ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგონა თურქეთში ნახა, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა - სად მიდის გაუჩინარებული ნათია გიორგაძის კვალი?
14-11-2016
ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგონა თურქეთში ნახა, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა - სად მიდის გაუჩინარებული ნათია გიორგაძის კვალი?
"ჩემს შვილს უთხოვია, საქართველოში იქნებ ჩემებს გააგებინოთ, რომ აქედან გამაღწევინონო"

თურქმა ჟურნალისტმა მითხრა, - მივიღეთ ცნობა, რომ დაკარგული ქართველი გოგონა ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ სასტუმროში, მაგრამ შემდეგ მისი კვალი გაქრაო"


2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისელი 19 წლის ნათია გიორგიძე შინიდან მეგობრის შესახვედრად გავიდა. ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვ­რები გოგონა უკანასკნელად სათვალთვალო კამერამ პუშკინის ქუჩის ჩიხთან დააფიქსირა. შებინდებისას იმავე ჩიხიდან გამოდის შავი X5-ს მარკის ავტომობილი, რომლის სანიშნე ნომერი კამერაზე არ ჩანს. დედა ეჭვობს, რომ
გოგონა სწორედ იმ ავტომობილით გაიტაცეს... იმის გამო, რომ ჩიხი მდინარე რიონთან ჩადის, სამართალდამცველებმა­ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრეს. გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ რიონის პირას ნათიას პირადობის მოწმობა იპოვეს.

ორი წლის შემდეგ დედამ შემთხვევით გაიგო, რომ ნათია ცოცხალია, თუმცა სად არის, გაურკვეველი დარჩა...

2012 წლის ივლისში
ბაღდათელი აზა მინდელი კონკრეტულმა პირებმა­ საბე­რ­ძ­ნ­ეთში არალეგალურად გადაიყვანეს.­ გზად თურქეთ-საქართველოს საზღვარ­ზე, ედირნეს ოლქში, სასტუმრო "მერჯანში" გაჩერდნენ. აზამ მეუღლეს დაურეკა და შეშფ­ოთებულმა­ უთხრა, - სასტუმროში­ ცუდი ამბები ხდება. თუ აქედან გამოვაღწიე, ბევრს ცუდად წაუვა საქმე, სასტუმროში ქართველი გოგონა, ნათია გიორგიძე ჰყავთო. ამასობაში ქმარმა ყვირილი გაიგონა და საუბარიც­ შეწყდა, როგორც ჩანს, ქალს ტელეფონი­ წაართვეს. მას შემდეგ კოტე მინდელი მეუღ­ლ­ეს ვეღარ დაუკავშირდა და დახმარება პოლიციას სთხოვა. რამდენიმე დღეში კი შეატყობინეს, რომ ქალმა თავი მოიწამლა...

რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის­ დედა: - მე და ჩემი შვილი ვმეგობრობდით­ და თუ რამე უჭირდა, არაფერს დამიმალავდა.­ იმ ავადსახსენებელ დღეს შინიდან დღის 12 საათზე გავიდა - შორენა იობიძეს უნდა შევხვდეო. ეს გოგონა გაუჩინარებამდე რამ­დენიმე თვით ადრე გაიცნო. ერთ საათში დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ყველგან მოვიკითხეთ და ვერსად რომ ვერ მივ­აგენით, პატრული გამოვიძახეთ. იმავე საღ­ამოს, დაახლოებით 23 საათზე, ნათიას ტელეფონი ჩაირთო და მალევე გაითიშა.
ნათია 31 ოქტომბერს დაიკარგა, 21 ნოე­მბერს ამავე ჩიხში მცხოვრებმა მისი პირადობის მოწმობა იპოვა. უცნაურია, მოწმობა მთელი თვე ეგდო მიწაზე და შელახულიც არ იყო. სამაშველო სამსახურმა გაუჩინარებიდან 48 საათის შემდეგ იქაურობა დაათვალიერა, რამდენჯერმე რიონიც დააშრეს და მაშინ საბუთი ვერავინ ნახა? სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ნათია როგორ შედის ჩიხში. გამოძიებამ იოლად დაიძვრინა თავი - თვითმკვლელობის მუხლით აღძრა საქმე.

- ორი წლის შემდეგ საქმეში ახალი დეტალები ჩნდება - 2012 წელს ნათია თურქეთის­ სასტუმროში ნახეს... როგორ შეიტყვეთ ეს?

- პირადობის მპოვნელმა განაცხადა, რომ საბუთში მითითებ­ული გვარ-სახელის ძებნა სოციალურ­ ქსელში დაუწყია. ბაღდ­ათში მოუძებნია ვიღაც ნათია გიორგიძე და მისთვის უკითხავს, პასპორტი ხომ არ დაგიკარგავსო. არ ვიცი, მანამდე რატომ ვერ მოვიფიქრე ბაღდათში წასვლა და ჩემი შვილის სეხნიის ნახვა, რომ გამერკვია, მართლა მისწერა თუ არა იმ ახალგაზრდამ... მოკლედ, მოგვიანებით სამარშრუტო ტაქსით ბაღდათში გავემგზავრე. ტაქსიში ორი ქალბატონის საუბარს მოვკარი ყური. ჰყვებოდნენ, საბერძნეთში სამუშაოდ მიმავალ ბაღდათელ აზა მინდელს თურქეთ-საბერძნეთის­ საზღვართან სასტუმროში ქუთაისელი გოგონა­ ნათია გიორგიძე შეხვედრია, რომელსაც უთხ­ოვია, იქნებ ჩემებს გააგებინოთ, რომ აქედან გამაღწევინონო. ეს ყველაფერი აზას ქმრისთვის უთქვამს ტელეფონით. როგორც ქალების საუბრიდან შევიტყვე, რამდენიმე დღეში აზას მეუღლეს შეატყობინეს, თქვენმა მეუღლემ თავი მოიწამლა და საავადმყოფოშიაო. ბოლოს გაირკვა, რომ ქალბატონი გარდაიცვალა... ამ ქალბატონებს მინდელების მისამართი გამოვართვი... მისმა მეუღლემ, კოტე მინდელმა დამიდასტურა­ ეს ინფორმაცია, თუმცა­ მოგვ­იანებით უარყო... მივმართე სამართალდამცველებს, მიპასუხეს, - ეს საკმარისი მტკიცებულება არ არისო.
2014 წელს ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე ნათია გიორგიძის კვალმა თურქე­თში­ ჩაიყ­ვანა.

- გადავწყვიტე, თურქეთში მომეძებნა­ ქუთაისელი გოგონა, რადგან კოტე მინდ­ელის­ თქმით, მისი მეუღლე (აზა) იმყოფებოდა თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან მდებარე ედირნეს ოლქის სოფელ იფსალას ერთ-ერთ სასტუმროში. იქ ნათია გიორგიძის დედასთან ერთად გავემგზავრე. საზღვრისპირა სოფელში რამდენიმე სასტუმროა, გრჩება შთაბეჭდილება, რომ დაკეტილია, თუმცა იქაურებმა გვითხრეს, სინამდვილეში სასტუმროები მუშაობს. ერთ-ერთი სასტ­უმროს მეპატრონე ქართულად დაგველაპარ­აკა.­ ვუთხარით, რომ გადასვლა გვინდოდა საბერძნეთში. გადაგიყვანთ, მაგრამ 900-900 ევრო უნდა გადაიხადოთო. ფული უნდა გადაგვეცა ვინმე ქეთინოსთვის, რომელიც ქართველი "კანონიერი ქურდის" დედა აღმ­ო­ჩნდა. თურქეთის პოლიციაში განვაცხადეთ ჩვენი ჩასვლის მიზეზი, მაგრამ მათგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ქართ­ულ დიასპორასთან ჩემი კავშირებით მოვახერხე ადგილობრივ ტელევიზიაში მისვლა, რომლის საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემა დაკარგული ადამიანების ბედით ინტერესდება. მათი დახმარებით გამოვაქვეყნეთ ნათიას ფოტოები და მიმართვა. რამდენიმე თვის შემდეგ დამი­კა­ვშირდა თურქი ჟურნალისტი, - მივიღეთ ცნობა, რომ დაკარგული ქართველი გოგონა ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ სასტუმროში,­ მაგრამ შემდეგ მისი კვალი გაქრაო.

ნათია გიორგიძის საქმეზე ადვოკატი ლედი ტუკვაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომლებიც გამოძიებისთვის საკვანძო საკი­თხები უნდა იყოს
: - გაუჩინარებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ნათ­იას მობილური ტელეფონი, რომელიც მისი დაკარგვისთანავე გაითიშა, ღამით რამდენიმე წამით ჩაირთო. კვალიფიციური საგამოძიებო მუშაობის შემთხვევაში ამ ფაქტით ბევრი ინფორმაციის დადგენა იყო შესაძლებელი. კოტე მინდელმა დაკითხვისას უარყო ადრე ნათქვამი - ჩემს მეუღლეს დაკარგ­ული გოგონას სახელი ნათია გიორგიძე არ უხსენებიაო. 2014 წელს ჩემს კოლეგებთან ერთად შევხვდი კოტე მინდელს, დიდხანს ვისაუბრეთ. ღამის ოთხ საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მისმა მეუღლემ ნათია გიორგიძე მართლაც ახსენა. ეს ინფ­ორმაცია მაშინვე ვაცნობეთ სამართალდამ­ცველებს. გამომძიებელმა ისევ დაჰკითხა ბატ­ონი მინდელი, ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ ნათია გიორგიძის დედა ითხოვს, დაიწყოს მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ამაოდ... პირადად შევხვდით ჩვენს ატაშეს თურქეთის რესპუბლიკაში, გავუგზავნეთ წერილები, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

ნათია გიორგიძე რომ გავლენიანი­ ოჯახის შვილი იყოს, ხომ იცით, ამას რა მოჰყვებოდა... საქმე დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. არადა, ტრეფიკინგის კლასიკური მაგალითია, რატომ არ იძიებს ამ ამბავს სპეციალური განყოფილება და რატომ არის საქმე ქუთაისის პოლიციის სამმართველოს განყოფილებაში თაროზე შემოდებული?

ნათია გიორგიძე ახლა 25 წლის არის.
დედას თუ რაიმე ებადა, ყველაფერი შვილის­ ძებნას მოახმარა. ახლა სახლის გაყიდვას აპირებს იმ იმედით, რომ გაუჩინარებულ ქალიშვილს იპოვის. როგორც საქმეში ჩართული პირები ამბობენ, არის ხელჩასაჭიდი ფაქტები. თუ მას დავეყრდნობით, ნათია გიორგიძის გაუჩინარებას ფარდა აეხდება.

ცნობილია ქვეყანა, ოლქი, სოფელი, სასტუმრო, სადაც გოგონა იმყოფებოდა 2012 წელს, ასევე ცნობილი გახდა, რომ გოგონას პირადი მობილური ტელეფონი იმავე ღამეს ჩაირთო რამდენიმე წამით, ცნობილია სავარაუდო გადამყვანის სახელი­ (ქეთინო). საქმეში ფიგურირებს ქართულად მოლაპარაკე თურქი მამაკაცი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს ქართველებთან. ბუნდოვანია, გიორგიძის დაკარგვიდან როგორ აღმოჩნდა ქუჩაში გოგონას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მაშინ, როცა საგამოძიებო მოქმედებისას გაუჩინარების ადგილი საგულდაგულოდ დაათვალიერეს. უცნობია, რა ინფო­რმაციას ფლობს მისი მეგობარი გოგონა­, რომელთანაც სტუმრად მიდიოდა ნათია გიორგიძე...

ასევე, გაუგებარია, რატომ არ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და რატომ არ თანამშრომლობს თურქეთ-საქართველო გოგონას მოძებნის საკითხში, თუნდაც სხვა პოტენციური მსხვერპლის დაცვის მიზნით?

ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხები აუცილებლად ჯერ ქართულმა მხარემ, შემდეგ კი თურქეთმა უნდა გასცეს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"
ნითია
05 სექტემბერი 2017 01:27
ნათიას დაკარგვა დიდი უბედურება და საშინელება. თანაუგრძნობ მთელი გულით ნათიას მშობლებს. რაც შეეხება აზა მინდელს , აქ ბევრი უზუსტობა თუმცა ის რომ არაკანინიერად მიდიოდა ეს სიმართლეა, სიმართლეა თურქეთის გავლით რომ მიდიოდა ნამდვილად სიმართლეა. აზა გარდაიცვალა საბერძნეთის საავადმყოფოში და მოხდა საბერძნეთიდან ჩამოსვენება. პოლიციას შეატყობინეს მას შემდეგ რაც აზას ტელეფონი წაართვეს ეს არის სრული სიცრუე. როცა დარეკა და შეატყობინა ოჯახს ვინმე ქეთინომ, რომ აზა მინდელი საბერძნეთის საავადმყოფოში მიიყვანა უგნო მდგომარებაში და იქ დატოვა, მას შემდეგ ოჯახი ეკონტაქტებიდა საავადმოფოს ადმინისტრაცას და სასწრაფოდ ითხოვდნენ პატრონს ჩაეკითხა რადგან მგომარეობა იყო მძიმე და ნებისმიერ დროს შეიძლეობოდა კიდევ უფრო დამძიმებულიყო. მისმა შვილმა მაშინვე მიმართა საკონსულოს და მათი დახმარებით 10 დღეს ჩავიდა საბერძნეთის საავადმტოფოში სადაც დედა იმ დღის გარდაცვლილი დახვდა, ამის შემდეგ 3 დღეს როცა ჩამოვიდა საბერძნეთიდან მიხდა პოლიციაში წასვლა, მაგრამ იმის გამო რომ საქმის გამოძიება უნდა დაწყებულიყო 3 ქვეყანაში და ეს თანხებთან იყო დაკავშირებული ამის გამო ვერ მოხერხდა გამოძიება. თუმცა ოჯახმა ცხედარი ჩამოასვენა და ექსპერტიზის პასუხიც რაც იმ დღესვე გაუეთდა გადმოსვენებამდე მიიღო. ნათიას დედას უთანაგრძნობს აზას ოჯახი და თუ რაიმე დაჭირდება მზათ არის გვერით დავუდგეს თუკი ეს შესაძლებელია. აქ დეტალურად გამიჭირდება ყველაფრის აღწერა რაც აზას საქმეს ეხება.
ana
20 მარტი 2017 08:20
saakashvilis dros kide ragacis imedi iho axla vin modzebnis im gogos chven mtavrobas ar anagvlebs xalxis bedi ertaderti jurnalistebi tu iyochageben da rames izaven
ნია
11 იანვარი 2017 14:04
ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი უბედურება მე ვიცნობ ამ ოჯახს ძალიან წესიერი და პატიოსანი ხალხია ნათიას მშობლები ასევე მისი ორი და მათი უბედურება ყველას აწუხებს და ტკივა მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ ვერაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად რთულია უყურო გაუბედურებულ მშობლებს ღმერთმა ქნას გამოჩნდეს ვინმე და დაეხმაროთ მათ ნათიას პოვნაში

რედაქტორის რჩევით