"თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო" - რა მოხდა თერჯოლის სკოლაში?! - კვირის პალიტრა

"თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო" - რა მოხდა თერჯოლის სკოლაში?!

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის მანდატურისგან იყო ფეხმძიმედ. სკოლის დირექტორმა, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა და მანდატური მუშაობდა, გვითხრა, რომ მანდატური არასრულწლოვნის ცოლად შერთვას აპირებს. სოფელში ამბობენ, გოგონას ოჯახს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო...

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაერკვია, რა მოხდა თერჯოლაში. თერჯოლელებმა გვითხრეს, გოგონა და მანდატური კარის მეზობლები არიან, გოგონა ერთი წელია, რაც სოფლის სკოლიდან თერჯოლაში გადმოვიდა. ის ოთხი თვის ორსულიაო.

თერჯოლის რაიონის მკვიდრი: - არც ერთი ოჯახი მომხდარზე არ ლაპარაკობს. მთელი სოფელი კი არა, რაიონია თავზარდაცემული. ვინ იფიქრებდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევა თუ მოხდებოდა. მე 16 წლის გოგონა მყავს... ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც არ გაივლოს. მანდატურს ყველა კარგად ვიცნობთ, ერუდირებული წყნარი ადამიანია, მას და მის ოჯახს სოფელში პატივს სცემენ, თუმცა მომხდარით შოკირებული ვართ...

- ეს ამბავი როგორ გახმაურდა?

- ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია.

ყველამ ვიცით, რომ გოგონა სკოლაში ხშირად მიჰყავდა მანდატურს. როგორც გავიგე, ერთი კვირის წინ გოგონას უთხოვია ამ მამაკაცისთვის, ექიმთან წამიყვანეო. მასაც წაუყვანია. გინეკოლოგს გაუსინჯავს და ორსულობის დადასტურებისთანავე პოლიციისთვის შეუტყობინებია. იმასაც ამბობენ, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვსო.

მჯერა, სიმართლეს სამართალდამცველები დაადგენენ. ამბობენ, დაქორწინებას აპირებენ და ამით უნდათ საქმის ჩაფარცხვაო. ითქვა ისიც, თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ახლა უკვე თანახმაა, გოგო ცოლად მოიყვანოს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია:  "ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს"