"აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"
25-07-2016
"აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"
"ეტყობა, მოკვლა არ უნდოდა და თავდამსხმელს ორი ტყვია ფეხებში ესროლა. მერე კი დაჭრილთან ჩაიმუხლა, შველას ითხოვდა, თან იმ მეორე დაჭრილს, რომელიც უკვე ძირს ეგდო, უყვიროდა, ეს რა ჩაიდინეო"

18 ივლისს თბილისში, აღსრ­ულების­ ეროვნული ბიუროს ეზოში სრო­ლა ისმოდა.­ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, 44 წლის არჩილ მამაგეიშვილს, ძალოვანმა 50 წლის ავთანდილ ანთაძემ 7 ტყვია დაახალა.­ საპასუხოდ ანთაძეს მამაგეიშვილის მეგობ­არმა, ყოფილმა ძალოვანმა, 39 წლის მიხეილ ვანიშვილმა რამდენჯერმე ესროლა და ანთ­აძეც მძიმედ დაიჭრა.

არჩილ
მამაგეიშვილი­ საავა­დმყოფოში გარდაიცვალა.­ ანთაძის პალატასთან კი პოლიცია დგას და გამოჯანმრთელების შემდეგ განზრახ მკვლელობისთვის პასუხისგება მოუწევს.

ანთაძე 2004 წელს შს მინისტრ გიორგი ბარამიძის მოადგილე იყო, 2015 წლამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. როგორც ამბობენ, ამჟამადაც სუს-ში მუშაობს. გიორგი ბარამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც შს მინისტრის პოსტი დატოვა,
ანთაძესთან ურთ­იერთობა არ ჰქონია. "მომხდარის შესახებ მედიისგან გავიგე. წარმოდგენა არა მაქვს, ანთაძე ამჟამად რას საქმიანობს, ან რატომ უნდა ვიცოდე, 12 წლის წინ იყო ჩემი მოადგილე და მას მერე არც კი მინახავს".

თვითმხილველების თქმით, ანთაძეს მამაგეიშვილის თანმხლები­ პირის, მიხეილ ვანიშვილის მოკ­ვლაც უნდოდა, მაგრამ ისიც შეიარაღებული აღმოჩნდა და ანთაძე დაჭრა. სამართალდამცავებმა მიხეილ ვანიშვილსაც წაუყენეს ბრალი, იგი განზრახ მკვლელ­ობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ვანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, ვანიშვილს განზრახ მკვლელობა რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული,­ ანთაძეს მოკლავდაო.

"ეს ინციდენტი სათვალთვალო კამერების წინ მოხდა. როგორც კი დაინახა ვანიშვილმა, რომ მისი მეგობარი დაეცა და თავად მის მოკვლასაც აპირებდა ანთაძე, ამის შემდეგ ესროლა... არც გაქცეულა, როცა პატრულის თანამშრომელი მოვიდა, მას ჩააბარა იარაღი და უთხრა, მეგობარს მიკლავდა, მეც მკლავდა და ვესროლეო".

ამის მიუხედავად, მოსამართლემ ვანიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა დანელია, თვითმხილველი: - აღსრულების ბიუროში სამივენი შუადღისას შემოვიდნენ. ხმამაღლა საუბრობდნენ,­ სავარაუდოდ, მამაგეიშვილი თანხის დროულად დაბრუნებას ითხოვდა, ანთაძე კი ეუბნებოდა,­ რომ ასეთი რამ არ უნდა ეკადრა­ და სააღსრულებო ბიუროში არ უნდა დაებარებინა. შორიდან ისე ჩანდა, რომ ორნი დაობდნენ, მესამე კი აწყნარებდა.­ შემდეგ ეზოში გავიდნენ, ორი მათგანი ერთი მანქ­ანისკენ წავიდა, მესამე კი - სხვა მიმართ­ულებით. შემდეგ კი მოულოდნელად უკან მობრუნდა,­ ერთ-ერთს ზურგიდან მიუახლოვდა და ესროლა...

ვფიქრობ, მეორესაც მოკლავდა, მას თავი რომ არ დაეცვა - იარაღი­ ჰქონდა და თავდამსხმელს ორი ტყვია ფეხებში ესროლა. ეტყობა, მოკვლა არ უნდოდა, მერე კი დაჭრილთან ჩაიმუხლა და აყვირდა, შველას ითხოვდა, თან იმ მეორე დაჭრილს, რომელიც უკვე ძირს ეგდო, უყვიროდა, ეს რა ჩაიდინეო.
მამაგეიშვილის ახლობელი კი ამბობს, რომ ისინი შენობაში­ არ შესულან და ეს კამერებსაც აქვთ აღბეჭდილი.

"დანაშაული ეზოში მოხდა. ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, 140.000 დოლ­არი და­ თანხის სანაცვლოდ ანთაძის ბინა იყო ჩადებული. დავა 4 წელზე მეტია მიმდ­ინარეობს, ანთაძე ფულს არ აბრუნებდა და საქმე სასამართლომდე მივიდა. მამაგეიშვილმა საქმე მოიგო და აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმ დღეს იქ აუქციონი უნდა გამართული­ყო და ანთაძის ბინა უნდა გაყიდულიყო.­ ამიტომ ანთაძემ სთხოვა არჩილს, ბინა რომ არ დავკარგო, თანხის ნაწილს, 40.000 დოლარს მოგცემ და შეაჩერე აუქციონიო. აჩიკო დათანხმდა. აჩიკომ იმ დღეს სრულ­იად შემთხვევით წაიყვანა მასთან ერთად ვანიშვილი,­ რომელიც მანქ­ანაში იჯდა და არც კი გადაჰყოლია მანქანიდან. აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ამოიღო ორი სხვადასხვა იარაღი და ესროლა. წარმოიდგინეთ ამ დროს ვანიშვილის მდგომარეობა - ხედავს,­ რომ მის მეგობარს კლავენ. სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან და ანთაძემ, ალბათ, იცნო, ისიც ხომ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა და მასაც ესროლა, მაგრამ სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, მანქანის მეორე მხარეს იყო და მოახერხა მის ქვევით ჩამალვა. ვანიშვილი პოლკოვნიკია, ტაბელური იარაღი­ მასაც ჰქონდა და თავისი სიცოცხლე რომ დაეცვა, ანთაძეს ესროლა. რატომ­ არ აღიძრა საქმე აუცილებელი მოგერიების­ მუხლით? ის თავს იცავდა და ეს კამერებზეც აღბეჭდილია. ორ კაცს კლავდა ანთაძე­ და ბრალი ვანიშვილს წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვის?

აჩიკოს ნახევარ მხარეს ნეკნები არ ჰქონდა, იმდენჯერ იყო ნაბრძოლი და დაჭრილი.­ უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. საქარ­თველოში ომი არ ყოფილა, მონაწილეობა­ არ მიეღო. კაცი ტყვიამფრქვევით იყო დაჭრილი, მაშინ გადაურჩა სიკვდილს და ამ გარეწარმა კი მუხანათურად მოკლა.
მიხეილ ვანიშვილი არ გაქცეულა, პირი­ქით, დაეხმარა პოლიციელებს. უხსნიდა იარაღი როგორ აერთვათ ძირს დაგდებული ანთაძისთვის, რომ წაქცეულს კიდევ არ გაესროლა. ანთაძეს ფეხსა და მხარში მოხვდა ტყვია, ერთიც მუცელში.

თეა ხურცილავა
G
01 აგვისტო 2016 16:42
აიიიიი ყანააააა რააააა!
ეს მუხლი რაც ვანიშვილს წაუყენეს, ვინმეს თუ არ აწყობს,სასაცილოა და კოდექსის დაცინვაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
როდის შეუძლია კაცს იარაღის ხმარება გაგვანათლეთ!
ვანიშვილს მოკვლა რომ სდომოდა რა მოხდა გაითავდა ტყვიები თუ რა მოხდა??? ძმაკაცი საცერივით დაუცხრილა და თურმე აღარც უნდა დაეჭრა? საერთოდ გაიწყვიტეთ ძარღვი?
რა უბედურება გჭირთ ამისთანა, რომ ყველაფერზე ხელს აწერთ?
კარგით რააააააა,,,,კარგით!!!
ტემო
01 აგვისტო 2016 16:33
თავისუფლება ვანიშვილს. მკვლელები გარეთ გამოუშვეს და კაცმა თავი დაიცვა, ამისთვის იჭერენ...
...
29 ივლისი 2016 19:18
ვერ გავიგე ვანიშვილი მანდამაინც უნდა მოკდარიყო მართალი, რომ იყოოოს? მისი მოქმედება თუ არ არის სამართიანი აბა რა მოქმდებაა სამართლიანი? არ აქვს ადამაინს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვის უფლებაა? აბა იარაღი ლურსმნების დასაჭედებლად მისცა სახელმწიფომ?.. პროურატურას მარტო კაცის დაჭერა ჰგონია თავის საქმე როგორც ჩანს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები