შეტაკებისას ბათირაშვილის გარემოცვის კიდევ 5 წევრი დაიღუპა - რა ვითარებაში დაიღუპა "წითური გენერალი"?!
შეტაკებისას ბათირაშვილის გარემოცვის კიდევ 5 წევრი დაიღუპა - რა ვითარებაში დაიღუპა "წითური გენერალი"?!
"ბათირაშვილი წარმატებული და კეთილსინდისიერი ჯარისკაცი იყო, საქართველოსთვის გულანთებული, სხვათა შორის, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. მერე რაღაც შეუთითხნეს...”
თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი ლევან ამირიძე

2016 წლის 10 ივლისს უკვე მერამდენედ გავრცელდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ. რადგან ბოლო წლების განმავლობაში ამგვარი ინფორმაციები ძირითადად არ დასტურდებოდა, ბუნებრივია, საზოგადოება ამას სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ირკვევა, რომ თავად ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს მისი გარდაცვალება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "თარხან ბათირაშვილის ახლობლებს "ისლამური სახელმწიფოდან" უკვე
დაუკავშირდნენ, მისი გარდაცვალების ამბავი დაუდასტურეს და სამძიმრის მიღება ურჩიეს. ასევე არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ მოსულთან შეტაკებისას ბათირაშვილის გარემოცვის კიდევ 5 წევრი დაიღუპა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხუთივე საქართველოს მოქალაქეა, მათგან ერთ-ერთის ვინაობა სოფელ დუისში უკვე იციან.

"ტვიტერში" ჟურნალისტმა მოჰანად ჰეიჯ ალიმ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედ
ტერორისტულ დაჯგუფებებზე წერს, გააზიარა თთქოსდა "ისლამური სახელმწიფოს" ტვიტერის გვერდის პოსტი, სადაც ლაპარაკია, რომ ნიცაში 14 ივლისს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის დაღუპვას უკავშირდებოდა და შურისძიება იყო. თუმცა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს:

"ჩემი აზრით, ნიცაში მომხდარი თავდასხმა ცხელ გულზე გაკეთებულს ნამდვილად არ ჰგავს. მგონია, რომ მასზე კარგა ხნით ადრე დაიწყეს მუშაობა. მით უფრო, რომ საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ელოდნენ ტერორისტულ აქტებს და გარკვეული კონტრზომებიც ჰქონდათ მიღებული".

თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამა, რომელიც ქრისტიანია, დღესაც პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ცხოვრობს. ძმაც სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებშია.  თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა... მოგვიანებით გადაწყვიტა სამხედრო საქმის შესწავლა და ამისთვის ქართულ არმიაშიც მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული აგვისტოს ომშიც... როგორც სამხედრო წრეებში აცხადებენ, შეიძლება წარმატებული კარიერა ჰქონოდა, რომ ერთ დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან არ დაეთხოვათ. მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს შეუერთდა და დოკუ უმაროვის მოწოდებით აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს, თარხან ბათირაშვილის კი არა, უკვე აბუ ომარ ალ ჩეჩენის სახელით (არაბულად შიშანი).

იხილეთ სრულად




დათო
29 ივლისი 2016 15:50
სამწუხარო რეალობაა((( ესეთ ხალხს ვკარგავთ და ქვეყნის შიგნით რამდენ ნაგავს ვინახავთ. არავის არაფრის მტკიცებას არ დავუწყებ მაგრამ იცოდეთ ჩვენ საქართველოსთვის დასანანი პიროვნება დავკარგეთ და ისე მოკვდა როგორც არ უნდა მომკვდარიყო სხვის გამხმარ მიწაზე სადაც ქართველის სისხლით არ უნდა ირწყვებოდეს, მოკლედ შორს ქართველები სხვისი ომებიდან ! გამონაკლისი ჩემთვის უკრაინაა მაგრამ არც მანდ არ უდნა იღვრებოდეს ქართული სისხლი! არ გვყავს ქართველებს დასაკარგი ხალხი და თან უბრალო მეომარი არ წავიდოდა ეგეთ ადგილებში,ვაჟკაცი უნდა იყო ქვეყნის გარეთ რომ საომრად წახვიდე ასე რომ ასეთი ხალხი არ უნდა გვეკარგებოდეს და მარტოები არ უნდა ვრჩებოდეთ გარშემო ამდენი მტრის წინაშე... დასაგმობია ტერორიზმი და ყველანაირი კავშირი ტერორიზმთან მაგრამ თარხანის სიკვდილით ბევრ ქართველს დაგვწყვიტა გული , გაანათლოს ღმერთმა მისი სული (თურმე დაბადებიდან მართლმადიდებლურად ყოფილა მონათლული) , მოკლედ ნათელში ყოფილიყოს წითელი მგელი ...
martali
17 ივლისი 2016 08:37
მართალია .. ჩვენ ეს კაცი საქართველოს არმიიდან გავუშით,იქ კი 4000 კაცი ჩააბარეს
martali
17 ივლისი 2016 08:35
ეს კაცი მართლა სიმპათიებს იწვევს მგონი ყველა ქართველში, მითუმეტეს მამა ქრისტიანი ყოფილა ასეთი კაცები ქვეყნის მტრები არ იქნებიან. მთავრობას უნდა ეყოს ჭკუა და ისეთი ლავირება იქონიოს რომ არ დავზარალდეთ ჩვენ პატარა ერი და პატარა ქვეყანა ვართ,
სხვისი ჭკუით არ უნდა ვერთვებოდეთ შეიარაღებულ კომფლიქტებში, თუნდაც სამშვიდობო მისიით, ძალით ვეტენებით არც ავღანეთი, არც ისლამური სახლმწიფო, არც აფრიკა ჩვენი ომი არ არის, იქ ღმერთმა უწყის ვისი ინტერესები დევს, მათ ჩვენ წინააღმდეგ არაფერი აქვთ, რატომ ვიჩენთ მტრებს ვერ გამიგია, მითუმეტეს ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე ვცხოვრობთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?