"კაცმა ჯერ თმით ითრია, მერე ჯიბიდან დანა ამოიღო და ქალს ყელში გამოუსვა"
18-04-2016
"კაცმა ჯერ თმით ითრია, მერე ჯიბიდან დანა ამოიღო და ქალს ყელში გამოუსვა"
"ნელი ხშირად დალურჯებული დადიოდა და როცა ვეუბნებოდით, ამდენს რატომ იტანდა, იტყოდა, არა უშავს, გაივლის, ჩემს სანდროს ვინ შემიცვლისო"

13 აპრილს თბილისში, ელდარის ქუჩაზე მდებარე ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, 42 წლის სანდრო ღვინიაშვილმა 35 წლის მეუღლეს, ნელი სონიძეს, ყელი გამოსჭრა. მკვლელობას მათი შუათანა 6 წლის ვაჟი შეესწრო. მეზობლების თქმით,­ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ცოლ-ქმრის გაშველება ვერ მოახერხეს. სასწრაფო დახმარებას და პატრულს გამოუძახეს, თუმცა
უკვე გვიანი იყო - ქალი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა სანდრო ღვინიაშვილი ადგილზე დააკავეს, მან დანაშაული აღიარა და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა.

ციალა ზ., მეზობელი: "სანდრო და ნელი კახეთიდან არიან, 7 წელია, რაც ჩვენს მეზობლად ცხოვრობენ. მათ სამი შვილი ჰყავთ: უფროსი - 14, შუათანა -
6, უმცროსი კი 2,5 წლისა. ხუთი სული ერთ ოთახში ცხოვრობდა. სანდრო მანქანის ხელოსანი იყო, ნელი კი ტყეში დადიოდა, ყვავილებს, ღანძილს, ჭინჭარს კრეფდა და ქაშვეთის ეკლესიასთან ყიდდა. ცოლ-ქმარი მუდმივად ჩხუბობდა, მაგრამ რამდენად უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ერთ წუთსაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ. სანდროც წესიერი და კეთილი ბიჭი იყო, თუმცა სიმთვრალეში ძალზე ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ქალსაც უყვარდა სმა და სანდრო ცოლს ამის გამო ეჩხუბებოდა, ვერ გადააჩვია.
სანდროს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და უმოწყალოდ სცემდა ქალს. უცებ ატეხდა ჩხუბს და ვერავინ გააშველებდა. ჩვენც აღარ ვერეოდით მათ კონფლიქტში, ვიცოდით, მალე შერიგდებოდნენ.

ნელის სიძე - დის ქმარი, უბნის ინსპექტორია, ის ეუბნებოდა, ან დაშორდით, ან ამპულა ჩაიდგით ორივემო. ნელი ხშირად დალურჯებული დადიოდა და როცა ვეუბნებოდით, ამდენს რატომ იტანდა, იტყოდა, არა უშავს, გაივლის, ჩემს სანდროს ვინ შემიცვლისო".

ქეთევანი, ნელის ახლობელი: "დაახლოებით დღის 2 საათი იქნებოდა, როცა სანდრო შინ დაბრუნდა, ცოლი რომ არ დახვდა, რამდენჯერმე დაურეკა, უყვიროდა, სადა ხარო. ნელი მეზობელი ქალის ქმარმა მოიყვანა მანქანით, სანდრო ეზოში დახვდა, ქალი მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, ეცა და ცემა დაუწყო. ალბათ, იეჭვიანა, თუმცა საბაბი არ ჰქონდა. მეზობლებმა ნახეს, კაცმა როგორ ითრია თმით, ძირს დააგდო და წიხლებით შედგა. მერე სანდრომ ჯიბიდან დანა ამოიღო და ქალს ყელში გამოუსვა. ყველაფერი 2-3 წუთში მოხდა, ხალხმა გაშველება ვერ მოასწრო.

სანდრო ცოლს ხშირად სცემდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, თუ მოსაკლავად გაიმეტებდა? პროკურორისთვის უთქვამს, მინდოდა, დანით შემეშინებინა, სახლში ამეყვანა, მაგრამ ნელიმ თავი გაიქნია და დანა შემთხვევით გამოესვა ყელშიო. სასწრაფო დახმარებაც გამოვიძახეთ, მაგრამ ქალს არტერია გადაჭრილი ჰქონდა და სისხლისგან დაიცალა.
მას შემდეგ, რაც ცოლი მოკლა, სანდრო სკამზე იჯდა და პოლიციელებს უყვიროდა: ან მომკალით, ან დროზე წამიყვანეთ აქედანო.
ნელი უჯარმაში, მშობლების სახლში გადაასვენეს, საბრალო ობლებს, ალბათ, ბებია, ნელის დედა მიხედავს.

ნანა ფიცხელაური
:@:@:@:@
25 აპრილი 2016 11:05
ანაბელ სად წაიკიტხეტ რომ გამის ორი საატი,ნუ გინდატ ისე გაიოგოტ როგორც ტქვენ გაწყობტ საცჰორაო ტემად
ანაბელა
24 აპრილი 2016 18:43
ამ საწყალმა როცა იცოდა თავისი ქმრის ამბავი ღამის ორ საათზე სახლში ხომ უნდა დახვედროდა.?! თანაც სმაც ყვარებიო. რა ამბავი ექნებოდათ ამათ ოჯახში ადვილი წარმოსადგენია. უბედურად დატოვეს სამი ბავშვი.
magnolia
24 აპრილი 2016 18:33
საცოდავი ბავშვები. ქალის ლოთობა რა უბედურებაა :( სადისტი და მაზოხისტი ლოთი, საბრალოები, ორივემ თავი დაიღუპა

რედაქტორის რჩევით