დუბაიში მიტოვებულები - "ათეულობით საქართველოს მოქალაქე თაღლითობის მსხვერპლი გახდა"
23-05-2016
დუბაიში მიტოვებულები - "ათეულობით საქართველოს მოქალაქე თაღლითობის მსხვერპლი გახდა"
"მინდა, მისი მისი ფოტო მოგაწოდოთ, სადაც მასთან­ ერთად მოტყუებული სამი დაქალი ვართ. დიანა მარცხნიდან პირველია. მითხრეს, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დადის და მოსახლეობას დუბაიში დასაქმებას ჰპირდებაო"

ბოლო დროს თაღლითობის ფაქტებმა იმატა, განსაკუთრებით, თუკი საზღვარგარეთ სამუშაოდ წამსვლელებს ეხება საქმე. "კვირას პალიტრას" თაღლითობის მსხვერპლი მოქალაქე ესაუბრა.

მარი ბზიკაძე: - ქუთაისელი­ ვარ. ერთხელ დიანა სოფრომაძე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, ტორტით გვესტ­უმრა - გახარებული ვარ, ქუთ­აისის მერმა რეკომენდაცია გამ­იწია და მალე მაღალ თანამდებ­ო­ბაზე დამნიშნავენო,
დაგვპირდა, თქვენს დასაქმებასაც შევძლებო. გავიდა ხანი და გვითხრა, ტურიზმის დეპარტამენტში დავი­წყე მუშაობა, ტრენინგებზე დავდი­ვარო. 6 იანვარს, ჩემი დაბადების დღეზე,­ დიანამ ისევ გვახარა: ტურიზმის დეპარტამენტმა დასაქმების­ პრ­ო­ექტის განხორციელება დამავალა, უნდა მოვიძიო მუშახელი და ჩავიყვანო­ დუბაიში,­ სადაც კომპა­ნია მათ უფასო საცხო­ვრებელს, საკვებს და მაღალანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობსო. პროექტში­
დასაქმებულს თვეში, სულ მცირე, 4.000-5.000 დოლარი ექნება გასამრჯელოო. ანაზღაურება მაღალი მომეჩვენა და ვკითხე, რომ არ გადაი­ხადოს-მეთ­ქი? სიცილით მიპასუხა,­ აბა, დუბაისთვის ეგ რა თანხააო?! გავიდა დრო და ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ.­ დიანამ გვით­ხრა, ბა­კურიანში დასაქმების პროგრა­მის­ ტრენინგი იმართება და ­თქ­ვენც­ დაესწარითო.­ იქ მართლაც­ დაგვხვდა,­ თუმცა ტრენინგს ვერ დავესწარით.(?!) ყოველდღე გვეუ­ბნებოდა, ახლა სხვა საკითხების განხილვა მიმდინ­არეობს, სათქვენო ტრენინგი ხვალ ჩატარდებაო და ეს "ხვალ" აღარ დადგა.­ ამასობაში, გავიდა ერთი კვირა, ფული გაგვითავდა და შინ დავბრუნდით. მე მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ფეხით სიარული მიჭირს, ამიტომ ავტომობილის შესაძენად ფული მქონდა შეგროვებული.­ მეუღლემ მითხრა, ამ ფულს 1.500 დოლარი მოვაკლოთ (რა თანხაც, დიანას­ თქმით, დუბაიში დასაქმე­ბის პროექტში მონაწილეობას სჭირდებოდა), დუბაიში 3 თვე ვიმუშა­ვებ და ფული დაგვიგ­რო­ვდებაო - დიანასგან­ ვიცოდი,­ რომ ჯგუ­ფი­­­ 3 თვეში­ ახალი "მუშა­ხელ­ით"­­ უნდა ჩანაცვლებულიყო. აბა, სამი თვით სამუშაოდ წასვლა რაღა პრობლემა იყო? ის კი არა, ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ოჯახსაც შევთავაზე წასვლა. ვუთხარი, ჯერჯერობით მანქანას მაინც ვერ ვყიდულობ, გასესხებთ ფულს, იქნებ ხეირი თქვენც ნახოთ-მეთქი... მოკლედ, ჩვენგან ეს ამბავი ბევრმა გაიგო და დუბაიში წასვლის უამრავი მსურველი გამოჩ­ნდა. დიანას­ კიდევ ორი დაქალი ჰყავდა და ისინიც გააცურა.­ 1.500-1.500 დოლარი ყველამ გაიღო­ (ზოგმა მეტიც) და დიანამ დუბაიში­ 34 კაცი წაიყვანა, მათ შორის, ჩემი მეუღლეც. დიანას მეორე დღესვე დავურეკე, მომახარა, ახლა ჯგუფი ექსკურსიაზე მიმყავსო... გავიდა ერთი კვირა და სამსახური ისევ არ ჩანდა. დიანამ მითხრა, ცუდი ამინდის გამო სამშენებლო სამუშ­აოები 4 დღით შეჩერებულია და მალე ყველაფერი მოგვარდებაო. ამასობაში სამი ბინა დაიქ­ირავა, ის 34 კაცი გადაანაწილა და ყოველდღიურად ისეთ მცირე­ თანხას აძლევდა, თითოეულს მხოლოდ ერთი პურისა და სუპის­ ფხვნი­ლის საყიდლად ჰყოფნიდა. ეს 44 დღეს გაგრძელდა და ამ "ვითომ დამსაქმებელს" ხალხი აუჯანყდა. მათ დასაწყნარებლად დიანამ მეორე, 20-კაციანი ჯგუფი წაიყვანა საქართველოდან (მათგანაც ფული წინასწარ ჰქონდა აღებული), აქაოდა, ხალხის დასაქმება თუ არ შემიძ­ლია, დამატებით 20 კაცი კიდევ რაღად მინდოდაო...

მახსოვს, ტელეფონით ძალიან მკაცრად დაველაპარაკე და მოვ­თხოვე, დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე ჩემი ქმარიც წაეყვანა­... კახასთვის უთქვამს, გაემზადე, შეხვედრაზე მივდივართო, მაგრამ გადაიკარგა! ამის შემდეგ ტურიზმის დეპარტამენტში დავრეკე, სადაც მითხრეს, დიანა სოფრომაძეს ჩვენთან არასდროს უმუშავიაო(?!). ქუთაისის მერიც მასთან ნაცნობობას უარყოფდა. დიანა კიდევ ერთ გვარს ასახელებდა­ და ის კაცი ძებნილი თაღლითი აღმოჩნდა. ამასობაში პირველ ჯგუფს ერთთვიანი ვიზის ვადა ამოეწურა. წესით, დიანას სამთვიანი სამუშაო ვიზა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ყველ­ანი ერთთვიანი ვიზით წაიყვანა. დუბაიში რომ ჩავალთ, იქ გაგვიგრძელებენ ვადასო,­ ამბობდა. ჩვენებს დუბაიში ყოველ გადა­ცილებულ დღეზე ჯარიმები ერიცხებოდათ და საქართველოში დაბრუნების უფლება მხოლოდ ამ ჯარიმების გადახდის შემდეგ ჰქონდათ. მოკლედ, დიანას ოჯახს მივუცვივდით, დაფრთხნენ და 17 ათასი დოლარი მოგვცეს. ეს ფული დუბაიში გავგზავნეთ, რომლითაც ჯარიმების გადახდა და ამ ხალხის დაბრუნება მოხერხდა.

დიანა კი დღემდე გაიძახის, რომ ამ ხალხის დასაქმებას აპირებდა... ჯერ თქვა, სამთვიანის ნაცვლად სამწლიანი სამუშაო გამოჩნდა და ამისთვის საბუთების მომზადება გახდა აუცილებელი, რასაც დამატებითი დრო და სახსრები სჭირდებოდაო. თურმე 1.500 დოლარზე 3.000 კიდევ უნდა დაგვემატებინა. მერე თქვა, დასაქმება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მშენებლობის არაფერი გაეგებოდათო.­ არადა, წაყვანილთა შორის მშენებელ-ინჟინრებიც იყვნენ, მაგრამ არც ერთი არ დაუსაქმებია. რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობას, იმიტომ აღარ დავიწყე, რომ დუბაის საქმე უფრო სარფიანად მომეჩვენაო.

- ამჟამად რას საქმიანობს დიანა სოფრომაძე?

- მინდა, მისი მისი ფოტო მოგაწოდოთ, სადაც მასთან­ ერთად მოტყუებული სამი დაქალი ვართ. დიანა მარცხნიდან პირველია. მითხრეს ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დადის და მოსახლეობას დუბაიში დასაქმებას ჰპირდებაო. სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული, უამრავი ადამიანი დაზარალებულად ცნეს, მაგრამ არ დაუკავებიათ...

ლედი ტუკვაძე, საერთაშორისო ემიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი:
- გასაკვირია, რომ სოფრომაძე დაკავებული არ არის. თუმცა საქმე თაღლითობის ფაქტზე აღძრულია და დაზარალებულის სტატუსი ათეულობით მოქალაქეს აქვს. ვფიქრობ, თაღლითებს­ ხშირად ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკის მფარველობის იმედი აქვთ.

დიანა სოფრომაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შსს-ში კი განგვიცხადეს, რომ "დუბაის საქმეზე" 60-მდე მოქალაქეა დაკითხული.

david67
04 ივნისი 2016 09:24
თაღლითობა ხელივნებაა.ყოჩაღ დიანას
დაზარალებულებმა თავი თვითონ დაიზარალეს! 5000 $ სამუშაო მშენებლობაზე?ამას რომ კაცი დაიჯერებს უარესის ღირსია.თვეში ორჯერ მაინც მიწევს ემირატებში წასვლა ნავთობპროდუქტების საქმეებზე და მე არ მრჩება ამხელა თანხა და თქვენ გინდოდათ მილიონების შოვნა?
lia
28 მაისი 2016 10:35
ხელის განძრევა კი გვეზარება ქართველებს (ყველას არ ეხება), მაგრამ თურმე ტვინის განძრევაც ეზარებათ.
?
27 მაისი 2016 22:19
Ra shuashia am qotsi tu natsi? Ra sisuleles tsert.aperistebi Ra sxva partiebshi ar Arian?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები