა ომარს, აბრალებდა რომ სვამდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ვინაიდან, მე ომარი ერთი წელია ნასვამი არ მინახავს. ასევე, როგორც მეზობლებიდან შევიტყვე, მათაც არ უნახავთ ომარი ნასვამი. მაგდას ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ ომარი სცემდა. ომარი ისეთი ადამიანი იყო, რომ უმიზეზოდ ხელს არ დაარტყამდა. მათი ერთად ცხოვრების პერიოდში ვიცი მხოლოდ ორი ფაქტი როდესაც ომარი ფიზიკურად შეეხო. ერთი როდესაც დაიხატა სვირინგები, და მეორე, როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ, როგორც მაგდამ მითხრა, ომარის დაუკითხავად გაიკეთა აბორტი.“

„დაახლოებით ორი კვირის წინ, მაგდამ მითხრა ომარი ეჭვიანობს , "ფეისბუკიდან სურათებს" და მეგორებს მიშლისო. მე ვკითხე თუ რა საფუძველი ჰქონდა? როგოც მაგდამ მითხრა, ომარისთის ცნობილი გამხდარა, რომ მასთან სამსახურში ხშირად იმყოფებოდნენ უბნელი ბიჭები, კერძოდ ოთარ ბერძენიშვილი, რაც ომარს არ მოსწონდა. როგორც მითხრა, ოთარ ბერძენიშვილი ღამე აკითხავდა სამსხაურში. ომარი სთხოვდა, რომ წამოსულიყო მაღაზიიდან, რადგან არც ისე უჭირდათ ეკონომიურად, რომ ამის გამო ბავშვი დაეტოვებინა. თორნიკე უდედობას ძალიან განიცდიდა, ღამე ეღვიძებოდა და დედას კითხულობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მკვლელობამდე ორი დღით ადრე, როდესაც ტელეფონით დედაჩემს ვესაუბრე, მთხოვა გამეგო „ლუკოილის“ მაღაზიის მეპატრონის ნომერი, რათა ეთქვა, რომ მაგდა სამსახურიდან გამოეშვა, რადგან ფაქტიურად მაგდას მუშაობის გამო ოჯახი ენგრეოდა.“

მაგდა პაპიძის დედის, ლიანა შამუგიას ჩვენებაშიც ლაპარაკია იმაზე, რომ მაგდასა და ოთარს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, რომ ის უგზავნიდა მაგდას ფულს თურქეთიდან, თუმცა, მაგდას თქმით გამოგზავნილი თანხა თითქოს ომარს მიჰქონდა სახლიდან და თამაშობდა, ხოლო მას შემდეგ რაც ლანასგან გაიგო, რომ ომარი და თორნიკე გარდაიცვალა ეჭვი მაგდაზე გაუჩნდა.

ლია შამუგია:

„ჩემთის ცნობილია, რომ მაგდას და ოთარს ჰქონიათ, ინტიმური ურთიერთობა. ბოლო პერიოდში მაგდა სულ პრეტენზიებს გამოთქვამდა ომარის მიმართ, ის ომარის ყველა ქცევაზე ღიზიანდებოდა. მაგდა ბოლო ორი თვის განმავლობაშ ძალიან დაძაბული და საშინლად ემოციური გახდა. დღეის მდგომარეობით ვხვდები, რომ მაგდას აგრესია გამოწვეული იყო ოთართან ურთიერთობით."

„ლანას დავურეკე ტელეფონზე და შევიტყვე, რომ ომარი და თორნიკე მოკლულები იყვენ. მე ძალიან განვიცადე აღნიშნული ფაქტი და ლანას ვკითხე ეს ყველაფერი მაგდამ ხომ არ ჩაიდინა - თქო?

ხოლო კითხვაზე, თუ რამ აფიქრებინა მაგდას დედას, თითქოს მაგდას შეეძლო ომარისა და შვილის მკვლელობა, ლიანა შამუგიამ განაცხადა, რომ მაგდას და ომარს ბოლო ერთი წლის განმავლობაშ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ , თან „ომარი მაგდასგან მოითხოვდა სრულფასოვან ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, ხოლო მაგდას ეს არ სურდა.“

იხილეთ  საქმის მასალებში არსებული ფოტოები

მოამზადა ეკა გადახაბაძემ