"როსტოს" და "კურტანას" სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ?
09-05-2016
"როსტოს" და "კურტანას" სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ?
ლევან როსტოშვილი: "ლაშამ არ იცოდა, რომ საბა­რგულში ნარკოტიკი მქონდა"

"ნანუკას შოუს" ყოფილი თანა­წამყვანი ლევან­ როსტოშვილი ("როსტო") და მსახიობი ლაშა კურტანიძე ("კურტანა") სამართალდამცავებმა განსაკ­უთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე დააკავეს. მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ახლობლები საუბრისგან თავს იკავებენ. ტელეწამყვანმა და დაკავებულების მეგობარმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კი "ფეისბუკზე" სტატუსი გამოაქვეყნა: "მათ ჰქონდათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები­ - ემდემა,­ ექსტაზი. არანაირ რეალიზაც­იაზე საუბარი არ არის, მაგრამ მედია რისი
მედიაა, არ გააბუქოს. განსაკუთრებით მედიის­ ის ნაწილი, რომელიც ტყუილის გასავრცელებლად შეიქმნა მხოლოდ... თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ!!!

ჩემი საუკეთესო ორი მეგობარი, რომლებიც პირველად დააკავეს ცხოვრებაში, ციხისთვის რომ არ მემეტება, ესეც არ უნდა გაგიკვირდეთ. უბრალოდ, ქვეყანაში, სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს, იმედს ვიტოვებ, რომ ორი "ქლაბერი"
ბიჭი ციხეში­ დიდხანს არავის უნდა".

სასამართლო პროცესზე ბრალმდებელმა ზაზა დოლიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ დაკავებუ­ლ­ებს უპრეცედენტოდ დიდი ოდ­ენობით (42,9524 გრამი) ნარკოტ­იკული ნივთიერება ემდემა­ აღმოაჩნდათ. პროკურორის მტკ­იცებით, ნარკოტიკის ნაწილი­ როსტოშვილის მანქ­ანის საბარგუ­ლში 9 ჩეკად იყო დაფას­ოებული. მანქანის სალონში კი, იქ, სადაც ლაშა კურტანიძე იჯდა, იმავე სახეობის ნარკოტიკული საშუალ­ება იპოვეს. პროკურორის მტკიცებით, ლაშა კურტანიძეს პირა­დი ჩხრეკისას ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერება მისი სავარძლის ქვეშ იპოვეს. კურტანიძის ბინიდან ამოღებულია 0,08 გრამი სხვა სახეობის ნარკოტიკული ნივთიერებაც.

პროკურორმა ორივე ბრალდ­ებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ითხოვა და განაცხადა:
"ბოლო დროს ძალიან გავრცელებულია ნარკოტიკის ეს სახეობა, მაგრამ ასეთი უპრეცედენტო ოდენობით, ადრე არ ამოგვიღია". როსტოშვილმა სამართალდამცავებს მიუთითა, რომ მანქანაში აღმოჩენი­ლი ნარკოტიკული ნივთიერება მას ეკუ­თვნის და სურდა,­ პირადად მო­ეხმარა.

"როსტოშვილისთვის წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება ლაშა კურტანიძეს, მასაც ბრალად ედება­ ჯგუფ­ური დანაშაული. მათი დაპატი­მრების საფ­უძველი არსებობს. ხშირად დადიან საზღვარგარეთ, იქ ჰყავთ­ ნაცნობები და შეიძლება­ მიემალონ­ გამოძიებას. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ კვლავ ჩაიდენენ დანაშაულს", - განაცხადა პროკურ­ორმა.

ადვოკატი მალხაზ სალაყაია­ ბრალდებულთა ინტერესებს იცავს:­
"კურტანიძეს დაბადებიდან ვიცნობ... ამ ბიჭებისთვის პატიმრობის გამოყენება უმკაცრესი ღონისძიება­ იქნება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ისინი­ მიემალებიან გამოძიებას. ჩამოვართვათ პასპორტები და პირადობის მოწმობები, ამით ეს პრობლემა მოიხსნება. არც იმის საშიშროება არსებობს, რომ კვლავ ჩაიდენენ დანაშაულს, მათ შეუბღალავი წარსული აქვთ, ნასამართლევი არ არიან, არც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულან. მზად ვართ, დააკისროთ ვალდებულება, ყოველდღიურად გამოცხადდნენ ნარკოლოგიურში­ შემო­წმებაზე. ეს ნარკოტიკული საშუალება არ არის მძიმე ნარკოტი­კების ჩამონათვალში, ეს არის ფსიქოტროპულების ნუსხაში შეტანილი ნივთიერება - ე.წ. კლუბური ნარკოტიკი, მსუბუქი ეიფორიის შემქმნელი და არ იწვევს­ მიდრეკილებას. ჩვენ ალტერნატიული ღონისძიების გამოყენებას ვითხ­ოვთ - გირაოს 10.000 ლარის ოდენობით. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს თანხა ვერ უზრუნველყოფს, გაზარდეთ თქვენი შეხედულებისამებრ", - მიმართა მოსამართლეს სალაყაიამ.

ბრალდებულები დუმილის უფ­ლებას იყენებენ. თუმცა როსტ­ოშვილმა კომენტარის გარეშე არ დატოვა პროკურორის ბოლო რეპლიკა, როცა ის ადვოკატს უმტკიცებდა, საქმეს ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია იმიტომ მიეცა,­ რომ ბიჭები ერთად ისხდნენ მანქანაში და კურტანიძის სავარძლის ქვეშ და საბარგულში ერთი და იგივე ნარკოტიკი აღმოჩნდაო.

"ლაშამ არ იცოდა, რომ საბა­რგულში ნარკოტიკი მქონდა. მას გავუარე, ლაშა სამსა­ხურში მიდიოდა­. ამ ვითარებაში ჩემს მანქანაში შეიძლებოდა მჯდარიყო მამაჩემი, დედაჩემი ან ჩემი და... მაშინაც წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი დანაშაული იქნებოდა?"

მოსამართლემ ბრალდებულებისა და ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა, დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თეა ხურცილავა
!!!
17 მაისი 2016 14:09
სამწუხაროა და შემაშფოთებელი,რომ ასეთი ახალგაზრდები ნარკომანები აღმოჩნდნენ.ცოდვები არიან სამუდამო პატიმრობისთვის.თუ ნარკოტიკის გასაღება არ დაუმტკიცდათ შეუმსუბუქეთ პატიმრობის ვადა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები