"ადევნება" - ქალთა უფლებების დასაცავად კანონში ახალი ცნება ჩნდება
30-01-2017
"ადევნება" - ქალთა უფლებების დასაცავად კანონში ახალი ცნება ჩნდება
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახური კონფლიქტების დროს შემაკავებელ ორდერს სასამართლო ამტკიცებს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სასამართლოს ჩართულობა საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში...

გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიწონა. ის 20-მდე კანონს შეეხება და მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება "ადევნება" - უკანონო თვალთვალი, სატელეფ­ონო, ელექტრონული ან
სხვა საშუ­ალებებით არასასურველი კომუნი­კაცია, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად­ შეცვალოს ცხოვრების წესი, ამ ქმედებებისთვის მაქსიმალური სასჯელი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.

"ზოგს ჰგონია, რომ ადევნების მსხვერპლი­ შეიძლება მხოლოდ ქალი იყოს. არადა, ვიცით
რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცი იყო საპირისპირო სქესის ადევნების მსხვერპლი. როდესაც ერთი ადამიანი­ მეორეს მოსვენებას არ აძლევს,­ ცდილობს­ ფსიქოლოგიურად იძალადოს, რომ სასუ­რველ შედეგს მიაღწიოს, ეს ქმედება იქნება­ დასჯადი",- ამბობენ იუსტიციის სამინისტროში.
აბორტის იძულებასთან ერთად, დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულება. სს კოდექსს ემატება ასევე ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას.

იმავე დანაშაულის ჩადენა ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ დამა­მძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. არასა­მთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამ სახის ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან­ ბოლო დროს ქალთა წინადაცვეთის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ რიტუალს რელიგიური ან ეთნიკური ტრადიციების გავლენით ასრულებენ...

ცვლილებები შედის "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონშიც. თუკი დღევანდელი რედაქციით ოჯახური ძალ­ადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტა­ციით, დროებით საცხოვრებელში ყოფნისას კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც...

თუკი ძალადობის მსხვერპლი არ არის საქართველოს მოქალაქე,­ არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი­ იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახური კონფლიქტების დროს შემაკავებელ ორდერს სასამართლო ამტკიცებს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლოს ჩართულობა საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში.
ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებასაც აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ­ ოჯახში გამოვლენილი ძალადო­ბის მსხვერპლს ეკისრებოდა.
ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძა­ლადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დან­აშაულის ჩადენის ადგილის მიხედ­ვით, პოლიციამ კი ძალადობის მსხვერპლ ქალს უნდა აცნობოს­ ამ პირის გათავისუფლების შესახებ.

პროფესიული საქმიანობისას კონფიდენციალურობის დაცვა ევალებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ადვოკატებს, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმ­აცია ქალებზე ძალადობის ან/და ოჯახში­ ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საში­შროება...

ხშირად მოძალადე დანაშაულს ცეცხლსასროლი იარაღით სჩადის. ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებ­ული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებ­რივ-საშტატო იარაღის ტარება;­ ხოლო, თუკი პირი უკვე ფლობს იარ­აღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარ­აღი ჩამოერთმევა.
როგორც მთავრობაში ამბობენ, მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება სტამბოლის კონვენციას, რომლის მიზანია, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, გამოიძიოს და აღმოფხვრას ოჯახში ძალადობა, ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის ცხოვრებაში გატარებას.

საინტერესოა, რა შენიშვნები ექნება კანონპროექტის ავტორებთან პარლამენტს. სწორედ მათზეა დამოკიდებული შევა თუ არა ცვლილებები კანონებში.

თეა ხურცილავა
მარტა
25 აგვისტო 2017 00:27
ოჯახში ძალადობის თემა მეტად საყურადღებოა.მოძალადე არის იგივე დანნაშავე საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ,ხშირ შემთხვევაში სუსტების მიმართ,ამიტომ მოძალადე უნდა დაისაჯოს.ასეთი კანონი თუ ამოქმედდება ვფიქრობ უკეთესი იქნება,ასევე როდესაც ორდერი გამოიცემა მოძალადე უნდა გაიყვანონ სახლიდან,თანაც დიდი ხნით ,ერთი ორი წელი და დაეკისროს საზოგადოებრივი შრომა მეთვალყურეობის ქვეშ.რატომ უნდა გაიყვანონ მსხვერპლი არ მესმის,ის ხომ უარეს დღეში ვარდება შემდგომ,მითუმეტეს თუ ბავშვებიც ახლავს.ბევრი ქალი მაგალითად ვერ ტოვებს პატარა ბავშვებს უპატრონოდ რომ იმუშაოს,განიცდის დიდ ფინანსურ გაჭირვებას რის გამოც შესაძლოა გახდეს კიდევ ძალადობის მსხვერპლი.ამიტომ თუ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას მსხვერპლთა დაცვაზე წესები და კანონები უფრო უნდა გამკაცრდეს და დაიხვეწოს.მსხვერპლი ერთი ექვსი თვე ფინანსურ დახმარებას მაინც უნდა იღებდეს,სანამ შეძლებს იმუშაოს და თავი ირჩინოს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები