რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს
22-02-2016
რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს
"ონლაინთამაშებში­ ყოველდღიურად­ 400 000 კაცია ჩართული"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირი­კაშვ­ილის ინიციატივით, ონლაინკაზინოების ფუნქციონირებაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობა­ მიიღებს ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი, რომელიც­ სათამაშო ბიზნესს მოქალაქეებისთვის მოაქვს. დღეს ონლაინკაზინოებში დარეგისტ­რირება ინფორმაციის გადამოწმების გარ­ეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი მონაცემებით მოხდეს... ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმ­ენთა ასოციაცია "აფბა" აზარტული თამაშების რეგ­ულაციების კონცეფციაზე მუშაობს. "კვირის­ პალიტრა" ასოციაციის ანალიტიკოსს, ზურაბ­ კუკულაძეს, გაესაუბრა:

- ონლაინთამაშების გაკონტროლება რთული არ არის. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია ნებისმიერი­ ვებგვერდის
წვდომა და შეზღუდვების და­წესება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვ­ისტოს ომის დროს, როცა საზოგადოებას არ ჰქონდა რუსული ვებგვერდების წვდომა.
პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ერთიანი­ ბაზა, სადაც­ აღრიცხული იქნება ყველა მოთამაშე. პარალელურად უნდა შეიქმნას­ პროგ­რამა, სადაც ყველა მოთამაშის შესახებ იქნება ინფორმაცია. ბაზაში დარეგისტრირებულთ უნდა მიეცეთ უფლება,
ითამაშონ ონლაინსაიტებზე. ამით არასრულ­წლოვნებს­ შეეზღუდებათ ონლაინთამაშებზე წვდომა და სახელმწიფოს ეცოდინება,­ რა კატეგორია,­ რა თანხით თამაშობს. უნდა დაწესდეს წაგების ლიმ­იტიც - პირველ ეტაპზე ფიქსირებული­, რათა ერთი თვის განმავლ­ობაში მეტის­ წაგება არ შეიძლებოდეს. თუმცა, თუ ვინმეს აქვს სურვილი,­ წაგების შემთხვევაშიც გააგრძელოს თამაში,­ დეკ­ლარანტი­ უნდა გახდეს, ანუ საგადასახადო სამსახურში შეავსოს შემოსავლების დეკლარაცია... ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, შევზღუდოთ­ მასობრიობა. ონლაინთამაშებში­ ყოველდღიურად­ 400 000 კაცია ჩართული. აუცილებელია, თამაში იყოს ფასიანი და მოთამაშემაც­ გადაიხადოს­ მოსაკრებელი, ანუ ვისაც აქვს გადახდის საშუალება, მხოლოდ მან ითამაშოს.­ რაც შე­ეხება რეალურ კაზინოებს, ისინი­ ცენტრალური უბნებიდან სპეციალურად გამოყოფილ ზონაში უნდა გადაიტანონ. მაგალითად, თბილისის ზღვასთან არსებულ აუთვისებელ ტერიტორიაზე, სადაც ადამი­ანს სპეციალურად დასჭირდება წასვლა.

პრობლემა­ ის არის, რომ საზო­გადოებამ­ თამაში აღიქვა როგორც შემოსავლის წყარო და არა როგორც გართობა. როცა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს სთავაზობენ ისეთ საქმეს, რომელიც აპრიორი წაგებაზეა ორიენტირებული, ჩვენი ვალია, შევზღუდოთ ხელმისაწვდომობა. მოთამაშეს თუ აქვს სურვილი, გარკვეული ბარიერები გადალახოს - დარეგისტრირდეს, წავიდეს შორ გზაზე და ა.შ., მაშინ უნდა მიეცეს ამის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბიზნესი იატაკქვეშეთში გადავა და კრიმინალური ფონის გაუარესებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, შევზღუდოთ თამაშების პოპულარობა, რათა ყველას არ ჰქონდეს წვდომის შესაძლებლობა.

- უმეტესად რა სეგმენტია ჩაბმული სათამაშო ბიზნესში?
- ძირითადი მო­მხმარებელი დაბალი­ სოციალური ფენაა, მათ დაბალი შემოს­ა­­ვალი აქვთ და გამდიდრების იმედით თამაშობენ.

- ხომ არ იგეგმება რეალური კაზინოების­ აკრძალვა, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანში?­
- ქვეყანაში აზარტულ თამაშებს ვერ მოვსპობთ. რეალური კაზინოების სახით იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კანონიერად ითამაშონ, ოღონდ ეს უნდა იყოს თბილისის დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით. ვიღაცას თუ აქვს საშუალება და უნდა, რომ ითამაშოს, უნდა მიეცეს ამის უფლება. ეს კარგია იმ მხრივ, რომ ფული არ გავიდეს გარეთ. ამით ტურიზმსაც­ ვავითარებთ. უცხოეთის მოქალაქეებს არ უნდა შეეზღუდოთ თამაში.

- როგორც ვიცით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აიკრძალა ონლაინკაზინოები.
- ყველგან არ არის აკრძალული, უბრალოდ, რეგულაციის სხვადასხვა მოდელია. ევროპაში ონლ­აინთ­ამაშები შეზღუდულია, მაგრამ დაშვებულია სივრცეები, სადაც არსებობს როგორც ონლაინ, ისე რეალური კაზინო­ები. ორივეგან არსებობს წაგების­ ლი­მიტი და ხდება მოთამაშეთა მკაცრი იდენტიფიცირება. უნდა შეიცვალოს ამ დარგის დაბეგვრის პრინციპებიც. დღეს მხოლოდ­ მოსაკრებლები­ იბეგრება. არ აღი­რი­ცხება, ვინ აგებს, ვინ იგებს, რამდენი აქვს კაზინოს­ შემოსავალი. შესაბამისად, არ არს­ებობს გადასახადები ტრანზაქციებზე, მოგებაზე და ა.შ. არის მხოლოდ ერთჯერადი­ მოსაკრებე­ლი, რომელსაც კაზინო მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ იხდის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ონლაინთამაშებისგან სახელმწიფოსა და ბიუჯეტს არანაირი ეფექტი არა აქვს. უნდა შეიქმნას ბაზა, სადაც გამჭვირვალე იქნება ამ სისტ­ემაში მოძრავი ფულის წარმომავლობა. ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, უნდა შეიზღუდოს ონლაინთამაშები, ვინაიდან კონტროლისა და დაბეგვრის ერთიანი სისტემის უქონლობა გულისხმობს ფულის გათეთრების მაღალ საფრთხეს. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება, გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაციები. მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ყურადღება მიაქციონ და დაიწყონ ამ თემებზე აქტიური მუშაობა. მინდა ვირწმუნო, რომ კიდევ ერთ ჰაერში­ გაკეთებულ განცხადებასთან არა გვაქვს საქმე.

სესხი აიღო, ფული დადო და წააგო იმ დღეს

13 ივნისის სტიქიის გმირის, ირაკლი იმნაძის თვითმკვლელობამ თბილისი აალაპარაკა. ირაკლი, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მსხვერპლია. 30 წლის ახალგაზრდამ სტიქიის დროს 3 ქალბატონი და 50 ძაღლი გადაარჩინა...
"თვითონ იხრჩობოდა, მაგრამ სხვის სიცოცხლეზე ფიქრობდა. თბილი, უსაყვარლესი ადამიანი იყო... აგვისტოდან დაიწყო თამაში. ტოტალიზატორში თამაშობდა, იშვიათად - კაზინოშიც. ონლაინსესხები ჰქონდა აღებული. ამას მოჰყვა სესხზე ვადაგადაცილება, შემდეგ ყადაღა და ოჯახმაც ყველაფერი გაიგო... იმ საბედისწერო დღესაც რაღაც სესხი აუღია, ეს ფულიც დადო და წააგო. რამდენიმე საათში კი ტრაგედია მოხდა... საშინელება იყო. სასწრაფოს მოსვლამდე გული უცემდა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს" - ჰყვება ოჯახის ახლობელი.

შს სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის მხოლოდ დეკემბრის თვეში თვითმკვლელობის 74 ფაქტი მოხდა, წლის მანძილზე კი სუიციდის სულ 395 შემთხვევა ფიქსირდება. უმეტეს შემთხვევაში, გარდაცვლილთა ასაკი 17-დან 30 წლამდე მერყეობს. სუიციდის მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსური პრობლემები სახელდება, რომელიც მეტწილად აზარტულ თამაშებს უკავშირდება.

ნანა ფიცხელაური
Victor
27 თებერვალი 2016 17:11
Albat acqobt gadaitanon shors,tore ar ilaparakebdnen. 5 millions celicsdshi ixdian kazinoebi licenzias...
Victor
27 თებერვალი 2016 17:04
Rac sheeheba I.Imnadzes,aravis audzulebia magistvis tamashi. Es iqo tavisi gadacqvetileba. Tavisi bralia droze rom ar gacherda,xalxi narkomanias agdebs,da magan tamashs tavi ver daaneba? Shevardzes dros celicadshi 1000-obit bichebs klavdnen da apuchebdnen "tavanis" gamo,dagavicqdat??!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები