"აფხაზები­ გალის დაბალ ზონაში ცხვირს­ ვერ ყოფდნენ­ და­ ახლა აგერ, რა დღეში არიან"
30-05-2016
"აფხაზები­ გალის დაბალ ზონაში ცხვირს­ ვერ ყოფდნენ­ და­ ახლა აგერ, რა დღეში არიან"
"ასე თავხედურად ქართველის მოკვლას ვერავინ გაბედა­ვდა. აფხაზები გალის დაბალ ზონაში ცხვირს ვერ ყოფდნენ და ახლა აგერ, რა დღეში არიან"

"ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის შემდეგ,­ გალის მოსახლეობაში შიშმა იმატა"

"ხურჩაში დატრიალებული ტრაგედი­ის შემდეგ, გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებში შიშმა იმატა. გალელები­ არც ადრე ცხოვრობდნენ მშვიდად და დალხინებულად, მოსახლეობა ყოველთვის­ დაუცველი­ იყო... "გიგა ოთხოზორიას მკვლ­ელს არ უნდა შერჩეს ჩადენილი სისასტიკე და საკა­დრისად უნდა დაისაჯოს", - ამბობენ­ ჩვენი რესპონდენტები ლევან კიკნაძე­ და თენგიზ კვირტია.

ლევან
კიკნაძე, გენერალი, აფხაზეთის­ უშიშროების ექსმინისტრი:
- სანამ ტერიტ­ორიულ მთლიანობას არ აღვად­გენთ, მანამ ქვეყანა მუდმივად ომის მდგო­მარეობაში­ იქნება... არ ვგულისხმ­ობ იმას, რომ ავტომ­ატები ავიღოთ და სისხლის ღვრა­ გავაჩაღ­ოთ, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ სტატისტების როლში და მხოლოდ იმას ვაფიქ­ს­ირებდეთ, ვინ სად გაიტაცეს,­ მოკლეს­ და ა.შ. გაეროს ან
ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფის იმედად ყოფნა დაუშვე­ბელია! ადრეც იყო ენგურის გასწვრივ სადამკვირვ­ებლო ჯგუფი, მაგრამ მკვლელ­ო­ბები და უბედურ­ებები მაინც ხდებოდა. თუმცა, ასე თავხედ­ურად მოეკლათ ადამიანი,­ არ მახს­ენდება­ - გადმოვიდა 4 კაცი და ამდენი ხალხის თვალწინ მოკლეს ადამიანი. მერე შებრუნდნენ და მშვიდად გავიდნენ. შს მინისტრმა გან­ა­ცხადა, დამნაშავე დაუსჯელი­ არ დარჩ­ებაო, მაგრამ არ ვიცი, იმ მკვლელი­ აფხაზის დასჯის რა მექანიზმები აქვთ. თუ დააკავეს, აფხაზები მკვლელს მაინც არ გადმოგვცემენ, ეს იქნება ფორმალური დასჯა, თუმცა ისინი ამასაც არ იზამენ.

- ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი ხელისუფლება?
- ამბობენ, უშიშროების საბჭო უნდა მოვიწვიოთ, იქ პრეზიდენტი განიხილავს­ ამ საქმეს და გამოსავალს მოძებნისო. ეს ყველაფერი ბლეფი და არაფრის მომცემია. უშიშროების სხდომაზე, გარდა დეკლარირებული განცხადებისა,­ არაფერი იქნება და მოვუწოდებ სპეცსამსახურებს, უფრო აქტიურად იმუშაონ, ზედმიწევნით ზუსტად აღრიცხონ, სად რა ხდება და მოახსენონ ხელისუფლებას. ტრაბახად ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ ჩემი მინისტრობის დროს ასეთ რამეს­ იოლად არავის ვაპატიებდით, მკვლელს მიწიდან ამოვთ­ხრიდით. ომია ეს, ბატონო, ომი. ჩვენ კი რა საინფორმაციო­ ომს ვეწევით?! ბოლო წლებში უამრავ აფხ­აზს ვუმკურნალეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მაგრამ, შე დალოცვილო, ამდენ რამეს რომ აკეთებ, გაავრცელე ინფორმაცია, რას მალავ­, და მერე ის აფხაზები, ვისაც­ პატივი ვეცით, თვითონ აუმხედრდებიან მკვლელებს. ხმამაღლა ვთქვათ, რომ აფხაზებს ვმკურნალობთ და კიდევაც ვუმკურნალებთ. ეს არის საინფორმაციო ომი და მუდმივად უნდა ვაწარმოებდეთ. ყველაფერი არასამთავრობოებს გადავაბარეთ და გვავიწყდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა­ დღის წესრიგში არ გვაქვს.

- რა ვითარება იყო რეგიონში თქვენი მინისტრობის დროს?
- რა თქმა უნდა, მსგავსი დანაშაულები მაშინაც ხდებოდა. მახსოვს, ჭუბურხინჯის შეხვედრის დროს აფხაზებმა გაიტაცეს ქართველი, მერე კი ჩვენმა პარტიზანებმა მოიტაცეს აფხაზი ე.წ. მესაზღვრე. ჭუბურხინჯის მოლაპარაკებისას შევხვდი რაულ ხაჯიმბას, რომელიც ჩემი თანამშრომელი იყო აფხაზეთში და ვუთხარი:­ რაულ, თქვენ ომიდან ომს მიიღებთ! ან უნდა დავიწყოთ მოლაპა­რაკებები და აღვადგინოთ ურთიერთობები, ან რამდენ ქართველსაც დაჩაგრავთ და მოიტაცებთ, იმდენს მოიტაცებენ ჩვენი­ ბიჭები-მეთქი. ხაჯიმბას ხმა არ ამოუღია... დროებით შეწყდებოდა ხოლმე ექსცესები, მაგრამ მერე კვლავ ახლდებოდა. თუმცა, ასე თავხედურად ქართველის მოკვლას ვერავინ გაბედა­ვდა. აფხაზები­ გალის დაბალ ზონაში ცხვირს­ ვერ ყოფდნენ­ და­ ახლა აგერ, რა დღეში არიან.

- რას იტყვით ცნობილ ბოევიკზე, ვალმერ ბუთბაზე, რომელიც განსაკუთრებული­ სისასტიკით გამოირჩეოდა ქართველების დაწიოკებაში.

- იყო შემთხვევა, როდესაც ვალმერ ბუთბას დავალებით ზუგდიდის რაიონიდან ქართველი გაიტაცეს. ჩავატარეთ ოპერაცია, ბუთბას ვერაფერი მოვუხერხეთ, მაგრამ გამტაცებლები აღმოჩნდნენ იგივე გალელები, დავიჭირეთ და პასუხისგებაში მივეცით. ეს იყო 2000 წელს. მერე ბუთბამ თავისი მიიღო -­ დღემდე გაურკვეველია, ვინ მოკლა, მაგრამ ასეთი აფხაზები იქ დაუსჯელი არ რჩებოდნენ. ბევრი ქართველიც შეეწირა... როცა შეიარაღებული დაპირისპირება დამთავრდა და აქეთ გადმოგვრეკეს,­ ჩვენ არ შევურიგდით ამას და დაიწყო პარტიზანული ომი. ეს აუცილებელი იყო, რადგან აფხაზები ისევ აწიოკებდნენ იქ დარჩენილ ქართველებს, პასუხის გამცემი არავინ გახლდათ. ჩვენი ოფიციალური სტრუქტურები იქ ვერ შეიჭრებოდნენ, რადგან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა­ და საომარი მოქმედებები­ ოფიციალურად შეწყვეტილი იყო. ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ სეპარატისტებთან მოსალაპარაკებელი­ არაფერი გვაქვს, აფხაზ ხალხს უნდა მოველაპარაკოთ-მეთქი! მე ამ ფორმულით ვხელმძღვანელობდი...­

გალის ტერიტორიაზე ყველაფერს ბუთბა­ აკონტროლებდა. ის იყო არძინბას სპეციალ­ური დანიშნულების­ რაზმის მეთაური, აყაჩაღებდა მოს­ახლეობას - როგორც კი საწყალი ადამ­იანები თხილის მოსავალს შეაგროვებდნენ­ და ორ კაპიკს იშოვიდნენ, ეს კაცი მათ იტაცებდა და გამოსასყიდს იღებდა. ერთი პერიოდი ისე გათავხედდა, აფხაზებს ზუგდი­დიდანაც ატაცებინებდა ხალხს... ბევრი ქართველიც და აფხაზიც პატრიოტიზმს კი არა, კრიმინალურ გარჩევას შეეწირა. ბარამიძის მინი­სტრობის დროს პარტიზანებს ძალიან ცუდად მოექცნენ­ - განაიარაღეს, ოჯახებში უცვივდებოდნენ, ბევრი დაასახიჩრეს და დააინვალიდეს... ეს ბიჭები ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდნენ...

უნდა შეიქმნას აფხაზეთის დაბრუნების სტრატეგიული გეგმა. სად წავიდა სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც თავის დროზე ჩვენს დაზვერვას ჰქონდა ჩაბარებული? ტვინის ჭყლეტა არ უნდა იმის ამოღებას და დღევანდელ ვითარებასთან შესაბამისობაში მოყვანას. ძალოვანი სტრუქტურების არა მარტო მოვალეობა, ვალდებულებაა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.

გალის რაიონში დღეს არსებულ ვითარებაზე "კვირის პალიტრა" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, თენგიზ კვირტიას ესაუბრა.

- დღე არ გავა, რომ ეთნიკურმა აფხაზმა­ არ მოგვმართოს, მათ მუდმივად ვუწევთ­ ეფექტურ და უფასო დახმარებას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.­ ეს იცის აფხაზმა მოსახლეობამ, მაგრამ ვერ ახმაურებენ, რადგან აგრესიას აწყდებიან, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ხშირად საზღვარზე ავადმყოფების გადმოყვა­ნაც ჭირს. იყო შემთხვევები, როდესაც ე.წ. მესაზღვრეებმა არ გადმოუშვეს ისეთი პაც­იენტები, რომელთაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდათ, ყველაფერს საათები წყვეტდა, აფხაზების ასეთმა მიდგომამ კი მათ გადარჩენის შანსი მოუსპო და ყველაფერი ლეტალური შედეგით დასრულდა. გაეროს თუ ეუთოს ძალისხმევა­ მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ აფხაზური მხარე­ დაითანხმონ, საზღვარზე გადმოსვლისას პაციენტებს პრობლემები არ შეექ­მნათ. მეორე მიმართულებაა, ადგილზე გაუმჯობესდეს კრიმინოგენული ვითარება და აღიკვეთოს ე.წ. მესაზღვრე-მებაჟეების თავგასულობა.

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის­ უმრავლესობას არც აფხაზური პასპორტი­ მისცეს და ქართული პირადობებიც ჩამოართვეს. რომც ჰქონდეთ, ვერ გამოაჩენენ. ეს ადამიანები აბსოლუტურად დაუცველები და უუფლებონი არიან. ვიმედოვნებთ, აფხაზური მხარე კეთილგონივრულად შეაფასებს იმ საშინელ ფაქტს, რაც ხურჩაში მოხდა და პრევენციულ ზომებს­ გაატარებს, რათა შემდეგში მინიმ­უმამდე იქნას დაყვანილი მსგავსი ფაქტები.­ ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის შემდეგ,­ გალის მოსახლეობაში შიშმა იმატა... გამ­ოდის, დაუსჯელი რჩება მკვლელი. აფხაზი­ ე.წ. მესაზღვრეების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნით.

გალის შეხვედრა შეიძლება შემდგომში­ სერიოზული მოლაპარაკებების საწყისი აღმოჩნდეს, სადაც მსგავსი პრეცედენტების ალბათობის შესამცირებლად, მიმართულებები მაინც განისაზღვრება.

ვინ იყო ვალმერ ბუთბა


ცნობილი ბოევიკი, ოჩამჩირელი ვალმერ ბუთბა აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა 1992-1993 წლების ომში და ქართველების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ომის დასრულების შემდეგაც ბუთბას კრიმინალური დაჯგუფება გალის ქართველ მოსახლეობას ხშირად აწიოკებდა. ვალმერ ბუთბას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ცნობილმა ბოევიკმა პოლიტიკაში გარევაც სცადა - პოლიტიკურ გზაზე თავისმა მოგვარემ, ცნობილმა აფხაზმა ოლიგარქმა ბესლან ბუთბამ დააყენა...

2011 წლის 29 დეკემბერს გალიდან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მიმავალ გზაზე ვალმერ ბუთბას ცხედარი აღმოაჩინეს. მკვლელობა ბუთბას ავტომობილის სალონში "მაკაროვის" სისტემის იარაღით იყო ჩადენილი, იქვე იყო კიდევ ერთი კრიმინალის, თამაზ კვეკვესკირის­ ცხედარიც. აფხაზეთის ხელისუფლებამ დანაშაული ქართველებს მიაწერა, თბილისში კი მიაჩნდათ, რომ ამ მკვლელობის უკან ის რუსები ან აფხაზები იდგნენ, რომლებსაც ბუთბასთან ურთიერთობა დაეძაბათ.

ნანა ფიცხელაური
999
06 ივნისი 2016 09:14
თქვე რეგვენებო სად არის თქვენი ევროპა? რატო არ გეხმარებიან? ვაი თქვე უბედურებო ვის რაში სჭირდებით...
Temur okruashvili
06 ივნისი 2016 00:04
Kargi mtavroba miwidan amotxrida otxozarias mkvlels Mara sad gvyavs mtavroba sex-it Arian dakavebuli tanac mtavrobis romelime ojaxis wevri xom ar mouklavt DA rigiti moqalaqe rashi ainteresebt
ავთანდილი
03 ივნისი 2016 20:55
უფასოდ რაც შეიძლება მეტ აფხაზს ვუმკურნალოთ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფულით, რომ შემდეგ უფრო მეტი უდანაშაულო ქართველი მოგვიკლან??? როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზაში წაკუზულები

რედაქტორის რჩევით