გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ კანჯი-ოღლის 17 ქართველი ჰყავს მოკლული?!
31-05-2016
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ კანჯი-ოღლის 17 ქართველი ჰყავს მოკლული?!
გიგა ოთხოზორია 26 მაისს ზუგდიდში დაკრძალეს

კანჯი-ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა გამორიცხულად მიმაჩნია, ამაზე აფხაზური მხარე არ წავა


19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტ­რაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი­ იარაღით სასტიკად მოკლეს გალის­ რაიონის სოფელ ბარღების მკვიდ­რი გიგა ოთხოზორია. ერთმა მა­თ­განმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, ოთხოზორიას თავში საკონტროლო ტყვია დაახალა. გარდაცვლილს 2 ტყვია ფეხში, 3 - მუცელში, ერთი კი თავში ჰქონდა დახლილი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს რაშიდ კანჯი-ოღლის
წითელი ცირკულარით­ ძებნის დაწყების თხოვნით მიმართა.­

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - აფხაზ­ური მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები ადრეც ყოფილა, როგორც 90-იან წლებში, ისე წინა ხელისუფლების დროსაც. 2007 წელს აფხაზები საზღვარზე გადმოვიდნენ და განმუხურის პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს, მაგრამ რაც 19 მაისს მოხდა, განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევა. როგორც
ირკვევა, ამ ფაქტს აფხაზ საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

- რა იცით რაშიდ კანჯი-ოღლის შესახებ? რო­გორც ითქვა, ის ქართველების მიმართ განს­ა­­კუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

- აფხაზური მხარის ინფორმაციით, ტყვარჩელელი რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზ­ეთის ე.წ. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. წარმოშობით ლაზია, იმ ლაზი მოჰ­აჯირების შთამომავალი, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ აჭარასა და აფხაზეთში. ჯგუფში, რომელმაც ოთხოზორია მოკლა, მეორე ლაზიც იყო - კატან-ოღლი. რაშიდ კანჯი-ოღლის მამა აფხაზეთის ომის გმირი იყო, არის ერთ-ერთი აფხაზური უმაღლესი ჯილდოს კავალერი. ერთნი ამბობენ, რომ ის ომის დროს დაიღუპა, მეორეთა თქმით კი, ომის დამთავრების შემდეგ მოკლეს - არასრულწლოვ­ნის გაუპატიურებაში მონაწილეობდა და გოგონას ნათესავებმა სამაგიერო გადაუხადეს. ვინ და რა ეროვნების იყო ის გოგონა,­ ამის დადგენა ვერ შევძელით... როგორც ირკვევა, მკვლელობის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლი რუსეთისთვის თავის შეფარებას გეგმავდა, მას გვარიც ჰქონია შერჩეული - დუხინი. ქართული მხარე დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი აფხაზეთიდან გავიდოდა. სხვადასხვა წყაროსგან მივიღეთ არაოფიციალური ინფორმაცია, რომ იგი დაკავ­ებულია. მას 17-მდე ქართველი ჰყავს მოკლული, თუმცა არა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. აფხაზური მხარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოთხოზორია და კანჯი-ოღლი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ, ვინც ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე ხშირად გადადიან, კარგად იციან, ვინ დგას საზღვრის პერიმეტრზე და აფხაზი მესაზღვრეების რომელ ცვლასთან­ ჯობია ურთიერთობა. აფხაზური მხარე ამბობს, რომ ოთხოზორიამ, რომელიც საზ­ღვარზე არ გაატარეს, დებოში ატეხა და შეიგინა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საბუთი, რომ მაინცდამაინც აფხაზურ მხარეს დავუჯეროთ. თუნდაც ეგინებინა, ასეთი შედეგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საზღვრის დაცვის თანამშრომელმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ გიგა ოთხოზორიას თავში საკონტროლო ტყვია დაახალა

ერთი წყარო გვატყობინებს, რომ აფხაზ­ურმა დე ფაქტო პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა, სხვა წყარო გვატყობინებს, რომ საქმე ძალაუფ­ლების გადამეტებისა და საზღვრის წესდების დარღვევის ფაქტზე აღიძრა და რომ ეს იყო რუსების­ კატეგორიული მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ აფხაზები ცდილობენ, ცივილიზებულ საზოგადოებად წარმოჩნდნენ, ფაქტია. აქედან გამომდინარე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვ­რა სოხუმის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაც იყო.

საქმე ის არის, რომ მკვლელი არ არის აფხაზი და აქედან გამომდინარე, ოფიციალური სოხუმისთვის ბევრად მარტივია მისი დაპატიმრება. აფხაზეთში დამნაშავის დასჯა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი გვარის წარმომადგენელია.

- როგორ აფასებენ აფხაზები ამ შემთ­ხვევას?

- აფხაზურ სოციალურ ქსელებში წერენ, ალბათ, ქართველმა გააგიჟა და ამიტომ ესროლაო. არიან ისეთებიც, რომლებიც­ გმობენ - თუ ცივილიზებული სახელმწიფო­ ვართ, არავის აქვს უფლება, სახელმწიფო დარტყმის ქვეშ დააყენოსო. ზოგიერთის მოსაზრებით, რა გარანტია ჰქონდა კანჯი-ოღლის, რომ თუ იქით გადავიდოდა, საპ­ასუხო ცეცხლი არ გაიხსნებოდა და ახალი ომი არ დაიწყებოდაო. ერთი მომხმარებელი­ იმასაც წერდა, მეც იგივე დამემართა, მამაჩემის ორმოცი მქონდა, ადლერში პროდუქტი შევიძინე, მაგრამ შემოტანის საშუალებას არ მაძლევდნენ, რაოდენობის გამო მედავებოდნენო. ისეთი ამბავი ავტეხე, მეც და მათაც იარაღზე გავივლეთ ხელი, კიდევ კარგი, აფხაზურად ვაგინებდი, თორემ, ალბათ, მესროდნენო.

- ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე ქართველი­ სამართალდამცავები არ დგანან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებ არც გაებედათ "მესაზღვ­რეებს" ასეთი სისასტიკე.

- ამ პირობით საზღვარზე ქართველი­ მესაზღვრეები რომ იდგნენ, გამოდის, საზ­ღვარს ვცნობთ. ჩვენმა ზოგიერთმა დას­ავლელმა პარტნიორმა თავის დროზე გვირჩია, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ მონაკვეთზე ცოტა უკან ყოფილიყო პოსტები, რათა პროვოკაციის სახით კონფრონტაცია არ მომხდარიყო. როგორც ვიცი, ახლა შსს-მ­ მიიღო გადაწყვეტილება, ზოგიერთი პოსტი წინ გადასწიოს. ეს ძალზე სათუთი თემაა და მაღალი ტრიბუნიდან ყვირილი, რატომ იქ არ იდგა შსს-ს კონტინგენტი და ასე რომ ყოფილიყო, ტრაგედია არ დატრიალდებოდაო, არ ეგების.

წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებ­ოდა, ჩვენი პოლიციელები რომ მდგ­არიყვნენ და საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა, ისიც შესაძლებ­ელია, იქ რომ მდგარიყვნენ, ოკუპა­ნტებს ვერ გაებედათ აქეთ გადმო­სვლა.

- გადმოსცემენ თუ არა კანჯი-ოღლის ქართულ მხარეს?

- კანჯი-ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა გამორიცხულად მიმაჩნია, ამაზე აფხაზური მხარე არ წავა. ქართულმა მხარემ ეს ვითარება უნდა გამოიყენოს პირობითი საზღვრის პერიმეტრის გამაგრების დასაწყებად. როგორც კი ქართული მხარე ამ ნაბიჯს გადადგამდა ხოლმე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი­ იქნებოდა თუ ერგნეთის შეხვედრების, ქართულ მხარეს საყვედურობდნენ, არიქა, თქვენ კიდევ ომი გინდათო. ახლა არსებობს მნიშვნელოვანი საბაბი, მოხდა სასტიკი მკვლელ­ობა და თან ეს ვიღაც ყაჩაღმა კი არ ჩაიდინა, არამედ არაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელმა. ამიტომ ქართულ მხარეს ყველანაირი საბ­აბი აქვს, მაქსიმალურად გააძლიეროს ამ პირობითი საზღვრის დაცვა.

გარდა ამისა, უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიმართ როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ამ ადამიანებმა­ თავი მეტ-ნაკლებად დაცულად თუ არ იგრძნეს, მიატოვებენ იქაურ­ობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ განხორციელდება გეგმა ბუფერული ზონების შექმნის შესახებ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას თავიდანვე ჰქონდა.

იხილეთ ასევე: "არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უიარაღოსთვის ტყვიის სროლა ჰგონია" - როგორ აფასებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აფხაზეთში


ნანა ფიცხელაური
ქართველი
04 ივნისი 2016 15:00
ჩვენმა სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ და ლიკვიდაცია მოახდეს ამ დამნაშავის.
xxx
04 ივნისი 2016 07:36
რა მნიშვნელობა აქვს ამ მომენტში ეროვნებას, სწორედ ეს აწყობს რუსეთს, რომელმაც ხელები დაიბანა, არადა აქ მთავარია ოკუპაციის პროცესი, ხოლო ოკუპანტი რუსეთია...
koba
03 ივნისი 2016 22:00
რა ლაზი, რას ბოდავს ეს არეშიძე.ლაზები არიან დიდი ქართველები

რედაქტორის რჩევით