"კილერა" პირადად მემუქრებოდა"
12-12-2016
"კილერა" პირადად მემუქრებოდა"
ირაკლი გედენიძე: "26 მაისის გადაღება არ მაპატიეს"

მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების გამართლებას ითხოვს. "ფოტორეპორტიორების საქმეს"­ გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და უკვე დააკავეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. მას ბრალად­ ედება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალი წაუყენეს მე-8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძესაც.

გამოძიების ინფორმაციით,
საგარეო საქმეთა სამინისტ­რ­ოს ­ყოფილი ფოტორეპორტიორი­ გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეების დარბევის ფაქტ­ებს. ამ ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრესსააგენტოებში დიდი რეზონა­ნსი გამოიწვია, რაც ნეგატ­იურად აისახებოდა იმჟამინდელი­ ხელისუ­ფლების რეიტინგზე. ანგარიშსწო­რების მიზნით,
2011 წლის 7 ივლ­ისს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა­ ფოტორეპორტიორები დააკავეს.­ მანამდე კი ზურაბ ქურციკიძის სატელ­ეფონო საუბრებს ფარულ­ად უსმენდნენ. ქურციკიძე 2004 წლიდან­ მუშაობს "ეპა"-ს ფოტორეპო­რტ­იორად, რომლის სათავო ოფ­ი­სი­ ფრანკფურტშია, ამიერკავკა­სიის მასშტაბით კი - მოსკ­ოვში. საქმიანობიდან გამომდინარე, მას ხშირი საუბრები ჰქონდა სააგენტოსთან, რომელთაც აწვდიდა როგორც თავის გადაღებულ, ისე ამ სააგენტოს სტრინგერების (უშტატო თანამშრომლები) ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის ფოტოებსაც. პროკურატურის ინფორმაციით, შეთითხნილი ბრალდების თანახმად, 2004 წელს ქურციკიძე მოსკოვში კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაიბირეს UHE-ს თანამშრომლებმა. ქურციკიძე თითქოს უგზავნიდა ევროპის პრესსააგენტოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებსა და მასალებს, რომლებსაც მოიპო­ვებდა გედენიძისა და აბდალაძის­გან. გამოგონილი ბრალდებით, ფოტოგრაფების ჯაშუშურ ქსელს ეხმარებოდა გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძეც.

ფოტორეპორტიორების დაკავებას საპროტესტო აქციები მო­ჰყვა­ - საზოგადოება­ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლ­ებას ითხო­ვდა. პროკურატურის ცნობით, ამის გამო სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორ­ეპ­ორტიორებზე ფსიქოლოგიური ზეწ­ოლა, დაკავებულებთან შედიოდა დავით დევნოზაშვილი და მუქარით ითხოვდა აღიარებით ჩვენებაზე ხელმოწერას. ნათია გედენიძეს დევნოზ­აშვილმა წარუდგინა კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და მისი გავრცელებით დაემუქრა. ფოტო მის მეუღლეს, ირაკლი გედენიძესაც აჩვენეს. ცოლ-ქმარმა ვერ გაუძლო ზეწოლას და ხელი მოაწერეს ცრუაღიარებით ჩვენებას. ამის შემდეგ ნათია გაათავისუფლეს, ირაკლის კი საპ­როცესო შეთანხმების გაფორმებას შეჰპი­რდნენ და აბდალაძესა და ქურციკიძესთან ერთად სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ საკნებში დღედაღამ არ ქრებოდა შუქი და მუდმივ ვიდეოკონტროლზე იყვნენ. 8 დღის შემდეგ ქურციკიძე და აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებით ჩვენებაზე. ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების პროტესტი მოჰყვა. ამიტომ დაკავებულებს უარი ათქმევინეს მათზე და საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში... დავით დევნოზა­შვილს, რომელიც თავს დამნაშა­ვედ­ არ ცნობს, წინასწარი პატიმრ­ობა შეეფარდა.

ირაკლი გედენიძე: - დევნოზაშვილი მეუბნებოდა, შენს შვილ­ებს­ სკოლაში სიარულისას გადასასვლ­ელზე უწევთ გადასვლა, მანქანები ცუდად მოძრაობენ და უბედური შემთხვევა მოხდებაო... მერე ფოტოებიც იპოვეს კომპიუტერში, ის მე გადავუღე ჩემს მეუღლეს,­ როცა განათებას ვაყენებდი სტუდ­იაში. იმ სურათების გასაჯაროებ­ით დამემუქრნენ. მაშინ აზრად არ მო­მსვლია, რომ 26 მაისის კადრების გამო გვსჯიდნენ. ციხეში ბადრაგმა მიმანიშნა, გაიხსენე 26 მაისიო და, მივხვდი დაკავების მიზეზს. დევნოზაშვილი ცინიკურად გვეუბნებოდა, მე ვარ პროკურორიც, ადვოკატიც, მოსამართლეც, არაფერი გიშველით, თუ არ აღიარებთო.

თავიანთი ადვოკატი შემოიყვანეს­ და მივხვდი, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. დრო უნდა მომეგო, ნათია უნდა გაეშვათ გარეთ და ჩემი აღიარების სანაცვლოდ გაუშვეს. სხვა გზა არ მქონდა - სახლი და ავტოფარეხი დალუქეს, საბანკო ანგარიშები გაყინეს და ბავშვები,­ ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩნენ. მათქმევინეს, თითქოს მასალებს ვაძლევდი ქურციკიძეს... მითხრეს, თქვი, რომ აგვისტოს ომის დროს სამხედროების გეგმები ჩაგივარდა ხელში და ქურციკიძეს გადაეციო. ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი.

- სააკაშვილის ფოტოგ­რ­­აფი იყა­ვით. მან გასცა დაკავების ბრძანება?

- შესაძლოა, მან იცო­­და, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი სწრაფად და უნიჭოდ თავად ძალოვანებმა დაგეგმეს... ახლა მთავარია გაირ­კვეს, ვინ დაგვსაჯა.

გიორგი აბდალაძე, ფოტორეპორტიორი: -
იმედია, დევნოზაშვილი სიმართლეს იტყვის. რაც შეეხება მუხაძეს, "კილერას", მისი მუქარა პირადად მოვისმინე, რომ ცოცხალი ვერ გამოვიდოდით. ვიმედოვნებ, მუხაძეს ჩამოიყვანენ საქართველოში და პასუხს აგებს...
მითხრეს, ახლა შენს თანა­საკნელებს­ შენი თანდასწ­რებით ვაწამებთ, შემდეგ მათთან ჩაგსვამთ და ისინი გაგისწორდებიანო. ყველაფე­რი გააკეთეს და მიაღწიეს იმის აღიარებას, რაც არ ჩაგვიდ­ენია.

26 მაისის კადრების გამო დავისაჯეთ. გაგვასამართლეს, მაგრამ დღემდე არც ერთმა არ ვიცით ე.წ. აღიარებითი ჩვენებების­ გარდა,­ რა დევს ჩვენს საქმეში. დევნოზაშვილმა თურმე პროკურატურას ულტიმატუმი წაუყენა,­ თუ გამიშვებთ გირაოთი, მაშინ ვითანამშრომლებო. ამბობს, რომ არ გვიცნობს არც ჩვენ და არც მუხაძეს. არადა, მუხაძის გვერდით კაბინეტში მიდიოდა ჩვენზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, ერთად ასრულებდნენ დავალებას. ალბათ, პირისპირ შეხვედრა მოგვიწევს, ის უნდა შეაწუხოს სინდისმა და თქვას, ვის დაკვეთას ასრულებდა. სააკაშვილის გარეშე­ ვერც მერაბიშვილი და ვერც ადეიშვილი ნაბიჯს ვერ დგამდნენ. თუ სინდ­ისი­ აქვთ, ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ.

თეა ხურცილავა
ჭეშმარიტება
16 დეკემბერი 2016 16:20
"თუ სინდ­ისი­ აქვთ, ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ."
ბოდიშს კაცები იხდიან, წუნკლები კი არა.
კირკიტა
16 დეკემბერი 2016 11:29
ცოლის შიშველი ფოტოსურათები რაღაში სჭირდებოდა ამ დალოცვილს, განათების დაყენება ისე არ შეიძლება ნეტავ?!

რედაქტორის რჩევით