"ამ ნაძირალამ ისე მოაწყო, თითქოს ცოლს შეუსწრო და ეჭვიანობის გამო ჩაიდინა მკვლელობა"
18-07-2016
"ამ ნაძირალამ ისე მოაწყო, თითქოს ცოლს შეუსწრო და ეჭვიანობის გამო ჩაიდინა მკვლელობა"
სამართალდამცველთა ცნობით, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ხაიშის მკვიდრმა 42 წლის ზური სუბელიანმა­ თანასოფლელი კახა პაკელ­იანი ჯერ ოჯახში­ დაპატიჟა, შემდეგ კი მოკლა - 50 წლის მამაკაცს ჯოხით და ჯაჭვით სცემა და ყურ­ები დაათალა. მერე კი მეუღლესაც ასე გაუსწორდა. დარეჯან კუპრავა კლინიკაში მკურნალობს...

გულიკო პაკელიანი, გარდაცვლილის მამიდა:
- გავრცელდა ინფორმაცია, თით­ქოს­­ ზურიმ კახა ეჭვიანობის საფუძველზე მოკლა, რაც აბსურდია. ჩემი ძმისშვილის მექალთანეობაზე არავის არაფ­ერი სმენია. კახა 20 წელია, ხაიშში ცხოვრობს და მასზე აუგის
მთქმელი კაცი არ გვინახავს. პათოლოგმა სუბელიანმა სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს უდანაშაულო კაცი, რომელსაც 5 შვილი დარჩა ობლად.
იმ საბედისწერო დღეს, დღის 12 საათზე,­ კახა თავის ნაბოლარა შვილთან ერთად სათიბიდან ბრუნდებოდა. გზად ნასვამი ზური შეხვედრია და შეუთავაზებია, ჩემთან წავიდეთ, დავლიოთო. კახას ბავშვი­ შინ გაუშვია,­ არაყი უყიდიათ და
ზურისთან­ წასულან. როგორც დარეჯანი ჰყვება, მათ­თან ერთად­ ყოფილა ოლეგი, მათივე­ თანასოფლელი. ცოტა ხნის შემდეგ ზურიმ ოლეგი გააცილა და შემობ­რუნდა თუ არა, მთვრალს რაღაც მოელანდა და ცოლისთვის უკითხავს კახაზე, აქ რა უნდაო. დარეჯანს უპასუხია, შენ არ მოიყვ­ანეო? ზურის ცემა დაუწყია. კახა მათ გასაშველე­ბლად შუაში­ ჩამდგარა. ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული - ჯოხით და ჯაჭვითაა ნაცემი. ზურგი და მკლავები დასისხლიანებული და დასერილი, ნეკნები კი ჩალეწილი აქვს. იმ სადისტს კახასთვის ყურებიც დაუთლია.­ ცოლიც სასტიკად უცემია - ქალს ცხვირი აქვს ჩამტვრეული და მისთვისაც დაუთლია ყურები. ამის შემდეგ ეტყობა, გონს მოვიდა, გააცნობიერა, რაც ჩაიდინა და მათთვის ტანსაცმელი გაუხდია. ცოლი ამბობს, ვგრძნობდი, ტანსაცმელს რომ მხდიდა, მაგრამ განძრევა და ხმის ამოღება არ შემეძლო, სუნთქვა შევიკარი, მკვდარი რომ ვგონებოდიო. ამ ნაძირალამ ისე მოაწყო, თითქოს მათ შეუსწრო და ეჭვიანობის საფუძველზე ჩაიდინა მკვლელობა. კარგად იცოდა, რომ დაიჭერდნენ და სასჯელის შემსუბუქების მიზნით მოიქცა ასე. მერე ბოლნისში ძმისთვის დაურეკავს, რომელიც ცოლთან­ ერთად­ ჩამოსულა. რძალს ეს სურათი რომ დაუნახავს, ცუდად გამხდარა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ეს ხდება ღამის 11 საათზე, ანუ ნაწამები კახა და დარეჯანი­ მთელი 5-6 საათი­ ასე ეყარნენ­... როცა სასწრაფო რძლის დასახმარებლად მოსულა, ექიმებს არც გაუგიათ, მეორე ოთახში რა ხდებოდა. ფაქტი დამალეს. ძმამ ზური სახლიდან გააპარა, მისმა ცოლმა გამგებელს დაურეკა, სწორედ გამგებელმა მოიყვანა კახას დის ქმარი, რომელიც ამბობს, როცა მივედი, კახა კუთხეში იყო ჩაცუცქული, კედელთან მიკუნტული, ხელი რომ მოვკიდე, ამოიხროტინა და თავი გვერდზე გადააგდო, თან ისე იყო დასახიჩრებული, ვერ ვიცანიო. სუბელიანი თვითონ ჩაჰბარდა პოლიციას, სავარაუდოდ, რძალმა და ძმამ დაარწმუნეს.

ზური სუბელიანი ორჯერ ყოფილა ნასამართლევი. როგორც ამბობენ, დარეჯანი­ (სუბელიანის მეორე ცოლია) მისი ადვოკატი,­ გათავისუფლების შემდეგ შეურთავს. ისიც გავიგეთ, სუბელიანს ცუდი სახელი ჰქონია და სვანეთიდან იძულებით გადმოუ­სახლებიათ. ცოლმა უკვე მისცა ჩვენება და ის კონფიდენციალურია, თუმცა­ მასთან მისულ მეზობლებთან უთქვამს, ნეტავ მე მოვეკალი და ის უდანაშაულო კაცი არ მომკვდარიყოო. მეზობლები ჰყვებიან, რომ ზურის პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. ცოლს ხშირად სცემდა და მათი ოჯახიდან მუდმივად წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ქალს, თურმე, ეზოს გარეთ არ უშვებდა. მეზობლები ჰყოლია გაფრთხილებული, არც ერთმა არ გაბედოთ ჩემს ოჯახში ფეხის შემოდგმა­ და ჩვენს საქმეში ჩარევაო, ამიტომაც ყველა ერიდებოდა. დარეჯანზე ყველა ამბობს, რომ პატიოსანი ქალია.

ნანა ფიცხელაური
გიზო
16 მარტი 2017 12:44
აქ მთავრობა რაღა შუაშია? არც ცოლი იღებდა ხმას და არც მეზობელი და მთავრობას ხო არ დაესიზმრებოდა
მარი
16 მარტი 2017 10:34
ასეთ მკვლელობაზე რატომ 12 წელი? მოსამართლემ რატომ უვადო არ მიუსაჯა? თუ პროკურორმა არ მოითხოვა?
ცოდვილი
16 მარტი 2017 09:41
უფალმა შეგვინდოს და მოგვიტევოს ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი . . . . . . . . .
ილოცეთ ქართველებო!
ახლო არს ჟამი განკითხვისა! ! !

რედაქტორის რჩევით