"გოგონა დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა და..." - მანდატურს, რომლისგანაც 15 წლის მოზარდი დაფეხმძიმდა, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
"გოგონა დაუსახლებელ ადგილზე წაიყვანა და..." - მანდატურს, რომლისგანაც 15 წლის მოზარდი დაფეხმძიმდა, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
"დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც­ არ გაივლოს"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის მანდატურისგან იყო ფეხმძიმედ.


მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სხვაგვარი სექსუალური მოქმედება 16 წლამდე ასაკს მიუღწეველთან) დაიწყო. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით, სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით  გირაო შეუფარდა.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო
სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც "კვირის პალიტრასთან" სკოლის დირექტორმა,­ სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა და მანდატური მუშაობდა, განაცხადა, რომ მანდატური არასრულწლოვნის ცოლად შერთვას აპირებს. სოფელში ამბობენ,­ გოგონას ოჯახს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო...

თერჯოლის რაიონის მკვიდრი: - არც ერთი ოჯახი მომხდარზე არ ლაპარაკობს. მთელი სოფელი კი არა, რაიონია თავზარდ­აცემული. ვინ იფიქრებდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევა თუ მოხდებოდა. მე 16 წლის გოგონა მყავს... ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც­ არ გაივლოს. მანდატურს ყველა
კარგად ვიცნობთ, ერუდირებული წყნარი ადამიანია, მას და მის ოჯახს სოფელში პატივს სცემენ, თუმცა მომხდარით შოკირებული ვართ...

- ეს ამბავი როგორ გახმაურდა?

- ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია.
ყველამ ვიცით, რომ გოგონა სკოლაში ხშირად მიჰყ­ავდა მანდატურს. როგორც გავიგე, ერთი კვირის წინ გოგონას უთხოვია ამ მამაკაცისთვის, ექიმთან წამიყვანეო. მასაც წაუყვანია. გინეკოლოგს გაუსინ­ჯავს და ორსულობის დადასტურებისთანავე პოლიციისთვის შეუტყობინებია. იმასაც ამბობენ, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვსო.

ამბობენ, დაქორწინებას აპირებენ და ამით უნდათ საქმის ჩაფარცხვაო. ითქვა ისიც, თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების - ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ახლა უკვე თანახმაა, გოგო ცოლად მოიყვანოს.

- ამ კაცს ოჯახი არ ჰყოლია?
- არა, თუმცა ადრე სხვა ქალთან ჰქონია ურთიერთობა და ცოლად აღარ მოუყვანია, იმას ვენები გადაუჭრია.
გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მშობლები პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. მამამისი ხან შეშას ყიდის, ხან ნაკელს. ერთი მარჩენალი ძროხა ჰყავდათ და ცოტა ხნის წინ მოუკვდათ.

(იხილეთ სტატია სრულად: "ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს!")


marina
11 თებერვალი 2017 11:40
მაპატიეთ,მეც. გოგო მყავს,ცხადია ძალიან განვიცდი ამ ამბავს,მაგრამ მე ამ გოგოში ვერც დაზარალებული,გაუპატიურებული დავინახე,ვერც 15 წლის ბავშვი,ჩამოყალიბებული გამოცდილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს,რომელმაც გააზრებულად ჩაიდინა და ჩაადენინა დანაშაული.
meri-mria
01 თებერვალი 2017 20:37
ამაზრზენია ყველაფერი--!!კაცსაც მოეტხოვება წინდახედულება და ტუტრუცანა გოგოს ჩკუაზე არ უნდა იაროს!!
David 67-ს
01 თებერვალი 2017 16:40
ესეთი პატარა გოგო ამხელა კაცს კისერზე რომ ჩამოჰკიდებოდა ზედ არ უნდა შეეხედა მისთვის, და ნუ ამართლებთ. გოგოც დამნაშავეა, მაგრამ ათმაგად დამნაშავეა ეს კაციც!
David 67
31 იანვარი 2017 03:20
ისე ამბობთ 40 წლის კაცსო,თითქოს 15 წლის ბიჭისთვის რომ მიეცა ეს კარგი იყოს! ღიახაც ეს კაცი არ უნდა დაისაჯოს. აქ ძალადობას არ ჰქონია ადგილი

ნინოს! ჰოდა მიწასთან გასწორება თუ არ გინდათ თავი შეიკავეთ,როდესაც რაღაც ამდაგვარი მოგინდებათ
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა