"ის საკუთარი პარტიის ლიდერის სამიზნე ისე გახდა, რომ ამის შესახებ არც გააფრთხილეს" - ვინ არიან თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილები?! - კვირის პალიტრა

"ის საკუთარი პარტიის ლიდერის სამიზნე ისე გახდა, რომ ამის შესახებ არც გააფრთხილეს" - ვინ არიან თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილები?!

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია", - შს მინისტრის მოადგილემ ეს ჯერ კიდევ მაშინ დააანონსა, როდესაც გლდანსა და კრწანისში ეჭვმიტანილების სახლები იჩხრიკებოდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უწყება საქმეში სამი პირის მონაწილეობას განიხილავს: მიხეილ ჩარგეიშვილის, ბორის ჩაგუნავასა და დარჩო ხეჩუაშვილის. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა სამივე მათგანის წარსული საქმიანობის შესახებ.

მიხეილ ჩარგეიშვილი 2005-2010 წლებში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ფარული მეთვალყურეობისა და დადგენის მთავარი სამმართველოს უფროს ინსპექტორად (მზვერავი) მუშაობდა, 2010-2012 წლებში - შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსი, 2012-2013 წლებში კი შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი ინსპექტორი იყო.

ბორის ჩაგუნავა 1997-1998 წლებში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმ "დელტას", 1999 წელს კი შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს მებრძოლი გახლდათ. 2000 წელს ის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში ოფიცრად გადაიყვანეს, 2000-2002 წლებში ანტიტერორისტული ცენტრის ოფიცრად მუშაობდა, 2004 წელს კი სწრაფი რეაგირების შენაერთის ოფიცრად დააწინაურეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფიქსირდება უკრაინასთან დარჩო ხეჩუაშვილის სავარაუდო კავშირი. ის 2008 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალურ ოპერატიულ მთავარ სამმართველოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე კი უკრაინაში იმყოფებოდა. გამოძიება უკრაინაში მისი ვიზიტის მიზეზებს არკვევს.

(იხილეთ ასევე: "სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კარგა ხანს არ ჩანდა" - რას ჰყვება თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის მეზობელი?!)

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა: - ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი სწორედ უკრაინაში, სააკაშვილმა დაგეგმა.

...

როდესაც შს სამინისტროს მიერ ამოღებულ ვიდეოფირს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თარგამაძემ ბომბის შესახებ არაფერი იცოდა. არ გამოვრიცხავ, ის საკუთარი პარტიის ლიდერის სამიზნე ისე გახდა, რომ ამის შესახებ არც გააფრთხილეს. მეტიც, ჩემი ინფორმაციით, "ნაცმოძრაობა" დანებებას არც არჩევნების შემდეგ აპირებს. მათი შემდეგი სამიზნე კი, სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან. თანაც, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია და მისი ლიკვიდაციის მცდელობა საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევს.

წაიკითხეთ საქმის არაერთი ექსლუზიური დეტალი გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: აფეთქებაში ბრალდებული უკრაინიდან 30 ივნისს ჩამოვიდა?!