"გვიხსენით ამ ჯოჯოხეთისგან!"
02-05-2016
"გვიხსენით ამ ჯოჯოხეთისგან!"
"სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ არც დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს ალიბი"

საბერძნეთის ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილ ქართველ ქალებს ჰაერზე გასვლის უფლებასაც არ აძლევენ


"ეს არის მალაიზიაში ქართველი ქალების დაკავების საქმეზე არანაკლებად რეზონანსული საქმე, რომელიც აღსავსეა ჩვენი თანამე­მამულეების ტკივილით. ნუ გავწირავთ მათ სამუდამო პატიმრობისთვის!" - აცხადებს ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე, რომელმაც საბერძნეთის ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილი ხათუნა გოგსაძე მოინახულა.

ლედი ტუკვაძე: - ათენში ქართველი ემიგრანტების მხარდ­ა­საჭერად ჩავედით. ჩავიყვანეთ იურისტები, ექიმები
და ემიგრანტ­ებს იურიდიული და სამედიცინო მომსახურება შევთავაზეთ... არ დამავ­იწყდება თვალცრემლიანი გოგონა,­ რომელმაც დაჟინებით მთხოვა, ციხეში მისი და ხათუნა­ გოგსაძე მომენახულებინა. - ჩემს დას სხვის გამო სამუდამო პატიმრობა მიუს­აჯეს. ვის არ ვთხოვეთ დახმა­რება, მაგრამ ყურადღება არავინ მო­გვაქცია. სახალხო დამცველს რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ამ საქმით რატომღაც არ
დაინტე­რესდაო.

ძნელი იყო მის გულწრფელობ­აში ეჭვის შეტანა და გადავწყვიტეთ­ პატიმრის მონახულება. ჩვენი კონსულიც გვახლდა, რომელიც ხათუნა გოგსაძის საქმეს კარგად იცნო­ბს. ხათუნა წლების განმავლობ­ა­ში­ ბერძნების ოჯახში მოხუცს უვლიდა. მისი ქმარიც საბერძნეთში მუშაობდა. ერთ დღეს მათ ქმრის, სოსო კარა­ნაძის ნათესავი ეწვია და ცოლ-ქმარს დასაქმება სთხოვა. როგ­ორც აღმოჩნდა, სულ სხვა მიზანი ჰქონია. ერთხანს ცოლ-ქმრის ცხოვრების წესს, მათ მიმოსვლას აკვირდებოდა და ინფორმაციას ქართველ ყაჩაღებს აწვდიდა. სწორედ მაშინ, როცა სოსო კარანაძე თავისი საქმის მოსაგვარებლად (პოლიციის განყოფილებაში მანქანების გასაფორმებლად) იყო წასული,­ ხათ­უნა­ გოგსაძე კი ინტერნეტკაფეს­ სტუმრობდა, ყაჩაღები იმ ბერძენი მოხუცის ოჯახს თავს დაესხნენ.­ მოხუცი შემოაკვდათ და ვერც ძვირფასი ნივთებისა და თანხის წაღება მოახერხეს. როცა ხათუნა შინ დაბრუნდა, მოხუცის ოჯახის წევრებს სასწრაფოდ აცნობა ეს ამბავი. გაირკვა, რომ კარანაძეების ნათესავი ყაჩაღური ჯგუფის წევრი ყოფილა.

- ცოლ-ქმარი რა სამხილით დააკავეს?
- რეალური დამნაშავეები დანაშაულს აღიარებდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ ხათუნა გოგსაძემ და სოსო კარანაძემ მათი გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ეს არც მოსამართლისთვის და არც პროკურატურისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი(?!). სასამართლო პროცესი შეძახილებისა და ქუჩაში­ გამართული აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ოჯახი, სადაც ხათუნა გოგსაძე მომვლელად­ მუშაობდა, საკმაოდ გავლენიანია და მათი მხარდამჭერები დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ. სასამართლომ მათ უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა­ ისე მიუსაჯა, არც დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა ეჭვმიტანილებს ალიბი. არადა, ხათუნა გოგსაძე იმ დროს ინტ­ერნეტკაფეში იყო, ბაბუა ჰყავდა ცუდად და ოჯახთან დაკავ­შირებას ცდილობდა. გამოძიებას ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც ჰქონდა ამოღებული. მისი ქმარი კი, როგორც უკვე ვთქვი, პოლიციაში მანქანების გადასაფორმებლად წავიდა. მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სოსო კარანაძე საბერძნეთის პოლიციაში აღიარების მოსაპოვებლად აწამეს, ფეხის კიდურები დაზიანებული ჰქონდა და ამაზე რეაქციაც არავის ჰქონია.
საბერძნეთში ემიგრანტებს სა­შინლად­ ეპყრობიან, ციხეებში მათთვ­ის­ აუტანელი პირობებია. სხვა ქვ­ე­ყ­ნის პატიმრები ჰაერზე არ გაჰყავთ. ხათუნა გოგსაძე 4 წელია, რაც ამ პირობებში იხდის სასჯელს. ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო პერიოდში მისცეს სუფთა ჰაერზე 10 წუთით გასვლის უფლება. ამასობაში ჯანმრთელობა შეერყა. მისი ათი წლის ბიჭი საბერძნეთში ბებ­იასთან ცხოვრობს. ხათუნა გოგსაძის თქმით, მოკლული მოხუცის ახლობლებმა შური იძიეს და დააყაჩაღეს ოჯახი, სადაც ხათუნა გოგსაძის შვილი და მისი ბებია ცხოვრობდნენ.

ხათუნა ქართველ საზოგად­ოებას და უფლებადამცველებს­ დახმარებას სთხოვს: "როცა მალა­იზიაში ქართველი ქალები დააკავეს, გულგრილი არავინ დარჩენილა და საზოგადოების ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. ჩვენი საქმეც არანაკლებ რეზონანსულია, უდანაშაულოებს სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯეს... იქნებ გვიხსნათ ამ ჯოჯოხეთისგან!".

საბერძნეთის ციხეში ვნახეთ ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ქართველი ქალი, რომელსაც დანაშაულის ადგილამდე მეგობარი მამაკაცი მანქანით მიუყვანია და დაუტოვებია. მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, იმ დროს ფეხმძიმედ ყოფილა და ციხის სამშობიაროში გააჩინა ბავშვი, რომელიც ახლა 3 წლის არის და "სასჯელს" დედასთან ერთად იხდის. ვთხოვ უფლებადამცველებს, საქართველოს ხელისუფლებას, ამ საქმეს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან საკუთარი მოქალაქეები. ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეა!
მერა
07 მაისი 2016 11:38
თუ მართლა უდანაშაულოა ცოლ-ქმარი ცოდვები არიან ნაღდად და ღმერთს გადმოეხედოს.ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ქართველები ევროპაში მიდიან ან მ ო ს ა პ ა რ ა დ,ან შ ა ვ ი სამუშაოს შესასრულებლად.უ ვ ი ზ ო რეჟიმის შემოღების შემდეგ მინიმუმ გაორმაგდება ქაართული კრიმინალი ევროპაში და ჩვენი იმიჯი ნულამდე დაეცემა.უ ვ ი ზ ო რეჟიმი არაფერს მისცემს უბრალო,პატიოსან ქართველ მოსახლეობას.მათ არც ფული გააჩნიათ ევროპაში 3 თვით სასეირნო(სხვას არაფერს არ ითვალისწინებს უვიზო რეჟიმი) და არც სურვილი სეირნობის გაჭირვებული ცხოვრების პირობებში.მთავრობა და ფულიანები მაინც შეუზღუდავად დადიან ევროპაში და გამოდის რომ ამით მხოლოდ კრიმინალი ისარგებლებს უპრობლემოდ.შეიძლება ამის შემდეგ ეს ჩაეთვალოს მთავრობას პლიუსად?ვითომ ხალხზე ზრუნავენ არა?
zorba
07 მაისი 2016 02:10
ამ მთავრობის იმედი ნუ გექნებათ,ესენი რის გამკეთებლები არიან,საქართველოში კიდიათ ხალხი ერთ ადგილზე და რომელ საბერძნეთში დაეხმარებიან.მალააზიელი ქალები მარყუშიდან ჩამოხსნეს,არა და ეჭვიც არ მეპარება რო ნაგდად გადაქონდათ ნარკოტიკი.მარა საგოლ მაშინდელ მთავრობას და მიშას,სასცაული გააკეთეს.არ იფიქროთ ნაციონალების მომხრე ვარ,მარა ფაქტი სახეზეა.არა ბიჭო ეს მასხარა მენახშირეები უშველიან ვისმეს.მოგვიწევს დალოდება რამოდენიმე თვე,ესენი რო გადაშენდებიან,ვნახოთ ვინ მოვა,იქნებ უშველოს ამ საცკალ ქალებს მაინც.
,,,
06 მაისი 2016 23:03
Samudamo zedmetia. Es dzalian gadametebuli sasjelia. Martlacda saqartvelos mtavroba unda chaerios am saqmeshi.

რედაქტორის რჩევით