კანიბალიზმის საქმე
14-11-2016
კანიბალიზმის საქმე
რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში დედის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის გოგონა და მისი შეყვარებული, რომელმაც კანიბალიზმი აღიარა

სამართალდამცავები სადისტურად მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის დეტალებს ისევ არკვევენ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები არიან: მოკლულის 18 წლის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილი, მისი შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელია და 17 წლის ნინა ჩ. მათთან ერთად დააკავეს ბექა შენგელიას მამიდაშვილი დათა კვარაცხელია და შენგელიას თანაკლასელი ავთანდილ ამირანაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ბექა
შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა ერთმანეთი "ფეისბუკით" გაიცნეს, ნინა ჩ. კი ბექამ თეატრში გაიცნო და მალე სამივე დამეგობრდა.

21 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდგომ 57 წლის ლუბა ყოჩიაშვილმა გოგონა იშვილა და გარდაცვლილი ქალიშვილის სახელი, ირმა დაარქვა. როგორც ირმას­ ჩვენებით ირკვევა, მან 7 წლის ასაკში­ შეიტყო, ნაშვილები რომ
იყო. ამბობს, დედა მცემდაო (*თუმცა ამას უარყოფს ბრალდებულის მამა). გარდაცვლილი შვილის სახელს მეძახდნენ და სულ მეუბნებოდნენ, გვინდა ირმასავით კარგად მოიქცე და პარალელს მასთან ავლებდნენო.


19 ოქტომბერს, როცა ომარ ყოჩიაშვი­ლი­ სამსახურში წავიდა, ყოჩიაშვილების ბინაში მივიდნენ ნინა ჩ. და ბექა შენგელია.­ გამოძიების ცნობით, მათ მოხუცი ჯერ ელექ­ტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი გაგუ­დეს. ბექა შენგელიას თქმით, გაგუდვის შემდეგ ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში კი გოგონები ეხმარებოდნენ. შემდეგ ცხედ­არი დიდ ჩანთაში ჩადეს და სადარბაზოს უკანა კარიდან გავიდნენ, რადგან იცოდნენ,­ რომ ცენტრალური გასასვლელის მხარეს ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ცხედარი მანქანის საბარგულში მოათავსეს და მთაწმინდაზე, ბექას ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. ადვოკატის თქმით, ბექა შენგელია დეტალურად ჰყვება, როგორ დაანაწევრა ცხედარი და გოგონების დახმარებით როგორ გაანაწილა ცელოფანის მოზრდილ პარკებში. გვიან ღამით ბრალდებულებმა ტაქსი დაიქირავეს და გლდანში, ყოფილ ნაგავსაყრელზე ცხედრის ნაწილები წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ბენზინი მოასხეს. გამთენიისას კი ტაქსით თემქაზე, იმ სახლში წავიდნენ, სადაც ბექას დედა და ძმა ცხოვრობენ. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბექამ შინ პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა.

ჩვენ შემზარავი დეტალების აღწერისგან თავს შევიკავებთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ბრალდებულებმა დაადასტურეს ბექა შენგელიას მხრიდან კანიბალიზმის ფაქტი.

ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ ნინა სკოლაში დადიოდა, ძმის დაბადების დღეზე ტორტით ხელდამშვენებული მივიდა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა. არც ირმას ეტყობოდა შეშფოთება...

ლუბა ყოჩიაშვილის ნეშტი გაუჩინარებიდან მესამე დღეს მამაკაცმა იპოვა და საპატრულო პოლიციას აცნობა. დაჰკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ქალიშვილზე ეჭვობდა. ძალოვანებმა ირმასა და ბექას დაკითხვის შემდეგ მათზე თვალთვალი­ და მიყურადება დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებში ჩანს, როგორ სიცილ-ხარხარში ჰყვებიან, რაც ჩაიდინეს. ამბობენ,­ როგორი სულელები არიან პოლიციელები, ვერ გვიჭერენო.

ჩანაწერებით გაირკვა, ირმა ყოჩიაშვილი­ გეგმას აწყობს, რომ მომხდარი მამას დააბ­რალოს. შემდეგ კი, რაც ომარმა ეჭვი მასზე­ აიღო, ირმამ ბექას მამის მკვლელობაც შესთავაზა.

როგორც ირმა ამბობს, ის მძიმე როკის მოყვარულია, არის მეტალისტი და ასეთი ჩაცმულობაც სწორედ ამიტომ აქვს. ის კარგად ფლობს ინგლისურს და პერიოდულად გიდად მუშაობდა. ბექა შენგელია, ორჯერ ნასამართლევია. პირველად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრი დაედო, მეორედ კი გაუპატიურებისთვის დაიჭირეს, მაგრამ ამნისტიით წლები მოაკლდა და 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში ციხიდან გამოვიდა. ფარულ ჩანაწერებში ბექა ამბობს, ზებუნებრივი ძალა მაქვს, სხვა ენერგიით ვიკვებებიო. სამართალდამცავებმა ბექას ნახატები­ დაათვალიერეს, სადაც ასახულია სისხლიანი და ბნელი სამყარო...

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრა­ლდებული დათა კვარაცხელია და ბექა შენგელია მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან. დათა წალენჯიხის სოფელ ჯგალიდან არის. სოფლის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, იმ დროს, როცა თბილისში ეს სასტიკი დანაშაული ხდებოდა, დათა სოფელში, არჩევნებზე იყო ჩასული.

ნანა შენგელია, დათა კვარაცხელიას დედა
: "ბექა ჩემი ძმისშვილია. როცა ბექას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ბექა და მისი ძმა ჩემთან, წალენჯიხაში წავიყვანე. ბექა მეშვიდე კლასში იყო, დედამისი რომ გამოჩნდა და ბავშვები წაიყვანა. მას მერე მათთან კონტაქტი თითქმის არ გვქონია. ბიჭების მამა, ჩემი ძმა, წლებია საქართველ­ოდან წასულია. 10 წელზე მეტია მასზე არაფერი ვიცი. დათას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, მაგრამ სამხილი არაფერია. ბიძაშვილ-მამიდაშვილობა კი დანაშაული არ არის".

ქართლოს ვაშაკიძე, ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატი: "ციხიდან გამოსული ბექა ავთანდილმა პირველად კლასელების შეკრებაზე ნახა, შემდეგ შემთხვევით 27 ოქტომბერს შეხვდა რუსთაველის პროსპექტზე. ბექას უთქვამს, ბარის გახსნა მინდა, სადაც დამწყები მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენო. იმ დღეს ბექამ და ავთანდილმა დალიეს და სწორედ მაშინ გაიცნო ირმა ყოჩიაშვილი. მერე მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაშინ მოისმინა ამირანაშვილმა ირმასა და ბექას საუბარი, "ტრუპი" ავიკიდეთო. ავთანდილს უკითხავს, ვისიო და ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემისო. ეს სიმართლედ არ აღუქვამს ამირანაშვილს. ბიჭი იმ ღამეს იქ დარჩა, მეორე დღეს კი სახლში წავიდა. 2 ნოემბერს ისევ შეხვდა ავთანდილი ბექას და უთხრა, მოვნახე ბარისთვის ადგილი და მეპატრონეს დაგალაპარაკებთო. შენგელიამ მე არ მცალია და ირმა გამოგყვებაო, ბარში მისულები კი აიყვანეს. ამირანაშვილმა დეტალები წინასწარი დაკავების საკანში თანამშრომლისგან შეიტყო და მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ღებინება დაეწყო.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთ პირს ეძებს პოლიცია. ჩანაწერებში ისმის, როგორ უყვებიან ვიღაც მამაკაცს, რომ ადამიანი მოკლეს, ის კი ამბობს,­ ცხედარს მჟავა რატომ არ დაასხითო. ხმის ნიმუშები აუღეს კვარაცხელიასა და ამირანაშვილს. ნNაგავსაყრელიდან ამოღებულია დანა, უნდა გაირკვეს, იმ დანით ხომ არ დაანაწევრეს ცხედარი. დადგენილია, რომ როცა ცხედარი ნაგავსაყრელზე მიჰქონდათ, გზაში ცუდად გახდა ნინა ჩ. და მისთვის ირმამ აფთიაქში დამამშვიდებელი აბები შეიძინა.

თემქაზე ბექას დედასა და ძმას ბინა ნაქირავები აქვთ. ბინაში მისულს, არავინ დამხვდა, სამაგიეროდ გამყიდველი დამელაპარაკა: - ბექა უცნაურად ჩაცმული დადიოდა. დაკავების წინადღეს ირმასთან ერთად შემოვიდა, სამი ქილა არაჟანი, 3-4 ქილა მაწონი, 3 ბოთლი რძე და სიგარეტი იყიდა. სულ ასე ყიდულობდა რძის პროდუქტებს და ერთხელაც ვკითხე, ამდენი რად გინდა-მეთქი, მიპასუხა, მიყვარსო. ირმას და იმ არასრულწლოვან გოგონასაც ხშირად­ ვხედავდი. ბექას გრძელ ფრჩხილებზე შავი მანიკიური ესვა, ცხვირი და წარბი გახვრეტილი ჰქონდა და საყურეს ატარებდა, ვიწრო შარვალს იცვამდა. შავ სათვალესა და შავ კაშნეს ატარებდა. ერთი ხანობა თმა ნახევრად ჰქონდა გადაპარსული, მერე მთლიანად გადაიპარსა.

არასრულწლოვანი ნინა ჩ. ცნობილი მხატვრის შვილიშვილია. მხატვარია ნინას დედაც. ორი წლის იყო ნინა, როცა დედამისმა ხელმეორედ შექმნა ოჯახი და მას შემდეგ მამობილის სახლში იზრდებოდა. ამბობენ, რომ გოგონას ოჯახი არაფერს აკლებდა. რადგან საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს, სასამართლო პროცესი დაიხურა. ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
nino
20 მაისი 2017 02:47
Aravis gansjis ufleba ar maqvs gmerti gansjis magram azris gamitqmis uflebas mivcem tavs da vityvi magat sasamartlo da gamozieba ki ara eg shvili da misi sheyvarebuli linchis wesit unda gaasanartlon es iqneba swori svla gmerto yvela deda daifare aseti umaduri shvilisgan da yvela shvils mieci gmerto zala imisa rom masshi arsebuli boroteba gandevnis da cheshmarit gzas daadges uyvardes mshiblebi da moyvasi
ნინო
23 იანვარი 2017 23:58
ქართველო ადვოკატებო,ქართველო მოსამართლეებო,ქართველო პროკურორებო,ნინო.ჩ.-ს რატომ ასახელებთ და სააშკარაოზე არ გამოგყავთ ეს ქალი.მისი პატრონი როგორ იყო სახლში და როგორ ეძინა?როცა არასრულოვანი 76 წლის ქალს აჭრიდა თავს და ხელის თითებს.
მარი
18 იანვარი 2017 11:03
როგორმე ხომ უნდა მიჩქმალონ. აბა ცნობილი ადამიანის შვილი არ იყოს, თუ არ გაასაჯაროებდნენ.

რედაქტორის რჩევით