"არ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყოს მკვლელობა"
19-09-2016
"არ გამოვრიცხავთ, რომ ეს იყოს მკვლელობა"
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარის მკვიდრის, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა რამდენიმე კვირის წინ შეუფარდა, როცა მიმალული იყო. 13 სექტემბერს კი სამართალდამცავებს საკუ­თარი ნებით ჩაჰბარდა. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას
5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე ეჭვობს, რომ შესაძლოა, სტურუა მოკლეს: -
ექსპერტიზით დადგენილია გარდაცვალ­ების დრო - 8 აგვისტოს შუადღის საათები, რაც ემთხვევა მოწმის ჩვენებას, რომ­ელმაც მისი ცხედარი აღმოაჩინა (დემურ სტურუამ 7 აგვისტოს წერილი დატოვა, რომელშიც სამტრედიის პოლიციის ყოფილი­ თანამშრომლის, გოდერძი
თევზაძის ზეწოლაზე საუბრობდა. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მან 7 აგვისტოსვე ჩამოიხრჩო თავი). ჩემმა დასაცავმა სტურუა­ ბოლოს 7 აგვისტოს 6 საათზე ნახა პოლიც­იის­ შენობასთან. იმავე­ საღამოს თევზაძემ სტურუას შინ მიაკითხა, მაგრამ არავინ დახვდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ სტურუამ გარდაცვლილი მეგობრის სასახლიდან ტელეფონი ამოიღო და ლომბარდში ჩააბარა.­ ამის გამო მას ეძებდნენ.

სტურუამ დაურეკა თევზაძეს და ამ თემაზე სალაპარაკოდ შეხვედრა სთხოვა. იმ დღეს თევზაძე მორიგე იყო და დემური პოლიციასთან დაიბარა, სადაც 10 წუთი ისაუბრეს. თევზაძეს სტურუა არც პოლიციის შენობაში შეუყვანია და არც იანეთში­ წაუყვანია. ეს მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერით დასტურდება.

სამხარაულის ბიუროს ექსპერტი წერს, რომ სიკვდილის დროს გვამზე იყო ორი უმნიშვნელო დაზიანება. ეს არის წამების კვალი?­ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეი­შვილი ამბობს, რომ გარდაცვლილის­ სხეულზე­ არის სიკვდილამდე რამდენიმე­ საათით ადრე მიყენებული უმნიშვნელო დაზიანებები. როგორ მიაყენებდა ამ დაზიანებებს­ თევზაძე, როცა ისინი სტურუას სიკვდილამდე 22 საათის განმავლობაში ერთმანეთს არ შეხვედრიან? სტურუას გარდაცვალების დღეა 8 აგვისტო, წერილში კი 7 აგვისტო აქვს მითითებული. ქალბატონი მაია დაეყრდნო სამხარაულის ექსპერტიზას. ვის ხვდე­ბოდა ამ ხნის განმავლობაში სტურუა?! არ გამოვრიცხავთ, ეს იყოს მკვლელობა.

- წერილის ავთენტურობაც გეეჭვებათ?

- შეიძლება მისი დაწერილია, მაგრამ ვიღაც თავზე დაადგა და დააწერინა. თუ სახლშია დაწერილი, სად არის რვეული, საიდანაც ამოხია ფურცელი? ან კალამი სად გაქრა? თუმცა, არც თვითმკვლელობას­ გამოვრიცხავ. სტურუა გაზრდილია ბავშვთა­ სახლში. დედამისს ორი ქმარი ჰყავდა. ბოლო წლებში მათთან ხშირად მიდიოდა დედამისის მეგობარი დავით ნაცვლიშვილი. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. ყველა ადასტურებს, რომ დემური იყო გულჩათხრობილი და დათრგუნვილი. ასეთი ტიპის ადამიანები სუიციდით შურს იძიებენ მათზე, ვის გამოც პრობლემები ექმნებათ. თუ ეს თვითმკვლელობაა, ვფიქრობ, სტურუამ ამით დედა დასაჯა.

- რატომ არ დაიჭირა თევზაძემ სტურუა, თუკი ის ტელეფონის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი და დანაშაული უმტკიცდებოდა?

- ფაქტზე ახლახან დაიწყო გამოძიება.­ საქმეში მთავარი ნივთმტკიცებაა ტელეფონი,­ რომელიც გამოტანილია ლომბარდიდან. სტურუას ძმის ჩვენებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დემური ნაცემი მივიდა შინ. ძმისთვის უთქვამს, რომ ვიღაცას მსხლის კრეფაში ეხმარებოდა და 100 ლარის ქურდობას აბრალებდნენ. სტურუა­ მიდრეკილი იყო აზარტული თამაშებისკენ. ძმის ჩვენებით, ის ხშირად აბარებდა თავანს.

- თევზაძე თუ უდანაშაულო იყო, რატომ არ ჩაჰბარდა სამართალდამცველებს?

- იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის­ პირებმა თავიდანვე მწვავე განცხადებები­ გააკეთეს. მე პირველად ვიცავ პოლიციელს. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, არც დავიცავდი.

- თუმცა გამოჩნდნენ მოწმეებიც, რომლებიც მისი მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე ლაპარაკობენ. მათ შორის არის ოლეგ თავაძე.

- ოთხჯერ ნასამართლევ თავაძეს მოუწევს ან დაამტკიცოს ის, რასაც ამბობს, ან პასუხი აგოს. ერთი პირი დავკითხე, რომელიც მიუთითებს, რომ თავაძე აიძულებდა, ყველაფერი თევზაძისთვის დაებრალებინა.

ნონა ჯოჯუა, დემურ სტურუას დედა:


- თევზაძის ადვოკატი აცხადებს, თითქოს ვიღაცამ მოკლა ჩემი შვილი. მაშინ თქვან, ვინ ჩაიდინა ეს. რატომ ახსენებს ჩემი შვილი წერილში თევზაძეს? წერილი მისი დაწერილია. დავხედე თუ არა, ვიცანი. ექსპერტს გვამი ხელმეორედ დავათვალიერებინეთ და აღმოჩნდა, რომ ენასა და ფეხზე ჰქონდა დაზიანებები.

სათვალთვალო კამერას დაფიქსირებული აქვს, 7 აგვი­სტოს როგორ ჩაისვა თევზაძემ მანქანაში ჩემი შვილი და იანეთისკენ წაიყვანა.
რაც შეეხება ტელეფონს, დემური ღამეებს უთევდა მიცვალებულს. ტელეფონი მართლაც დაიკარგა, მაგრამ გარდაცვ­ლ­ილის დედას დემურისთვის ხელი არ დაუდვია.­ ლომბარდში ჩაბარებული ტელეფ­ონები ჩვენია, ორი ჩემი, ერთი ჩემი ძმის. თუ რამეს­ იპარავდა, რატომ არ დააკავა თევზაძემ?

დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც. 7 აგვისტოს, ღამით ჩამოიხრჩო თავი. თევზაძე იმავე ღამის­ 2 საათზე მოვიდა. რა უნდოდა, რას ეძებდა სახლში?

თევზაძეს კალაძის მამა მფარველობს,­ ნათელმირონები ყოფილან. ეს კაცი აქამდე სოფელ ნიგორზღვაში ახლობლის ოჯახს აფარებდა თავს. მოვითხოვთ თევზაძის მკაცრად დასჯას.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით