"გამწარებულ დედას პასუხსაც არ მაძლევენ" - 16 წლის გოგონას დედა მესამე წელია უშედეგოდ ეძებს - კვირის პალიტრა

"გამწარებულ დედას პასუხსაც არ მაძლევენ" - 16 წლის გოგონას დედა მესამე წელია უშედეგოდ ეძებს

13 ივნისის ტრაგედიისას დაკარგულთა ოჯახებმა ის მაინც იციან, რომ მათი შვილები უბედური შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ, დარეჯან დიასამიძის დედას, ლამზირა მახარაძეს კი ისიც კი ვერ გაურკვევია, სად გაუჩინარდა მისი 16 წლის გოგონა.

დარეჯან დიასამიძე 2013 წლის აგვისტოში დაიკარგა. ბიძის სახლიდან შინ წავიდა, მაგრამ გზაში გოგონა გაქრა. "რაც დრო გადის, უფრო ცუდად ვარ. ყველას ვემუდარები, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. სამართალდამცავები გამწარებულ დედას პასუხსაც არ მაძლევენ. ჩემსავით განადგურებული ბევრი დედაა, რატომ უნდა იკარგებოდნენ ახალგაზრდები ქვეყანაში? დავდივარ უწყებებში უშედეგოდ. მინდოდა, ადვოკატი ამეყვანა - იმას მაინც გააკონტროლებდა, რას აკეთებს პოლიცია ჩემი შვილის საძებნელად, მაგრამ ამის უფლებაც არ მომცეს. დაზარალებულად არ ხართ ცნობილი და ადვოკატს საქმეს ვერ გავაცნობთო. თურქეთშიც ვეძებე ჩემი შვილი, იქაურ პოლიციასაც მივაწოდე ინფორმაცია მის გაუჩინარებაზე", - ამბობს ლამზირა მახარაძე.

კიდევ ვის ეძებენ საქართველოში?

რატომ იკარგებიან ადამიანები უგზოუკვლოდ?

რას ამბობენ დაკარგულთა ახლობლები?

იხილეთ სტატია გაზეთ "კვირის პალიტრის" 14 მარტის ნომერში ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად.