"ლანა ცხედრებთან იდგა და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო" - კვირის პალიტრა

"ლანა ცხედრებთან იდგა და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო"

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე დაიწყო.

იხილეთ ასევე: "მომივიდა ხმა, თითქოს მაგდას ფულს "აწერდა" - რა შეუთვალა ბერძენიშვილმა მაგდა პაპიძის დედას?

სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას. მათი შემადგენლობა კონფიდენციალურია. უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლებმა განაცხადეს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელი სწორედ მაგდა პაპიძეა.

გულო ქაფიაშვილი, ომარ ქაფიაშვილის მამიდა: "თვალებიდან არ ამომივა კადრი, როდესაც მკვლელობის დღეს მივედი და ვნახე როგორ იდგა მაგდას და, ლანა ცხედრებთან და მოსთქვამდა, საფლავი არ უნდა გეღირსოს მაგდა, როგორ მოგვიკალი ომარი და თორნიკეო. თავდაპირველად პაპიძეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაგდა იყო მკვლელი. ახლა საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ, არ გამოუვათ, ყველაფერი ცხადია. მაგდა ბავშვობაში კარატეზე დადიოდა, საკმაოდ ძლიერი იყო".

მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე პირველი განცხადება უკვე გააკეთა, წარდგენილ ბრალდებაში ის არ ცნობს თავს დამნაშავედ.

იხილეთ ასევე: "ახლა მოუნდა ბერობა?"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)