"შემდეგი მე ვიქნები!"
12-12-2016
"შემდეგი მე ვიქნები!"
პირველი "ჯაშუში" სამართლის მოლოდინშია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის­ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა­ხურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე პირველი იყო, ვინც­ ჯაშუშობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს - თითქოს სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა. მაშინდელი­ შს მინი­სტრ ვანო მერაბიშვილის დავალებით, კილაძეს დაემუქრნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა, რის შემდეგაც ერთწლიანი პატიმრობა­ და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.

"შემდეგი მე ვიქნები!" - სიმონ­ კილაძემ­
ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმე გახსნილად გამოაცხადა.

- რა ფაზაშია თქვენი­ საქმის ხელახალი გამოძიება?

- მზადდება მიმართვა საქმისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის თაობაზე, რათა პროკურატურა გაეცნოს ე.წ. განსაკუთრებულ საქაღალდეში არსებულ მასალებს.

- რა გედებოდათ ბრალად?

- ბრალად წამიყენეს ჯაშუშობა უცხო სახელმწიფოს
სასარგებლოდ, თითქოს კავშირი მქონდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან და მასალებს ვაწვდიდი­ ქვეყნის პირველი პირების ვიზიტების შესახებ - პრეზიდენტი ვის ხვდება,­ რომელ საათზე და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველასთვის,­ განსაკ­უ­თრ­ებით კი ჟურნალისტებისთვის, ისედაც ცნობილი უნდა ყოფი­ლიყო, მაგრამ ჯაშუშობად ჩამითვალეს. მე აშშ-ის საელჩოს­ ვაწვდიდი ქართული­ პრესის ანალიტიკურ მიმოხილვას, მასა­ლებს, რომლებშიც კრიტიკულად იყო ასახული ხელისუფლების საქმიანობა. უკმაყოფილებას გამოვთქ­ვა­მდი ხელისუფლების მიმართ. სწორედ ჩემი დაპატიმრების წინა პერიოდში მოხდა გირგვლიანის საზარელი მკვლელობა, ამას დაემატა­ ციხის ბუნტი. მღელვარება მატულობდა, დაიწყო აქციებიც. რა უნდა ექნათ? აუცილებელი იყო მოსახლეობის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. გადაწყვიტეს, პრეზიდ­ენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე დაეკავებინათ. მოგვი­ანებით მითხრეს, შენმა დაპატიმ­რებამ ყველა ინფ­ორმაცია გადაფარაო.

- თუ მიგიწვდებოდათ ხელი საიდუმლო მასალებზე და რომელი­ ქვეყნის ჯაშუშობა გედებოდათ ბრალად?

- არანაირ საიდუმლო მასალებზე არ მიმიწვდებოდა ხელი. ამისთვის სპეციალური­ უფლებამოსილებაა საჭირო, რაც მე არ მქონდა. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არის მითითებული არც ქვეყანა­ და არც სპეცსამსა­ხური, რომლის სასარგებლოდაც თითქოს ვჯაშუშობდი.
ე.წ. მტკიცებულებები კი თვითონ შექმნეს - ჩემ მიერ ელფოსტით გაგზავნილი მასალებიდან შეადგინეს და ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა დანაშაულად ჩამითვალეს. დღემდე მაქვს შენახული ერთ-ერთი ე.წ. მტკიცებულება­ - პრესსამსახურის მიერ მომზადებული ღია ბიულეტენი ჟურნალისტები­სთვის, რომელშიც წუთობრივად არის გადმოცემული პრეზიდენტის უცხოური ვიზიტი.

- რა ვითარე­ბაში აღიარეთ დანაშაული?

- ჩემს კაბინეტში პირდაპირი­ ტელედაკავების შემდეგ მოდუ­ლში გადამიყვანეს. ერთ საათში ბრიფინგი გამართეს, რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პრეზიდენტის ადმინის­ტრაციის უფროსი გიორგი არველ­აძე და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალი შალვა ჟღენტი უძღვებო­დნენ. მერე პრეზიდენტმაც­ გააკეთა კომენტარი­ და დამნაშავედ შემრ­აცხა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო... წინასწარი პატ­იმრობის დროს ყოველდღიურად, ღამითაც მოდიოდნენ საპყრო­ბილეში, მივყავდი მოდულში და მოითხოვდნენ, ბრალდებები მეღიარებინა. სტრესისგან გულის შეტევა დამემართა და საავადმყოფოში წამიყვანეს... საბოლოოდ, როცა შალვა ჟღენტმა "პრინციპული" და "მეგობრული" საუბრისთვის კაბინეტში მიმიწვია, კომპი­უტერში ვიდეოჩანაწერი მაჩვენა, სადაც ვნახე, რო­გორ­ უთვალთვალებდნენ ჩემი ოჯახის წევრებს და ჩაილაპარაკა, შენი თავი თუ არ გებრალება, ისინი მაინც შეიბრალეო, მივხვდი, ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ...

ჩემი დაკავება ვიწრო წრეში გადა­წყ­და: მერაბიშვილმა,­ ადეიშვილმა­ და არველაძემ მოითათბირეს, შემდეგ გეგმა პრეზიდენტს შეატყობინეს, სააკაშვილიც დაეთანხმა. პასუხი უნდა აგონ მაშინდელმა პრეზიდენტმა და მაღალჩინოსნებმა,­ ადეიშვილის, არველაძის, ჟღენტის ჩათვლით. დანარჩენი­ წვრილფეხობაა, რომლებიც მითითებას ასრულებდნენ. 2010 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ინტერვიუ მივეცი "ამერიკის ხმას", ვამხილე "ნაციონალები", რისთვისაც ტელეფონით მკაცრი გაფრთხილება მივიღე. 2012 წლიდან დავიწყე ჩემი საქმის პროკურორის ძებნა, მაგრამ მითხრეს, აქ აღარ მუშაო­ბსო. ვერ გავიგე­ გენერალ შალვა ჟღენტის ასავალ-დასავალიც. არველაძე და ადეიშვილი უცხოეთში არიან გაქცეული, მერაბიშვილი კი ვიცით, სადაც ზის. ხელახალი გამოძიება დროს მოითხოვს, მაგრამ იმ იმედით, რომ ჩემი უდანაშაულობა დადასტურდება, ღირს მოთმენა.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით