"გადავწყვიტე, მიცვალებული მომეპარა" - რას ჰყვება ქართველი "კანონიერი ქურდის" და
18-04-2016
"გადავწყვიტე, მიცვალებული მომეპარა" - რას ჰყვება ქართველი "კანონიერი ქურდის" და
"ჩემი ძმა 19 წლისა უკვე "კანონიერი ქურდი" იყო და მისი ბევრს ეშინოდა"

"კანონიერი ქურდის", კაკო ბრეგვაძის სახელი ქურდულ სამყაროში ქუხდა და ბევრს ეშინოდა მისი. 93 წლის მარიამ ბრეგვაძე­ ძმაზე მოგვითხრობს:

- ჩემი ძმა 1914 წელს დაიბადა. თავი­დანვე თავნება ბავშვი იყო. არც ჯარში წავიდა, არც - ომში. 19 წლისა უკვე "კანო­ნიერი ქურდი" იყო და მისი ბევრს ეშინოდა. ქურდული კანონების მიხედვით, ქურდს ოჯახის შექმნის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ კაკოს ცოლი არ ჰყ­ოლია,
შვილი კი საყვარელმა ქალმა ქორწინების გარეშე გაუჩინა. 1943 წლის ერთ დღეს, მაშინ ბავშვი წლინახევრის იყო, კაკომ სასეირნოდ გაიყვანა. ნაძალადევში, მეგობართან წაუყ­ვანია, სადაც შავი სამყაროს რამდენიმე წარმომადგენელს მოეყარა თავი. ამასობაში მილიციას სახლისთვის ალყა შემ­ოურტყამს. კაკოს ბავშვის გადარჩენა უნდოდა და უკანა ფანჯრიდან უცდია გაქცევა­. ფანჯარა გამოუღია თუ
არა, ესროლეს. დაჭრილი­ უკანვე,­ ოთახში გადავარდნილა­ და ბავშვი ზედ დასცემია... როცა კაკოს გარდაცვალების ამბავი შეგვატყობინეს,
ჩემი თვალით ვნახე საზარელი სურათი, გასისხლიანებულ მამას ბავშვი გულზე ეწვა და ტიროდა...

შოკში ვიყავი, ბავშვი მე წამოვიყვანე, კაკო კი მიხაილოვის საავადმყოფოში გადაასვენეს. მაშინ წესად ჰქონდათ, ქურდს რომ შეიპყრობდნენ, ცოცხალსა თუ მკვდარს ქუჩა-ქუჩა ჩამოატარებდნენ, რომ ხალხს ენახა, როგორ ისჯებოდნენ დამნაშავეები. არ მინდოდა, ჩემს ძმასაც ასე მოჰქცეოდნენ და გადავწყვიტე, მიცვალებული მომეპარა. ამას მარტო ვერ მოვახერხებდი და რამდენიმე ბიჭს ვთხოვე დახმარება. გვიან ღამით შევიპ­არეთ საავადმყოფოს მორგში, გავახვიეთ მიცვალებული ზეწარში და ფანჯრიდან გამოვაპარეთ. მეორე დღესვე დავკრძალეთ, რომ მილიციას მიცვალებული არ წაერთმია.

- ბავშვი გადარჩა?
- დიახ, მაშინ გადარჩა, მამის სისხლში მოსვრილი, გულში ჩახუტებული წამოვიყვანე, მაგრამ იმის მერე ხმა აღარ ამოუღია, აღარ ლაპარაკობდა, დიდი სტრესი მიიღო გოგონამ და ამ ამბიდან 9 თვეში ისე გარდაიცვალა, არც უავადმყოფია.

- ძმის საქმეების შესახებ იცით რამე?
- სახლში იშვიათად მოდიოდა, არაფერს გვიყვებოდა თავის საქმეებზე. მუდამ კარგად ეცვა. ვხვდებოდი, რომ ფული ბლომად ჰქონდა, მაგრამ შინ არასოდეს მოუტანია. დედა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა, ნაქურდალი და ნაყაჩაღარი ფულით ჩვენთვის საჭმელ-სასმელი ან ტანისამოსი ეყიდა. ამიტომ ღარიბუ­ლად ვცხოვრობდით. მახსოვს, სკოლას რომ ვამთავრებდი, გამოსაშვები საღამოსთვის­ ახალი ტანისამოსი არ მქონდა და ერთ საღამოს კუთხეში მიმჯდარი ვტიროდი. სწორედ ამ დროს მოვიდა კაკო, მეგობარი ახლდა. რატომ ტირიო? - მკითხა. არც ბაფთები მაქვს, არც კაბა და ფეხსაცმელი, გამოსაშვებ საღამოზე რომ წავიდე-მეთქი. არაფერი უთქვამს, წავიდა და მეორე დღეს მთელი თოფი ქსოვილი მომიტანა, - ტექსტილის მაღაზია გაუქურდავთ იმ ღამით. შენც შეიკერე და შენს დაქალებსაც მიეციო, დამიბარა.
იმის გამო, რომ დედა გამუდმებით ეჩხუბებოდა, ჩამოშორებოდა ქურდ ძმაკაცებს, იშვიათად მოდიოდა შინ. თავს არიდებდა მშობლებთან კამათსა­ და უკმაყოფილებას. 7 და-ძმა ვიყავ­ით, კაკო გამორჩეულად ლამაზი და წარმო­სადეგი იყო. დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო, ვერც ერთი შვილი ვერაფერს უბედავდა. კაკოც კი, რომელიც ქალაქში ანგარიშგასაწევი ავტორიტეტი გახლდათ, სიტყვას ვერ უბრუნებდა.

ძმასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მახსოვს, ერთხელ რამდენიმე მეგობართან ერთად მოვიდა და ბიჭებმა კანფეტები მაჩუქეს. რომ წავიდნენ, დედამ მაშინვე წამართვა კანფეტები და გადაყარა, მაგათი მოტანილი არაფერი მინდა, ცოდვიანი ხალხის ნაჩუქარი არ შეგერგებაო. შინიდან ვიპარებოდი, რომ ჩემი ძმა მენახა. ამის გამო დედას ხშირად ვუცემივარ, გამეტებით მირტყამდა. ახლაც მწარედ მახსოვს, მთელი 2 კვირა დალურჯებული დავდიოდი, სანამ ძველი გამივლიდა, ახალს მიმატებდა. პატარა რამისთვის შეეძლო გამეტებით ვეცემე. დედმამიშვილებიდან მხოლოდ მე ვარ ცოცხალი, ახლაც გამორჩეულად მიყვარს ჩემი ძმა, მაგრამ გული მწყდება, რომ მისი სურათიც კი არა მაქვს. მაშინ კრიმინალები სურათებს არ იღებდნენ, რომ მილი­ციას არ ეცნო. თუმცა მისი არც ბავშვობის სურათი გვაქვს, დედამ ერთ დღეს ყველაფერი დახია. ისე გარდაიცვალნენ ჩემი მშობლები, კაკოს ცხოვრების წესს ვერ შეეგუვნენ, ვერ აპატიეს არჩევანი.

- თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართა?
- სკოლა რომ დავამთავრე, ტექნიკუმში ჩავაბარე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. მალულად ვსეირნობდით, თვალში­ რომ არავის მოვხვედროდით, რადგან კაკოს ყურამდე რომ მისულიყო, შესაძლოა, მოეკლა კიდეც. გავიპარე და ისე გავყევი ცოლად. კარგა ხანს ემალებოდა კაკოს ჩემი ქმარი. ჩემს ძმას ეუბნე­ბოდნენ თურმე, ურიგო ბიჭი არ არის, ბედნიერი იქნება მარიამიო, მაგრამ­ ის ხელებს ასავსავებდა, კიდევ ყომარბაზი მინდოდა ოჯახში, კაცი რომ ზარს თამაშობს, იმას რა გამოასწორებს, დას როგორ გამიბედნიერებსო? მაგრამ კარგი ოჯახი შევქმენით, 3 შვილი გვყავს. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მე კი ჯერ ყოჩაღად ვარ. ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ ძველების მაგალითი. არავის შერჩება ნაქურდალი და წართმეული, ვერასოდეს იცხოვრებს მშვიდად ის ადამიანი, ვისაც კაკოსავით კრიმინალური ცხოვრება აქვს არჩეული. გული მწყდება, რომ ასე უშვილძიროდ გარდაიცვალა და რაც იცხოვრა, ისიც ტყე-ღრეში, მალვითა და შიშით, ბოლოს კი ერთადერთი შვილიც მისი ცხოვრების წესს შეეწირა.

მარი ჯაფარიძე
revaz bregvadze
25 აპრილი 2017 11:25
ნამდვილად არმეგონა ერთერთი პირველ ქურდთაგანი თუ ბრეგვაძე იქნებოდა საღოლ ჩემს გვარრს
sasa
26 აგვისტო 2016 13:48
სგ
gocha1603
25 აპრილი 2016 22:57
ჯიგარი ხარ ბებო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები