"გირჩის" ოფისში პოლიცია მივიდა
"გირჩის" ოფისში პოლიცია მივიდა
”გირჩის” ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ ოფისში შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯაფარიძემ განუცხადა, ამჟამად სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რათა პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარონ. მისივე თქმით, პოლიციამ მას სასამართლოს განჩინება წარუდგინა, რომელიც პარტიის ოფისის ჩხრეკის ნებართვას იძლევა.

საქმე ახალი წლის ღამეს, „გირჩის“ ოფისში მარიხუანას კულტივირებას ეხება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამჟამად კულტივირებული მარიხუანა მათ ოფისში ინახება. ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის რას მოიმოქმედებენ სამართალდამცველები. „გირჩის“ ხელმძღვანელის თქმით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკითხავთ.



Array
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?