"ჯაკოს უთქვამს, უი, მესროლაო... მამუკა გაოგნებულია" - ვინ და რატომ ესროლა მამუკა ჩარკვიანის ვაჟს?!
15-10-2016
"ჯაკოს უთქვამს, უი, მესროლაო... მამუკა გაოგნებულია" - ვინ და რატომ ესროლა მამუკა ჩარკვიანის ვაჟს?!
"შესაძლოა, ჯანუკი არც ტყუის, როცა ამბობს, შოკში ვიყავი და არაფერი მახსოვსო... მხოლოდ პოლიცია ამბობს, ყველაფერი ვიცითო"

პირველ ოქტომბერს, საღამოს 7-ის ნახევარზე,­ დოლიძის ქუჩაზე, საკუთარი­ სახლის სადარბაზოსთან, კომპოზიტორ მამუ­კა ჩარკვიანის 19 წლის ვაჟს - ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს ცეცხლსასროლი­ იარა­ღიდან სამი ტყვია ესროლეს. საბედნიეროდ, არც ერთი ჭრილობა სიცო­ცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. დაზარა­ლებულის ოჯახი აცხადებს, რომ სამართალდამცველებისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა შს სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარზე უარი გვითხრეს.

თაკო ჩარკვიანი, ჯაკოს მამიდა:
- ჯანუკის სადარბაზოდან ათიოდე­ მეტრში­ ესროლეს. მანამდე, ერთი საათით­ ადრე ვნახე, საქმეზე მიდიოდა. ღმერთმა­ დაგვიფა­რა, რომ გადავრჩით - ორი ტყვია ფეხში, ერთი კი იღლიაში აქვს ნასროლი.
დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ. პოლიცია გვეუბნება, ყველაფერი ვიცით და გამოძიებას­ დაელოდეთო. თავდაპირველად სამი ბიჭი დააკავეს,­ რომლებიც არაფერ შუაში იყვნენ და გამოუშვეს. სადაც ეს ამბავი მოხდა, იქვე სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე­ ცხოვრობს, იქ კამერაც არის დამონტაჟებული. ასე რომ, საქმის გახსნა რთული არ უნდა იყოს. პირველად რომ დავ­ი­ნახე დაჭრილი, შოკი მივიღე, ახლაც არ ვარ ჭკუაზე...

- ჯაკო რას ამბობს?

- პირში­ წყალი აქვს ჩაგუბებული, ამბ­ობს, არაფერი მახსოვსო. ვერ გეტყვით, ჰყავდა თუ არა მტრები. მამუკა გაოგნებულია. აშკარაა, რომ ჯაკოსთვისაც მოულოდნელი იყო თავდასხმა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვნახო, ამოვიცნობო.

- ალბათ რაიმე უსიამოვნება უძღოდა ამ ინციდენტს...

- არაფერი განსაკუთრებული - არც ჩხუბი მომხდარა, არც მოტივია ჩვენთვის ცნობილი, მისი მეგობრებიც არაფერს ამბ­ობენ. მეშინია, რამე ვთქვა და ვინმე უდან­აშაულოს რამე დავაბრალო. ძიებას ველ­ო­დებით. ჯანუკი სტუდენტია და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ორმეტრიანი ვაჟკაცია, სპორტსმენი­ (ყოფილი ფეხბურთელი), შესანი­შნავი ქართველი იზრდება. რისი თქმაც დაჭრილს მოუსწრია, ის არის, რომ გაოგნ­ებულს უთქვამს - უი, მესროლაო... ხომ იცით ბიჭების ამბავი, ყველაფერს მალავენ­. შესაძლოა, ჯანუკი არც ტყუის, როცა ამბობს, შოკში ვიყავი და არაფერი მახსოვსო - ბავშვმა ბევრი სისხლი დაკარგა და ანემია განუვითარდა. მხოლოდ პოლიცია ამბობს, ყველაფერი ვიცითო...

ნანა ფიცხელაური
fraternity
20 ოქტომბერი 2016 10:01
არ გავს ეს ტიპი მთლად წმინდა წყლის სპორტსმენს და შესანიშნავ ქართველს. რა ვიცი რა ვიცი
1234
16 ოქტომბერი 2016 17:19
ase ubralod aravin aravis aresvris :))
nano bebo
15 ოქტომბერი 2016 13:47
ღმერთო დაიფარე ჩარკვიანები.ძალიან მიყვარხართ,გენაცვალეთ ყველას.

რედაქტორის რჩევით