"უკრაინაში სააკაშვილის შეიარაღებული რაზმების რიგებში იყო" - რატომ დააკავეს ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი
17-12-2016
"უკრაინაში სააკაშვილის შეიარაღებული რაზმების რიგებში იყო" - რატომ დააკავეს ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი
"მაისურაძე კურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციას, მას ევალებოდა ჯგუფისთვის შეიარაღების მიწოდება, მომზადება­ და უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან"

ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაისურაძე ლიტვაში უკრაინიდან ჩაფრინდა. იგი საერთაშორისო ძებნილთა სიაში რუსეთმა შეიყვანა და ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. 4 დეკემბერს ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მაისურაძეს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ მაისურაძის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს
მაღალჩინოსნების ორგანიზებით, საქართველოში ჩამოჰყავდათ ჩეჩნები, იარაღს უფორმებდნენ და ჩეჩნეთში გადასასვლელად დერეფანსაც ჰპირდებოდნენ.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: -
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ზურაბ მაისურაძე შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. სანდრო ამირიძესა და რუსლან მაჩალიკაშვილთან ერთად ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩეჩნების რაზმთან, რომელიც ლაფანყურის ტყეში დაბანაკდა.

ზურაბ მაისურაძე და
გია ლორ­თქიფანიძე ლაფანყურის სპეცოპერაციის სულისჩამდგმელები იყვნენ. პირდაპირი კავშირი ჰქონდათ "კავკასიის ემირატის" ჯგუფებთან, გადმობირებულ ახალგაზრდებს წვრთნიდნენ და ჩეჩნეთში "ემირატის" შენაერთების მხარდასაჭერად გადაჰყავდათ. "კავკასიის ემირატი", რომელსაც "ალ-ქაიდა" მფარველობდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუსეთმა საშიშ ორგანიზაციად გამოაცხადეს.­

ოდესაში გია ლორთქიფანიძეს არაფორმალურად წაუყენეს ბრალდება, რომ აჰმედ ჩატაევსა და სხვებთან ერთად ტერორისტებთან თანამშრომლობდა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რის საფუძველზეც უკრაინის სამართალდამცველმა ორგანოებმა და უშიშროების სამსახურმა მიმართეს ლორთქიფანიძეს, თანამდებობა დაეტოვებინა. ის გადადგა და დღეს სამართალდამცველებს ემალება. მაისურაძე კი ჯერ შსს-ს სტრუქტურებში მუშაობდა, ბოლოს კი ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. სწორედ ის კურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციას, მისი ზემდგომები კი ვანო მერაბიშვილი და მიშა სააკაშვილი იყვნენ. მაისურაძეს ევალებოდა ჯგუფისთვის შეიარაღების მიწოდება, მომზადება­ და უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან, რომელთაც მუხანათურად გაუხსნეს ცეცხლი. როგორც ჩანს, მაისურაძე ბოლო დროს უკრაინაში სააკაშვილის შეიარაღებული რაზმების რიგებში იყო. მას და ლორთქიფანიძეს სააკაშვილი მფარველობდა და როგორც კი ლორთქიფანიძეს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან კავშირსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში წაუყენეს, ორივე გაიქცა. უკრაინელებმა დაიწყეს საქმის შესწავლა და, ვფიქრობ, მაისურაძე არა რუსეთის, არამედ უკრაინის სამართალდამცველების მოთხოვნით დააკავეს. სავარაუდოდ, მას არა მარტო რუსეთში, აქაც წაუყენებენ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებას გია ლორთქიფანიძესთან ერთად (მას საქართველოს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე წარუდგინა). მაისურაძის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში მოხდება, რომელიც ამას ითხოვს, ანუ რუსეთში.

ნანა ფიცხელაური

04 იანვარი 2017 13:27
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, დრო მოვა და მიიღებ მისაღებს
.rtuker
18 დეკემბერი 2016 20:40
სწორედ რო ეგაა და ლოტთქიფანიძე.ჯერ რო გამოიყენეს და მერე რო გაანადგუტეს ჩეჩნები და ზედ ქართველიც მიაყოლეს

რედაქტორის რჩევით