პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს
პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპატრულო პოლიციის მუშაობას?
თვის კითხვადი სტატიები