ქართველი "კანონიერი ქურდების" ცოლები - კვირის პალიტრა

ქართველი "კანონიერი ქურდების" ცოლები

ფული, კრიმინალი, იარაღი, სამართალდამცველები - ამ ქალებისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია.

ვინ არიან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ცოლები, რომელთა ცხოვრება გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცულია. AMBEBI.GE ქართველი კანონიერი ქურდების მეორე ნახევრებს გაგაცნობთ:

მარინა გოლბერგი

მარინა გოლბერგი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის მეუღლეა. მისი სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია, სადაც ოფიციალურად, "საძმო წრის" (თჰე Bროტჰერს' ჩირცლე) კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ ზაქრო კალაშოვს. სიაში მეუღლესთან ერთად მოხსენიებულია მარინა გოლბერგიც. ამ "შავ სიაში" ასევე შედიან: ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი "მარჯვენა ხელი" ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი "დედ ჰასანის" კრიმინალურ წრეში შედიან.

ირინა ასათიანი

ქუთაისელი "კრიმინალური ავტორიტეტის" ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ირინა ასათიანი ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. ფოცხვერია სასჯელს ონკოლოგიურ კლინიკაში 2 წელია იხდის. პატიმარს ბადრაგისა და სპეცრაზმის 7 წევრი აკონტროლებს. ირინა ასათიანი ადვოკატებთან ერთად მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს, რათა მან დარჩენილი სიცოცხლე ოჯახთან გაატაროს. პალატაში მსჯავრდებულის მონახულების უფლება მხოლოდ მეუღლეს აქვს. ასათიანს და ფოცხვერიას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ. გაგრძელება