უკრაინაში - "კანონიერი ქურდი", საქართველოში - მხატვარ-პეიზაჟისტი - რა შეცვალეს ქურდულ "კარაბ­ადინში"?!
17-01-2017
უკრაინაში - "კანონიერი ქურდი", საქართველოში - მხატვარ-პეიზაჟისტი - რა შეცვალეს ქურდულ "კარაბ­ადინში"?!
"კანონიერი ქურდები" კანონებს მოერგებიან?!

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში დავით გერლიანი უკრაინელ სამართალდამცველებთან აღიარებს, რომ ის "კანონიერი ქურდია". ქართულ სასამართლოში კი მან "კანონიერი ქურდობა", ქურდულ სამყაროსთან კავშირი საერთოდ უარყო და მართლმსაჯულებას თავისუფალ, ევროპაში მოხეტიალე მხატვარ-პეიზაჟისტად წარუდგინა თავი


უკრაინიდან საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს დავით გერლიანი-ჩაჩიბაია ("სვანი") ჩამოფრინდა, რომელიც სამართალდამცველებმა "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით თბილისის აეროპორტშივე დაა­კავეს. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ­ ბრალდებული""კანონიერი ქურდობის" ბრალდების ნაწილში გამა­რთლ
და, საზღვრის უკა­ნო­ნოდ­ გადაკვეთის ნაწილში კი თავი დამ­ნაშავედ ცნო და ჯარიმა დაეკისრა.

42 წლის დავით გერლიანმა­ სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწ­ესებულებებში ცხოვრების ნახევარი გაატარა, 2014 წელს კი, გავრცელებული ინფორმაციით, მინდია­ გორაძის, იმავე "ლავას ოღლის" ინიციატივით ხოფაში ქურდად მოინათლა."სოციალურ ქსელში განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოში გერლიანი უკრაინელ სამართალდამცველებთან აღიარებს, რომ ის "კანონიერი ქურდია", ქართულ სასამართლოში კი მან "კანონიერი
ქურდობა", ქურდულ სამყაროსთან კავშირი საერთოდ უარყო და მართლმსაჯულებას თავისუფალ, ევროპაში მოხეტიალე მხატვარ-პეიზაჟისტად წარუდგინა თავი.

"ქურდული კონსტიტუციის" თანახმად, ქურდმა საჯაროდ, არანაირ სიტუაციაში არ უნდა უარყოს სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კრიმინალური კარიერა დასრულებულია და ასეთი პერსონა საძმოსთვის მიუღებელი ხდება.

ქურდული სამყარო ბოლო დროს უფრო ლიბერალური გახდა.­ კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლის მონათხრობით ირკვევა, რომ
ევროპის ერთ ქვეყანაში გამართულ "სხადნიაკზე" "პრაგონი" გატარდა და გად­აწყდა, რომ ქურდულ "კარაბ­ადინში" ცვლილება­ შეეტანათ, კერძოდ, საქართ­ველოში, სადაც ქურდობა კანონით დასჯადია, დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს სასჯელის თავ­იდან აცილების მიზნით ნება დართეს, უარყონ ქურდობა, მათთვის მთავარია ერთმანეთის ნდობა, თორემ პოლიციელების მოტყუება ცოდვად არ ჩაეთვლებათ.

ქურდულ სამყაროსთან გამოცხადებული ბრძოლა საქართველოში ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, როდესაც "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონში გაჩნდა 223-ე პრიმა მუხლი "კანონიერი ქურდობისა" და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ". ეს საკითხი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

ლია მუხაშავრია, იურისტი:
- ვიღაცას რომ მიაწერენ "კანონიერი ქურდის" სტატუსს, არ არის საკმარისი მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბოლო დროს რამდენიმე მოსამართლემ მიიღო გამამართლებელი განაჩენი, როდესაც ბრალდებას პირის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა - ის, რომ ვიღაცამ ოდესღაც აღიარა, რომ იყო ამ სტატუსის მატარებელი, ვინაიდან მას არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, სასამართლომ გაამართლა. 223-ე პრიმა მუხლის მიღება თავის დროზე, ჩემი აზრით, შეცდომა და უსამართლო პოლიტიკური ნების გამოხატულება იყო, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. იმ რეჟიმს ჰქონდა დანაშა­ულებრივი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოვადგენ მოქალაქეს, რომელმაც სასამართლოში აღიარა, რომ მას ე.წ. კანონიერი­ ქურდის სტატუსი აქვს, თუმცა არანაირი დანაშაული არ ჩაუდე­ნია.­ სასჯელს იხდიდა საფრანგე­თში და გათავისუფლდა იმიტომ, რომ საპატიმროში კარგად იქცე­ოდა. გათავისუფლებასთან ერთად­ მოხდა მისი დეპორტაცია საქართ­ველოში. მას აეროპორტში დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს მოდულის შენობაში. ის მოსამართლემ გაამართლა და დაასაბ­უთა, რატომ ვერ შეძლო პროკურატურამ ბრალდების დადასტურება.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სარჩელი, რომლითაც­ ვითხოვთ, რომ მან ანტიკონსტიტუციურად ცნოს 223-ე პრიმა მუხლი. ვერ­ავინ მეტყვის, რას ნიშნავს, "კან­ონიერი ქურდობა", ან ქურდუ­ლი სამყაროს წევრობა. არ შეიძლება ასეთი გაურკვეველი მუხლი არსე­ბობდეს და ის მძიმე დანაშაულად­ იყოს აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, ასეთ პირებს უკანონოდ უკრძალავენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას და აიძულებენ, დატოვონ სახელმწიფოს ფარგლები მაშინ, როცა სამართალდამცავ ორგანოებს ამისი არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ეს მოქალაქეების სამშობლოდან გაძევებაა. თუ პირი არღვ­ევს კანონს, სჩადის­ დანაშაულს და საზოგადოებისთვ­ის საშიშია, მას სახელმწიფო უნდა უპირისპირდებოდეს სამართლებრივი მეთოდებით­ და არა ასეთი მახინჯი პრაქტიკით.

პოლიტიკურმა ნებამ შექმნა "კან­ონიერი ქურდობა­" დანაშაულად, თორემ მანამდე ის დანაშაული არ იყო. ეს კანონი ასეთი ფორმით მხოლოდ საქართველოში არსებობს. ამიტომაც შეცვალა ქურდულმა სამყარომ ტაქტიკა და მათ წრეში გაჩნდა ლიბერალური­ ფორმები.

რას ითვალისწინებს მუხლი 2231


ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა
1. ქურდული სამყაროს წევრობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. კანონიერი ქურდობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

ნანა ფიცხელაური
asea es
17 ოქტომბერი 2017 21:14
ეს მუხაშავრიაა გასაძევებელი ქვეყნიდან თავისი ქურდებიანად. ვითომ არ იცის, ვინ არიან ეს ქურდები, როგორ ცხოვრობენ, როგორ ხელმძღვანელობენ დანაშაულების ჩადენას. როგორი იდეოლოგია აქვთ და როგორ ხრწნიან ახალგაზრდობას. რა გადაგიხადეს ქურდებმა ამდენი, თავს რომ იდებს ასე? ქვეყნის მოღალატე და ახალგაზრდობის მტერი ხარ და ენით ხარ დასაკიდებელი ხეზე, მაგრამ ამ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი. მიშას დროს გეტლიკინა ამდენი, ნახავდი რა მოგივიდოდა. მაგ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას და ქურდების აგულავებას, ნაციონალების დაბრუნება მოჰყვება დაუყოვნებლივ და მერე სად წახვალ ქალბატონო ლია, მაგასაც დავინახავთ.
სამართლიანი
17 ოქტომბერი 2017 18:21
ეგრეთწოდებული "კანონიერი ქურდები" , ყველა მათი მიმდევარი და გულშემატკივარი, არაადამიანები ხართ. თქვენი დრო, საბედნიეროდ დამთავრდა და აღარასდროს მოვა. ძალიან კარგია, ასეთი მუხლი რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში თქვენს წინააღმდეგ, გაცილებით მეტი სასჯელი უნდა ამისთვის. სადაც თქვენნაირი ხალხი იცხოვრებს, იქ ნაკლებად შესაძლებელია, რამე კარგად იყოს.
გუგუ
06 მარტი 2017 16:06
სწორიაქალბატონი ლია...

რედაქტორის რჩევით