"მტრობა არავისთან მქონია, შური რომ ეძიათ" - გაუჩინარებული 4 წლის ბიჭუნას ძებნა გრძელდება
30-05-2016
"მტრობა არავისთან მქონია, შური რომ ეძიათ" - გაუჩინარებული 4 წლის ბიჭუნას ძებნა გრძელდება
"მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მთელ საქართველოს მივმართო, იქნებ სადმე ნახოთ ჩემი შვილი და გამაგებინოთ"

გორის რაიონის სოფელ ბობნევის მოსახლეობა, პოლიცია და მაშველები კვირაზე მეტია, ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას, რამაზ ჯინიყაშვილს, ეძებენ. ბავშვი 20 მაისის შუადღის შემდეგ გაუჩინარდა და ბოლოს სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სოფლის ცენტრში, თანატოლებსა და 5 წლის ძმასთან ერთად ნახეს. მომხდარისა და დედის მძიმე მდგომარეობის გამო, დაკარგული ბიჭის ოჯახში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანი - 1,
5 და 5 წლის ბავშვები - სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებმა დროებით თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

ზურაბ ჯინიყაშვილი, რამაზის მამა: კვირაზე მეტია, ვეძებთ, მაგრამ მისი კვალი არ ჩანს. პოლიციელებმა და მაშველებმა მთელი ხეობა, მთა და ბარი გაჩხრიკეს. ბავშვი ხელჩაკიდებული გავზარდეთ, სულ ეზოში თამაშობდა. გაუჩინარების დღესაც ძმასა და მეზობლის
ბავშვებთან ერთად იყო სახლთან ახლოს. ვერც ტყეში წავიდოდა, ვერც - მდინარეზე. კიდეც რომ ჩასულიყო მდინარეზე, იმ წუთიდან ვეძებთ და ცოცხალს ან მკვდარს სადმე მაინც მივაკვლევდით. იმ საშინელ დღეს ყველანი სახლში ვიყავით - ახალჯვრობას აღვნიშნავდით. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ. ერთი-ორჯერ სახლშიც შემობრუნდნენ და მერე ისევ სათამაშოდ გავიდნენ. ჩვენი უფროსი შვილი,
5 წლის თაზო ჰყვება, წითელი ფერის მანქანა გაჩერდა, იქიდან კაცი გადმოვიდა, რამაზს იღლიებში მოჰკიდა ხელი, მანქანაში ჩასვა და ხეობისკენ (ბოშურის ხეობისკენ) წაიყვანაო.

თაზო შეშინებული მოვარდა სახლში და მოგვიყვა. ბავშვი არ მოგვატყუებდა; ფერების ცნობაც იცის. გამოძიება გვაიმედებს, ყველაფერს გავაკეთებთ და ვიპოვითო, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გახდნენ. სოფელში გავიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს წითელი ფერის მანქანით სოფელში არავინ ყოფილა სტუმრად.

ჩვენ ეთნიკური ოსები ვართ. 90-იან წლებში იძულებული გავხდით, ორჯონიკიძეში წავსულიყავით, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავძელით და ხუთ წელიწადში უკან დავბრუნდით. მიწური სახლი შევიძინეთ, სამი შვილი გვეყოლა. გლეხური ოჯახი გვაქვს, სამუშაო არ მაქვს, სოციალურ დახმარებას ვიღებთ და თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს. ჩემი მეუღლე შოკურ მდგომარეობაშია, მეც ძალიან ცუდად ვარ...
დანარჩენი ორი შვილი სოციალურმა აგენტმა წაიყვანა. გვითხრეს, სანამ რამაზი გამოჩნდება და დამშვიდდებით, ბავშვებს ჩვენ მივხედავთო. მტრობა არავისთან მქონია, შური რომ ეძიათ.

მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მთელ საქართველოს მივმართო, იქნებ სადმე ნახონ ჩემი 4 წლის შვილი.
ქერაა, სრული აღნაგობის. ადრე ძაღლმა უკბინა და მარჯვენა ლოყაზე ნაიარევი აქვს, ლაპარაკის დროს ენას უკიდებს, თვალებს ოდნავ აელმებს. თუ შემთხვევით სადმე ნახავთ ასეთ ბავშვს, გთხოვთ, გაგვაგებინოთ.

პ.ს. გაუჩინარებული ბავშვის მამას, ზურაბ ჯინიყაშვილს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 595 20 86 71.

ნანა ფიცხელაური
meee
07 ივნისი 2016 02:58
Mari, vkitxulobt rigor ar vkitxulobt, magras ra davwerot, ra vtqvat...
07 ივნისი 2016 01:52
ვგიჟდები,ბავშვი წიწილა ხომ არაა რომ დაიკარგოს? მთავრობა სად არის,რას აკეთებენ მის მოსაძებნად?ეს რბილად რომ ვთქვათ,საშინელებაა,ტრაგედიაა მთელი ერის....უბრალოდ ყველამ საკუთარ შვილზე წარმოიდგინოს............... წარმოდგენაც საშინელებაა ამის............სად გაქრა.....ჩემი ვარაუდით,არ არსებობს,რომ იმავე სიფელში ვინმემ არ იცოდეს სად არის პატარა........
ნანა 1
06 ივნისი 2016 19:23
საშინელებაა ასე ბავშვის დაკარგვა,და დიდი ტრაგედია მშობლებისათვის,გაუძელით,იმედი არ დაკარგოთ,აუცილებლად იპოვით!ისე საჭიროა ბოშებთან მოძებნა,მათი შემოწმება,ისინი იპარავენ ბავშვებს და მათხოვრებად ზრდიან.საბერძნეთში ბევრი ასეთი შემთხვევა,ბევრს წლების განმავლობაში ეძებენ.ამიტომ პოლიციას ვთხოვ ამ საკითხს მიაქციოს ყურადღება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები