"ბრალდებლთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა" - პროკურორი კანიბალიზმის ნიშნებზე ლაპარაკობს
"ბრალდებლთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა" - პროკურორი კანიბალიზმის ნიშნებზე ლაპარაკობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულია, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.

დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა - ბრალდების მხარე ხუთივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მისი თქმით, საქმეში კანიბალიზმის ნიშნები იკვეთება:

"ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კიდურები მოაჭრეს, ასევე ამოაჭრეს ორგანოები. ბრალდებლთაგან ერთმა
აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა. თუ ვინ აღიარა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ჯერ არ დავასახელებ. დანაშაულის მოტივად იკვეთება პირადი ინტერესი, ანუ ის, რომ მოკლულის ქალიშვილს მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა დედასთან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება. დანაშაულს აღიარებს 2 ბრალდებული - ბექა შენგელია და მოკლულის
ქალიშვილი,
კიდევ ერთი თანამონაწილე არასრულწლოვანია და მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს".

რაც შეეხება რიტუალურ მკვლელობას, რაზეც შსს-ს განცხადებაში იყო ლაპარაკი, პროკურორის თქმით, ეს ეჭვი, ახალგაზრდების "ფეისბუკგვერდების" დათვალიერებისა და მათი ცხოვრების წესის შესწავლის შედეგად გაჩნდა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, ორი პირი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობაში, მათგან ერთი ბექა შენგელიას მამიდაშვილი დათა კვარაცხელიაა, რომლის ადვოკატის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, ამიტომაც ისინი მის გათავისუფლებას 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვენ, თუმცა პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ უნდა გაიზიაროს.

"საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ამ ადამიანების ბრალეულობას ამტკიცებს, მათ შორის კანონიერი მიყურადების დროს ამოღებული ჩანაწერები, აღიარებითი ჩვენებები და ა.შ." - განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კანიბალიზმის და რიტუალური მკვლელობის დასჯადი მუხლი არ არსებობს, ამიტომაც ბრალი წაყენებული აქვთ 109-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ ჯგუფურ განზრახ მკველობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო" - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)
...
12 ნოემბერი 2016 03:52
Eseni arian satanistebi.gamodziebam misces shesabamisiklasipikacia.es ubralod ritualuri mkvlelobaze da kanibalizmi ar aris.am "padzimkis"bavshvebs seriozuli mparveli hkavs zeta eshelonebshi albar,radgan rogorc vgelavt , policia arc ki "interesdeba" mati tavsheyris adgilebshi.
mariami
12 ნოემბერი 2016 00:05
Auuff daabralebenn exla kompiiuteruull tamashebbbs televizoorss da ivaniishviill saakashviils yvelaperss... xalxoo gaiigett aranoormalurii damaiinebii yvela dropshii iyvvnenn da iqnebian.. ess adamiianii tuisheiidzleba adamiianii uwoodo suliieradd avadmyopiia da mexute sauukuineshii rommm dabadebuliiyoo maiinnc igiivess chaiidennda saukuiness da teqniikas mniishvvnelooba araaqvvs araaa..
ირინე
08 ნოემბერი 2016 09:53
რა გვეშველება ხალხო???ადამიანი ასეთი არ იბადება..ამ კომპიუტერულმა თამაშე







































































































































ეს რა ხდება ორი დღეა ჭკუაზე ვერ მოვსულვარ...ნუთუ ეს საქართველოში ხდება....კაცი ჭამიაებიც გვყოლია...ადამიანები ასეთი არ იბადებიან ...დასაბამს მე ვფიქრობ ის საშინელი საბავშვო კომპიუტერული თამაშები აძლევს ბავშვებს,როგორიცაა ბაევიკები,თუნდაც ფილმები ვამპირებზე თუ ათას საზიზღობებზე...იუტუბზე თუნდაც ქართული ათასნაირი საზიზღრული სიმღერები რა სიტყვებით, ჩაცმულობა და გამოხედვა მიგანიშნებს მათ არაამქვეყნიურობას...შეიძლება ვცდები კიდეც...მაგრამ გამოსავალი რა არის ამ ყველაფრის???საით მივდივართ...















რუბრიკის სხვა სიახლეები
14-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
14-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა