მაგდა პაპიძემ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაასაჩივრა - კვირის პალიტრა

მაგდა პაპიძემ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაასაჩივრა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 4 ივლისს გამოიტანეს. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე კი, რომელმაც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე გაიმართა თბილისის საქალაქო მოსამართლემ მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული განაჩენი პაპიძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მსჯავრდებულის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი, სასჯელის ვადის ნაწილში საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 აგვისტოს შეიტანეს.

ადვოკატები მსჯავრდებულისთვის შეფარდებული უვადო პატიმრობის შეცვლასა და მისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ოდენობის შეფარდებას ითხოვენ.