"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას? - კვირის პალიტრა

"მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას?

"ახლა ის ბიჭი მონასტერშია ბერებთან. ახლა მოუნდა ბერობა"?

გასულ კვირას საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბალდებულის, მაგდა პაპიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრლადებულის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამ საკითხზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა:

- ჩემი თოკოს სულს ვფიცავ, თუ ვაჭარბებდე, პროკურორმა ირაკლიმ (გვარი არ მახსოვს) მითხრა, ბერძენიშვილის ზარი შემოვიდა, მან გვაცნობა, რომ მკვლელობა მოხდა უბანშიო. პირი დამრჩა ღია. მერე მითხრა, გამოვკითხეთ და არ დადასტურდა, რომ ის ბიჭი იმ ღამით უბანში იმყოფებოდა, ორთაჭალაში იყოო. არადა, როცა მაგდა პოლიციას მიჰყავდა, დაუნახავს ოთო, რომელიც უყურებდა, როგორ აპატიმრებდნენ მას.

ამას რომ ვამბობ, დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ იმ პროკურორსაც დავასახელებ, ვინც ეს მითხრა. ახლა ის ბიჭი მონასტერშია ბერებთან. ახლა მოუნდა ბერობა? მინდოდა მისი ნახვა, მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა", მან კი შემომითვალა, დამიმტკიცეო.

ღვთის წინაშე ვამბობ, ჩემს თორნიკეს ვფიცავ, არ ვიცოდი მისი არსებობა და არც ის, მაგდას მეგობარი თუ იყო. რომ მცოდნოდა, ამას ვაპატიებდი ჩემს შვილს? ომარს ეს როგორ გამოეპარა, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო. იცით, როგორ მიყვარდა? მაგდას ვეუბნებოდი, მოუთმინე, შვილო, ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუ თვრება და აფრენს, მაინც შენი პატრონია და კარგი ბიჭია-მეთქი. მე ვენდობი მაგდას, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ხალხმა შეაფასოს ყველაფერი. ვფიქრობ, დანაშაულში ერთი კაცი არ მონაწილ¬ეობდა, მკვლელს დამხმარე ჰყავდა, ომარს ერთი ვერ მოერეოდა.

რას ამბობს საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის თაობაზე და რას პასუხობს ბრალდებულის ახლობლებს მოკული ომარ ქაფიაშვილი ძმა?

რა ახალ გაერმოებაზე ლაპარაკობენ ბრალდებულის და ლანა პაპიძე და ადვოკატი?

ეს და საქმის არაერთი სხვა საინტერესო დეტალი წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 4 აპრილის ნომერში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.