"12 წელი ვითმენდი" - რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი პოლიციელი ქალი
14-11-2016
"12 წელი ვითმენდი" - რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი პოლიციელი ქალი
"საშინელი ასატანია იმის მოსმენა, როგორ აფასებს ბავშვი მშობლების­ კონფლიქტს"

ოჯახში ძალადობა საქართველოში­ სერიოზული პრობლემაა. ამას ისიც ადასტურებს, რომ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვ­ილის ინიციატივით, სამინისტრომ დაიწყო ფართომასშტაბიანი სოციალური­ კამპანია "ძალა ნდობას". "მივმართავ ყველა მსხვერპლს: არ გაუჩუმდეთ­ ოჯახში ძალადობას! ნუ შეშინდებით! მთელი ჩვენი უწყება, 40 000 კაცი, თქვენ გვერდით ვართ, რათა დაგი­ცვათ... თუმცა, იმისთვის, რომ პოლიცი­ელმა შეძლოს დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა და თანამშრომლობა", - განაცხადა მინისტრმა.

მაია ფელიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია და ხშირად უწევს ოჯახური კონფლიქტების მოგვარება. ის თვითონ იყო ძალადობის მსხვერპლი.

- 17 წლისა ჩემზე უფროსმა მამაკაცმა­ მომიტაცა. ტიპური დამოკიდებულება ჰქონდა­ - პატარა გოგოს რომ მოიყვან, შენს ჭკუაზე გაზრდიო. ეს ყველაფერში­ იგრძნობოდა - მისი მორჩილი უნდა ვყოფილიყავი.
მართალია, მე ასეთ ოჯახში არ გავზრდილვარ, მაგრამ ვხედავდი, საზოგადოების დიდი ნაწილის შეხედულება ასეთი­ იყო და მეც დავმორჩილდი. ის დამოკიდებულება მაჩერებდა, რაც ბევრ ქალს დღესაც აქვს, - ბავშვების გულისთვის უნდა მოვითმინო. 12 წელი მეც ვითმენდი.

- შემდეგ რა შეიცვალა?
- 2007 წელს შს სამინისტრომ დაიწყო ქალების პოლიციაში სამუშაოდ გაწვევა. პროფესიით მუსიკის თეორეტიკოსი ვარ. 9 წელი მუსლიტერატურას და სოლფეჯიოს ვასწავლიდი. მეუღლე მაშინაც არ მიშვებდა სამსახურში. ამის მიზეზი ეჭვიანობა არ იყო, უბრალოდ, მას ასე უნდოდა!
მოკლედ, გადავწყვიტე, პოლიციის აკადემიაში მესწავლა. იმის მიუხედავად, რომ მეუღლე წინააღმდეგი იყო, აკადემიის დასრულების შემდეგ, 2007 წელს, რუსთავის პოლიციაში დავიწყე მუშაობა და ოჯახშიც­ უფრო გართულდა ჩვენი ურთიერთობა.
ბავშვი ადვილად აცნობიერებს, რა ხდება ოჯახში. როცა ქმარს დავშორდი, ბიჭები მოზრდილები იყვნენ. ძმებს შორის სხვა­ობა 8 წელია. მათ ავუხსენი, რომ მე უნდა დამესრულებინა ეს ურთიერთობა და მათი გადასაწყვეტი იყო, ვისთან იცხოვრებდნენ. ჩემთან დარჩნენ, მაგრამ მამასთან ურთიერთობა არ ამიკრძალავს. ბავშვს ორივე მშობელი უყვარს. რაც მთავარია, ხშირად მოძალადე სხვა ადამიანებთან კარგად იქცევა და ვერავინ იფიქრებს, რომ შეიძლება ის ოჯახში სხვანაირი იყოს. რთულია, შორიდან ვიღაცამ გადაწყვიტოს, ვინ მტყუანია და ვინ - მართალი, ამიტომ ასეთი კონფლიქტების დროს უპირველესად შემაკავებელი ორდერი უნდა გამოიცეს, რათა ადამიანებმა ცალ-ცალკე იცხოვრონ და გააანალიზონ, უნდათ თუ არა ერთად ცხოვრება.

- ეს ორდერი შველის ძალადობას?
- როდესაც ცალ-ცალკე არიან, ხშირად­ აცნობიერებენ, რა სჭირდებათ, რას ითხოვენ ერთმანეთისგან. კანონი ამით თითქოს შანსს აძლევს, რომ გაერკვნენ ურთიერთობაში.

- არაერთხელ გაიცა ორდერი,­ მაგრამ მოძალადემ შური იძია და მეუღლე მოკლა...
- უმრავლეს შემთხვევაში ორდერი მსხვერპლს იცავს. არაერთი სერვისი არსებობს მსხვერპლისთვის - ფსიქოლოგიური დახმარება, თავშესაფრები, სადაც ფსიქოლოგები და იურისტები მუშაობენ. ხშირად ქალები ამბობენ, რომ გავშორდე, სად ვიცხოვროო. არ ფიქრობენ, რომ უარეს დღეში­ იგდებენ თავს... ქალი ხშირად ფიქრობს, ვერ შევძლებ მარტო ცხოვრებასო. ქალის დაბალი თვითშეფასების ბრალია, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებისა ეშინია, ჰგონია, არავინ დაეხმარება. არადა, უამრავი ადამიანი მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად... იმის მოსმენა - შვილები­ მყავს და ამიტომ ვითმენ - ძნელი გასაგებია ჩემთვის. ამით შვილებს აჩვევენ ძალადობას,­ მათაც აზარალებენ. კარგი იქნებოდა, მოძალადეებისთვის იძულებითი რეაბილიტაციის კურსები რომ არსებობდეს (მსგავსი რამ აქვს პრობაციის სამსახურს). მე შევძელი, ძალადობისთვის თავი დამეღწია, ეს სხვასაც შეუძლია. ვინც ადრე მოთმინებას მირჩევდა, დღეს მეუბნება, სწორად მოიქეციო... მე მშობლებიც მიჭერდნენ მხარს. ესეც რომ არ ყოფილიყო, მაინც დამოუკი­დებლად ვიცხოვრებდი. ქალები ხშირად ამბობენ, +- ჩემი ოჯახი არ მიმიღებსო. ეს შიში უნდა დასძლიონ, რადგან სახელმწიფო დგას მათ გვერდით. უნდა გაუფრთხილდნენ შვილების ფსიქიკას. ამდენი წელია, ვმუშაობ და თითოეული ბავშვის სახე მახსოვს. საშინელი ასატანია იმის მოსმენა, როგორ აფასებს ბავშვი მშობლების­ კონფლიქტს. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ ანგრევენ ბავშვის ფსიქიკას, როცა ჩხუბს აყურებინებენ.
რამდენი ადამიანიც გაჩუმდება და შეეგუება ძალადობას, იმდენი მოძ­ალადის თანამოაზრე გვეყოლება, ამიტომ ყველამ უარი ვუთხრათ ძალადობას!

თეა ხურცილავა
მარი
23 ნოემბერი 2016 01:20
სხვაარ ვიცი,მაგრამ ერთს ვიცნობ,რომელიც დღე და ღამე საცემია!საშინლად ამცირებს ქმარს,რადგან ქმარს არა ყავს არავინ!ქმარს უთხრა საყვარელი მყავს და შენი სახლიდან წადი და ბინა მე გადმომიფორმეო.ქმარმა ცილა გააწნა და ცოლმა კი 2 წლით დასვა ციხეში!მძულს ცალმხრივი დამოკიდებულება!!!
ჩარჩოს-ს
23 ნოემბერი 2016 00:51
ქალი კი არა, ზოგადად ადამიანი გინდოდა გეთქვა ალბათ...
MIRABELLA
23 ნოემბერი 2016 00:35
ჩარჩო, რა იქნება დაგვანახო ჩარჩო, ზომის, ფერის და მასალის მიხედვით ყველა ქალი გადაწყვეტს ჩაჯდეს თუ არა შიგ...რატომ არავინ ლაპარაკობს კაცის მოჩარჩოებაზე?! საქართველოში ყველა კუთხეში, ყოველთვის ქალი როგორაა დამნაშავე?

რედაქტორის რჩევით