"ახლაც ყურში ჩამესმის დაღუპული მაშველის შვილის ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა"
11-07-2016
"ახლაც ყურში ჩამესმის დაღუპული მაშველის შვილის ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა"
"მიხოს თავი ამოუყვია­ წყლიდან და დაუძახია, თოკიო, მაგრამ ვერავინ უშველა..."

7 ივლისს მარტვილის რაიონის სოფ­ელ­­ გაჭედილში უბედური შემთხვევა მოხდა - 17 წლის მიხეილ ბერიშვილი მდინარე­ აბაშაში დაიხრჩო. ამ ფაქტს მიხოს უმცროსი­ ძმა და მისი მეგობრები შეესწრნენ. სასოწარკვეთილმა ბავშვებმა საშველად თან­ასოფლელებს უხმეს, მაგრამ მოზარდის გადარჩენა ვერავინ შეძლო. ბიჭი წყლის დინებამ გაიტაცა. სავარაუდოდ, სიმაღლიდან­ გადახტომისას მან ქვას თავი დაარტყა და ვეღარ გაცურა.
თვითმხილველთა თქმით, მიხომ წყლიდან თავი ამოყო, თოკიო, დაიძახა, მერე ისევ
ჩაყვინთა და მდინარემ ჩანჩქერისკენ გაიტაცა. ძმა, თურმე, წყალში გადახტომას და მიხოს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ბავშვებმა დაიჭირეს, რადგან­ წყალი აბობოქრებული იყო და შეიძლებ­ოდა, ისიც დამხრჩვალიყო.

მაშინვე გამოიძახეს სამაშველო სამსახურები. კანიონის ადმინისტრაციამ დახმარებისთვის წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური­ ფედერაციის პრეზიდენტთან, ელგუჯა ჯამ­რიშვილთანაც დარეკა, რომელიც სამკაციან ჯგუფთან ერთად წყალტუბოდან მარტვილში­
ჩამოვიდა და სანამ აჭარიდან სამაშველო­ ბრიგადა მოვიდოდა, სამძებრო­ სამუშაოები დაიწყო. ურთულეს ადგილას თვითონ ჩავ­იდა. როგორც ამბობენ, მან მარტვილის ყველა მღვიმე და კანიონი კარგად იცოდა,­ მაგრამ ამინდი გაუარესდა და ვითარება­ შეიცვალა. ზევით მყოფები მას ვერ შველო­დნენ, ამიტომ საკუთარი ხელით ჩაუხსნია თოკი. ალბათ, იფიქრა, რომ გაცურავდა, მაგრამ ერთ ტრაგედიას მეორე დაემატა - ვეღარც ელგუჯა იპოვეს. მისი ვაჟი რეზოც მყვინთავია და მამას ახლდა. ის დინების მიმართულებით წასულა იმ იმედით, რომ მამას იპოვიდა. მას მაშველებიც მიეხმარნენ.

ამასობაში დაღამდა, მაგრამ დაკარგულ­ების ძებნა არ შეწყვეტილა. ღამის ორ საა­თზე მაშველმა ზაზა ვარშანიძემ ელგუჯა ჯამ­რიშვილის ცხედარი იპოვა. დაიწყო წყლიდან ამოყვანის სამუშაოები, მაგრამ როგ­ორც გაირკვა, ზევით მყოფები გამოუცდელ­ები იყვნენ, ვიღაცამ იჩქარა, ძლიერად გამ­ოქაჩა თოკი, რომელიც გაწყდა და ცხედარი­ ისევ წყალმა გაიტაცა... მეორე დღეს მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის თხოვნით, ბიჭს ექსპერტიზა არ ჩასტარებია. მას საფეთქელთან აქვს დაზიან­ება. ვარაუდობენ, რომ თავი ქვას დაარტყა და გარდაიცვალა.

მომდევნო დღესაც კოკისპირულად წვიმდა და მდინარე ისე ბობოქრობდა, იქ ჩასვლას ვერავინ ახერხებდა. მაშველებს მოსახლეობაც ეხმარებოდა, ყველა თვალს ადევნებდა­ ადიდებულ მდინარეს, რომ იქნებ სადმე­ ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი გამოერიყა. გვიან ღამით წვიმა შეწყდა, წყლის ნაკადმა იკლო და სამძებრო სამუშაო­ები განახლდა. ელგუჯას ცხედარი სოფელ ბანძის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრზე იპოვეს.

ელგუჯა აკობია, სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამმართველოს უფროსის მოადგილე:
- 7 ივლისს 17 საათზე შემოვიდა შეტყობინება,­ რომ 17 წლის ბიჭს ეძებდნენ მდინარეში.­ გაჭედილის კანიონამდე, მდინარე აბაშისწყ­ალში მოხდა ეს ტრაგედია. იქ ჩანჩქერი ჩამ­ოდის და დამბაა გაკეთებული. ბავშვები იქ ბანაობენ ხოლმე. ჩვენ არ ვიცით ტრაგედიის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. სავარაუდოდ, ბიჭი წყალში გადახტა. ზოგი ამბობს­, ფეხი დაუცურდაო. როგორც ჩანს, ადგილობრივებმა გამოიძახეს კერძო კომპანია წყალტუბოდან. ჩვენ აჭარიდან გამოვიძახეთ მყვინთავები. სანამ­ აჭარიდან ჩამოვიდოდნენ, მანამდე ამ ჯგუფმა ჩამოასწრო. როგორც ამბობენ, ჯამრიშვილს მარტვილის­ კანიონის ხელმძღვანელმა სთხოვა დახმარება. იგი ერთ-ერთი უძლიერესი მაშველი იყო, ყველას­ ინსტრუქტორი, გამოცდილი. მყვინთავების სამსახურის უფროსად წლების განმავლობაში მუშაობდა. ძალიან გვიჭირს იმის ახსნა, რა მოხდა, რამ შეიწირა ეს ადამიანი. ორ ვერსიას განვიხილავთ:­ შეიძლება ჩანჩქერმა თავზე ნიღაბი ახადა, ვერ ისუნთქა და ამის გამო დატრიალდა ეს ტრაგედია.­ თან იქ წყალი სწრაფად ბრუნავს.­ მეორე ვერსიით, შეიძლება წყალმა ამოატრიალა და რამეს თავი დაარტყა. არადა, მასზე კარგად იქაურობა არავინ იცოდა. მიზეზებს, ალბათ, გამოძიება დაადგენს. იმ ადგილზე ტრაგედიის დროს ჩვენი­ მაშველები არ იყვნენ, ისინი სხვა ადგილას­ იყვნენ განაწილებული და დაკარგულ ბიჭს ეძებდნენ. იქ რა მოხდა, არავინ იცის. ალბათ, წყალი რომ ექაჩებოდა, თვითონ მოიხსნა თოკი, თუმცა, ამანაც ვერ უშველა.

მიხო ბერიშვილი გაჭედილის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. პედ­აგოგებს მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ.

ნანა კეკუტია, გეოგრაფიის მასწავლებელი:
- ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი მოსწავლე­ ცოცხალი აღარ არის. ის ჩემ თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. მეთორმეტეკლასელი იყო. თბილი, მოსიყვარულე. ფიზიკურადაც ძლიერი იყო, სპორტს მისდევდა, ვარჯიშობდა და წარმატებებსაც აღწევდა. ვერცხლისწყალივით იყო. ძალიან ნიჭიერი. რომ ვეტყოდი, უფრო მეტი შეგიძლია და წაიკითხე-მეთქი, მეტყოდა, გეოგრაფიას მაინც ჩავაბარებო. მართლაც, გამოცდები კარგად ჩააბარა. რუკასთან მუშაობა უყვარდა. უნდოდა, სამხედრო ყოფილიყო. კარგი მოჭიდავე იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მიხოს ახალგაზრდა მშობლები და და-ძმა ჰყავს. ძმა ერთი წლით უმც­როსია. სწორედ ის შეესწრო ამ საშინელ ამბავს. ხიდთან სხვა დროსაც ბანაობდნენ ბავშვები. წინადღის ნაწვიმარი იყო და ისეთი კამკამა არ ყოფილა წყალი, როგორიც სხვა დროს. იქვე ჩანჩქერიც გადმოდის და იქ გადამხტარა, მაგრამ წყალი რადგან დიდი იყო, იმ გზით ვერ ამოსულა, საიდანაც სხვა დროს ამოდიოდნენ ხოლმე და უთქვამს, კანიონისკენ გავცურავ, თქვენ იქით დამხვდითო. ეტყობა,­ რომ ჩახტა, ქვას თავი დაარტყა. როგორც ჩანს, წვიმების გამო მდინარეს ნაშალი ჰქონდა ჩამოტანილი. თავი ამოუყვია­ წყლიდან და დაუძახია, თოკიო, მაგრამ ვერავინ უშველა. სამწუხაროდ, ყველაფერი წამებში მოხდა. ვწუხვართ მაშველის დაღუპვის გამოც. მისი შვილი შეესწრო ამ ტრაგედიას. ახლაც ყურში ჩამესმის მისი ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა. ორივე ოჯახს ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას.

თეა ხურცილავა
გიორგი სილაგავა
19 ივლისი 2016 13:10
ხელები მიკანკალებს ამას რომ ვწერ: მიხო ჩემი ძმაკაცი ერთგული მეგობარი იყო, მეგობარი რომელსაც ერთხელაც არ უღალატია ჩემთვის, ის ჩემთვის ძმასავით იყო, მიჭირს ამის თქმა მაგრამ ამას ვერასდროს ვერ ვიფიქრბდი, რომ ასე ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს, არ ვიცით ძმაკაცებმა რა ვქნათ მიხოს გარეშე, ისეთი ჭრილობა დაგვიტოვა მიხომ რომ ასი წელი რომ გავიდეს ვერ შეხორცდება ჩვენს გულებში, მიხო ძალიან მენატრება და არა მარტო მე არამედ მთელ მარტვილს. სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად რომ მიხო გარდაცვლილია და ჩვენთან აღარ არის, ნუთუ ასეთი ბედი ერგო, ნუთუ ასეთი უსამართლოა ეს ცხოვრება, მიხოს გარდაცვალებამ დიდი ტრაგედია დაატრიალა, ვუსამძიმრებ მაშველის ოჯახს, იმისთვის რომ თავი გასწირა ჩვენიი მეგობრის გადასარჩენად და თავისი თავი საფრთხეში ჩაიგდო. მართლაც რო უსამაღთლოა ეს ცხოვრება, 7 ივლისს საქართველომ ორი გმირები დაკარგა, ძალიან ვწუხვარ მაშველის სიკვდილის გამო.


მიხო ძალიან გვენატრები ყველას, ასე არ უნდა ყოფილიყო ასე ტრაგიკულად არ უნდა დაგესრულებინა სიცოცხლე, ასეთი ბედი შენ არ უნდა რგგებოდა, ბედი რომელსაც მტერსაც კი არ ვუსურვებდი მიუხედავად იმისა თუ როგორ მოიქცეოდა ის. მიხო მშვიდად განისვენე, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ძლიერმა უფალმა იესო ქრისტემ, გაანათლოს შენი ულამაზესი, და სპეტაკი სული, გვენატრები ძმაო შენს მიერ მოყენებულ ტკივილს ვერ ვინელებთ. :( :( :(
სა
19 ივლისი 2016 00:21
მე როგორც ვიცი მაშველს გულის პრობლემა ქონია
Sal
19 ივლისი 2016 00:18
ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ორივე ოჯახის ტრაგედიას

რედაქტორის რჩევით