"გია გვიჩიანმა თავისი სისხლიანი ფულით­ მოქრთამა ყველა და მიაღწია იმას, რომ ათავისუფლებენ"
21-11-2016
"გია გვიჩიანმა თავისი სისხლიანი ფულით­ მოქრთამა ყველა და მიაღწია იმას, რომ ათავისუფლებენ"
"გიგი უგულავას დაარეკვინეს გიასთან. უთქვამს, ხვალ შენთან ვანოს­ კაცი მოვა და მიიღეო. გიას თავს დაადგნენ ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე კახა მისირელი და დააკავეს. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, მის ვინაობას ამჯერად ვერ გავამხელ"

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდადებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.­
საქმე ეხება - 1. "ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდადებულ გიორგი და ნოდარ გვიჩიანებს, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძესა და გიორგი პაპაჩაშვილს; 2. გენერალ
თამაზ ნინუასა და მისი მეუღლე ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ თამაზ გოგიას; 3. კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა კვიციანს. ლაპარაკია იმაზეც, რომ "თბილგაზის" ყოფილი გენერალური დირექტორის გია გვიჩიანის საქმეზე რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგენენ ბრალს.

"თელასის" 26 წლის დირექტორი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს ბახტრ­იონის
ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლეს. ოთხი წლის შემდეგ ლომინაძის მკვლელობაში დამნაშავეებად ცნეს 5 პირი (ნოდარ გვიჩიანმა და გიორგი პაპაჩაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და საპროცესო გაუფორმდათ). ავთანდილ ხერკელაძე ციხეში გარდაიცვალა, გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა შეეფარდათ. 2014 წელს სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა ორივეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.


გელა ნიკოლაიშვილი, გია გვიჩიანის ადვოკატი: -
პროკურატურა დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს,­ დნმ-ის ანალიზის პასუხებს... დადგინდა ამ პირთა უდანაშაულ­ობა და ისიც, რომ ნიკა ლომინაძე მაყუჩიანი­ "მაკაროვით" არ მოუკლავთ. ამ საქმის პროკურორი ანზორ ხვადაგიანი გვარწმუნებდა, ამერიკიდან დნმ-ის პასუხები არ მოსულაო და 2012 წელს აღმოჩნდა, რომ ისინი ჯერ კიდევ 2006 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა. მასში პირდაპირ იყო მითითებული, რომ არც ჩემია­ და არც ხერკელაძე მკვლელობის ადგ­ილას არ ყოფილან. გია გვიჩიანის მოგვარე ნოდარ გვიჩიანი, რომლის საფუძველზეც ყველა ეს ჩვენება იყო აგებული, უკრაინის ციხეშია და სატელეფონო საუბარში, რომე­ლიც ჩავწერეთ, აღიარებს, რომ ყველაფერი მოიგონა. ასახელებს,­ ვისგან მიიღო დავალება... ყველაფერი სასამართლოზე გამჟღავნდება.

- ლომინაძის მშობლები ირწმუნებიან, რომ ნიკას მკვლელობა გია გვიჩიანმა შეუკვეთა.

- მკვლელის ვინაობა არ არის დადგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაული გვიჩიანს უნდა დავაბრალოთ.

- ვის აძლევდა ხელს გვიჩიანის პატიმრობა?

- ხელისუფლებას გირგვლ­იანის საქმის გადაფარვა უნდოდა - 6 მარტს სანდროს მკვლელები დააკავეს, მეორე დღეს კი გვიჩიანი და ამით აჩვენეს, ოთხი წლის წინ ჩადენილი­ მკვლელობა გავხსენითო. როცა ჩემიას და ხერკელაძის დნმ-ის ნიმუშები აღებულს არ დაემთხვა, უკან აღარ დაიხიეს და გიას ვაჭრობა დაუწყეს - თქვი, რომ იგნასიო­ ირიბარენმა ("თელასის" მაშინდელი შეფი) შეგიკვეთა მკვლელობა, შენ კი ამათ დაავა­ლე ლომინაძის მოკვლა და საპრო­ცესო შეთანხმებას გაგიფორმებთო. გვიჩიანი ამაზე არ დათანხმდა... არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გარკვეული პირების, მათ შორის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობას ამ საქმეში.

ლევან გვიჩიანი, გიას ძმა: -
ჩემი ძმა სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის პირადი პატიმარი გახლდათ. კბილაშვილის დროს საჩივარი შევიტანეთ და გამართლდა გია, მაგრამ უწყებაში "ნაციონალების" მომხრეებმა შეუშალეს ხელი და ბოლო­მდე არ მიიყვანეს საქმე. ჩვენმა ადვოკატებმა მოითხოვეს ნოდარ გვიჩიანის დაკითხვა,­ მაგრამ უკრაინიდან მოგვივიდა პასუხი, ვერ დაგეხმარებით, ვინაიდან რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებაო.

გიას დაკავების სცენარი ადეიშვილის კაბინეტში დაიგეგმა მერაბიშვილთან ერთად.­ წინადღეს გიას ურეკავდნენ, ის კი უცხო ზარებს არ პასუხობდა. შემდეგ დაარეკვინეს­ ისეთ კაცს, ვის ზარსაც უპასუხებდა - გიგი უგულავას, რომელიც იმჟამად პარიზში იყო. გიგის უთქვამს, ხვალ 10 საათზე შენთან ვანოს­ კაცი მოვა და მიიღეო. 10 საათზე გიას თავს დაადგნენ ერეკლე კოდუა და მისი მოადგილე კახა მისირელი სოდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად და დააკავეს. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, მის ვინაობას ამჯერად ვერ გავამხელ.

ნელი პაპავა, ნიკა ლომინაძის დედა: -
გია გვიჩიანმა თავისი სისხლიანი ფულით­ მოქრთამა ყველა და მიაღწია იმას, რომ ათავისუფლებენ. ნამდვილი მკვლელი გია გვიჩიანია. იფიქრა, რამდენი ბანდიტი გაათავისუფლეს, რითი ვარ მათზე ნაკლებიო, მოქრთამა ყველა და მალე გამობრძანდება გარეთ. არაფრის იმედი აღარ მაქვს. მეცოდება ის ხალხი, ვისთანაც გვიჩიანს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ექნება ურთიერთობა.

ნინუების მკვლელობის საქმე


2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრ­ებელ ბინაში მაყუჩიანი იარაღით ჯერ თამაზ ნინუა მოკლეს, შემდგომ მისი მეუღლე ეთერ ნინუა. ბრალდებულის, თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც,­ დენთის კვალის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება - მკვლელობისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა. გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო...

ლაშა გოგია, ბრალდებულის ვაჟი: -
ხელახლა ჩატარდა ექსპერტიზები და ანაწმენდებზე არანაირი დენთის კვალი­ არ აღმოჩნდა... მკვლელობის მოტივად თავის დროზე ანგარება დასახელდა, რაც აბსურდული იყო. მკვლელობის დღეს მამა მთელი დღის განმავლობაში რესტორანში იყო მეგობრებთან ერთად, ნინუა თვალით არ უნახავს და არიან ამის მოწმეები.

- პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა სამართალდამცველების დაინტერესება, რომ თამაზ გოგიას მისწეროდა ეს დანაშაული, რატომ?

- არ ვიცი... რაც მთავარია, მამას უდანაშაულობა დამტკიცდა და ალბათ გამოძიება ნამდვილ მკვლელსაც დაადგენს.

- თავის დროზე ითქვა, რომ მკვლელობის კვალი ბიძინა კუჭავასთან მიდიოდა.

- ბიძინა კუჭავას არსებობა ჩვენ სასამართლომდე არ ვიცოდით. ის ნინუების მეზობელი იყო. როგორც ვიცი, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. წარმოდგენა არ მაქვს, ვის და რატომ უნდა მოეკლა თამაზ ნინუა.

ნორა კვიციანს ბრალი მოეხსნება


გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.

2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანისა და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები კოდორის ხეობაში შევიდნენ, სადაც ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანიც იმყოფებოდა. მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად ამისა, დააკავეს და ბრალი სამი მუხლით წაუყენეს:­ უკანონო ფორმირების შექმნა, იარ­აღის უკანონო შეძენა-შენახვა და ჰუმანი­ტარული დახმარების მითვისება. ახალი გამოძიებით, ბრალდებები სრულად გამოირიცხა.

ნორა კვიციანი: -
საპატიმროში უკანონოდ გავატარე 6 წელი და 4 თვე. "ნაცი­ონალებს" უნდოდათ პროვოკაცია მოეწყოთ ხეობაში, რომ ჩემს შვილსა­ და ძმას დანაშაული ჩაედინათ... ჩხალთის გამგებელი ვიყავი და დამაბრალეს ჰუმანიტარული დახმარების მითვისება, დამაკისრეს 75.600 ლარი ჯარიმა, დააყადაღეს ჩემი სახლი... უამრავი­ მოწმე დაიკითხა, რომელთაც აღიარეს, რომ სასურველი­ ჩვენების მიცემა აიძულეს.

მე სააკაშვილის მძევალი ვარ. მას ჩემი შვილისა და ძმის ინტერესი ჰქონდა. კოდორის ჩაბარება უნდოდა რუსებისთვის. ადგილობრივებმა არ დავთმეთ და ამიტომაც გვდევნიდნენ. აუცილებლად უნდა დადგეს სააკაშვილისა და "ნაციონალების" პასუხისმგებლობის საკითხი. თავის დროზე პოლიტპატიმრის სტატუსი არ მომანიჭეს. ვინც ამხელა მორალური თუ ფიზიკური ზიანი მომაყენა, ყველამ პასუხი უნდა აგოს.

ნანა ფიცხელაური
jemali
02 დეკემბერი 2016 14:00
ან ქვეყანაში ყველაზე უსამართლობა მიშას დროს იყო, ჩემი 17 წლის ვაჟი ჩასვეს ტელეფონის წამრთმევისთვის ნაკოლის მიცემის გამო, ვინ წაართვა ტელეფონი არ იციან, რა ფერი იყო ტელეფონი მომჩივარმა ვერ დაასახელა, ქართული არ ვიციო, მაშ საჩივარი ვინ დაწერაო, არ ვიციო, ასე მისცეს 7 წელი, ახალგაზრდა მოზარდს, ასეთი მაგალითები ვიცი ბევრი მარა დროს არ წაგართმევთ.
*
02 დეკემბერი 2016 13:47
მჯერა გვიშიანის უდანაშაულობის.აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი ლომინაძის მკვლელი ,ისინიც ვინც მას აფარებენ ხელს და უმკაცესრად დაისაჯონ
siko
02 დეკემბერი 2016 13:46
გახსენით ციხის კარი და ყველა გამოუშვით, უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე ფულიანების არჩევა უფულოებში.

რედაქტორის რჩევით