"ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო" - რატომ მოექცნენ სასტიკად ისრაელელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს?!
"ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო" - რატომ მოექცნენ სასტიკად ისრაელელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს?!
"როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო"

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 28 იანვარს ისრაელში ჩასული ოცდაათამდე ქართველი მგზავრის უფლებები დაირღვა, მეტიც, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან. იურისტი, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი­ ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში
ადანაშაულებს. მისი თქმით, ისრაელში დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ეხებოდა.

- კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო­ ჩემსა და ებრაელ მოქალაქეს შორის, რომელმაც საქართველოში შშმ პირებისთვის­ სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ააშენოს. როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე,­ ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა,
მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტ­აცია და ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო­ ორგანიზაციის აღმასრულებ­ელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი,­ რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1.000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან­ ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამოგვართვეს მობილურები... მერე შეგვიყვანეს შენ­ობაში - ფაქტობრივად, თავისუფლება­ აღგვიკვეთეს, არ მოგვცეს ოჯახებთან დაკავშირების საშუალება. გვიყვიროდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მერე შემოიტანეს­ მჟავე და ვადაგასული საკვები, ჩაყარეს ხელ-პირის საბან ნიჟარაში და გვითხრეს, გვეჭამა. ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით დასალევად მოგვიტანეს თბილი და ჭუჭყიანი წყალი.

ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო. ამასობაში მაგიდას შევავლე­ თვალი და პლასტმასის კოვზი დავინახე. ავიღე­ და ვუთხარი, თუ არ მომეშვებით, ამ კოვზით ვენებს გადავიჭრი-მეთქი. ხელები გადამიგრიხეს და უფანჯრო ოთახში შემაგდეს, 270 დოლარი გადაიხადე და შენს სამშობლოში გაფრინდებიო... აეროპორტში მივედით, 300-300 დოლარი ჩამოგვართვეს და საქართველოში სხვადასხვა რეისით გამოგვამგზავრეს. ჯერ - კიევში, შემდეგ კი თბილისში ჩამ­ოვფრინდი, ჩემი საბუთები საქართველ­ოში დამხვდა, ჩემოდანი კი - კიევის თვითმფრინავში. ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ სხვებიც. იქ იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთაც ოქროული მოჰპარეს. გვეუბნებოდნენ, თქვენს ხელისუფლებას მოსთხოვეთ იმაზე პასუხი, რაც ხდებაო.

ვაპირებთ საჩივრის შეტანას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ერთადერთი კითხვა მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან: რა ჰქვია ამას და რა იყო მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში­ არ უნდა შევსულიყავი?
ამ მდგომარეობაში 30-მდე ადამიანი აღმოვჩნდით. როგორც მითხრეს, ქართველებს­ ხშირად უწევთ ასეთი შეურაცხყოფის­ ატანა ისრაელის მესაზღვრეებისგან. ვითხოვთ, ხელისუფლებამ მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს. დავიწყებთ მასობრივ აქციებს და გამოვა ყველა ქართველი, ვინც ამ უკანონობის მსხვერპლია.

კობა ხაჩიძე, მგზავრი: -
ისრაელში­ მივდიოდი როგორც ტურისტი. ჩაფრენისთანავე ქართველებს ჩამოგვართვეს პასპორტები, შეგვიყვანეს ოთახში და გამოგვკითხეს, სად და რატომ მიდიხართო. როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო. შემდეგ მანქანებში შეგვყარეს, წაგვიყვანეს და საკნებში ჩაგვკეტეს. უმძიმეს სიტუაციაში ვიყავით. გვში­ოდა და არ გვაჭმევდნენ, ბოლოს ძლივს მოიტანეს თევზის ჰამბურგერი.

წყალი დღეში ერთხელ მოჰქონდათ. უფანჯრო ოთახში სამი ღამის გათევამ მომიწია. შემდეგ წაგვიყვანეს აეროპორტში, ჩაგვსხეს თვითმფრინავში, ჩვენი პასპორტები პილოტს გადასცეს და საქართველოში გამოგვაფრინეს. პასპორტში უკან შემოსვლის ბეჭედი არც ჩაგვირტყეს... გვეუბნებოდნენ, საქართველოდან აქ ჩამოსულები არ დაგინახოთ... ამას სხვებიც დაადასტურებენ. კამერაში შვიდი კაცი ვიყავით. ზედა სართულზე ქალები ჰყავდათ, მათ შორის ინვალიდებიც იყვნენ. როგორ გვექცეოდნენ, ამის დამადასტურებელი კადრებიც მაქვს გადაღებული. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ამბობს, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის ღირსების საკითხია...

10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს, შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია...
იმის გასარკვევად, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სასტიკი დამოკიდებულება ქართველების მიმ­ართ, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას მივმართეთ:

- პრობლემა გამოწვეული უნდა იყოს სამი ფაქტორით. 1. უსაფრთხოება 2. არალეგალური მიგრაცია და 3. რუსულენოვანი მიგრანტების მხრიდან ნაციონალისტური გამოხდომები. ისრაელმა გაამკაცრა საზღვრები, ვინაიდან პალესტინასთან დაძაბულია სიტუაცია, ხდება ტერორისტული აქტები, ამას ემატება "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან საფრთხის ელემენტები. ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ალყაშია, ეროვნული უსაფრთხოების გარემო არის მყიფე­ და მოწყვლადი და ისიც ადეკვატურად ცდი­ლობს რეაგირებას. როცა ქვეყანაში­ დიდი რაოდენობით ტურისტი ჩადის, ამიტომაც აქვთ ასეთი რეაქცია. ისრაელში არა­ლეგალურად ჩასული დაახლოებით 8 000 ქართველია. რუსულენოვან ებრაელებს­ დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე, ხელისუფლებაშიც ჰყავთ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, საკმაოდ ძლიერი რუსული პარტიაა შექმნილი, რომელიც, ფაქტობრივად, მმართველი პარტიაა. შესაძლოა, რუსული გავლენაც უკავშირდება ქართველების მიმართ დამოკიდებულებას...

ჩვენ ებრაელ ხალხთან არასდროს გვქონია დაძაბული ურთიერთობა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია ანტისემიტური გამოხდომები.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (43)
ნინო
01 სექტემბერი 2017 11:28
არავითარი რუსული პოლიტიკა. ნუ მიაბრალებთ ახლა ყველაფერს რუსებს. და მეორე არავითარი ტერორისტული მოძრაობები როდის იყო ქართველი ადამიანი ტერორისტი ვის ახსოვს ქართველებიდან ტერორისტული ფაქტები. მე ისრაელში ვცხოვრობ უკვე 18 წელია. მე თვითონ ქართველივარ მაგრამ ისრაელის მოქალაქე. ებრაელები ქართველებს ყოველთვის კარგად ექცეოდნენ და უყვარდათ ქართველი ხალხი მაგრამ რაც უვიზო რეჟიმი შემოვიდა ისრაელის სახელმწიფოს მოაწყდა აუარებელი ტურისტი რომელიც შემოვიდა საქართველოდან და უკან აღარ დაბრუნდა. 8.000 ქართველია ისრაელში რომელიც დევნილობისა და რაღაც მიზეზების გარდა უკან აღარ დაბრუნებულა. რაც არალეგალერია იმაზე აღარ ვლაპარაკობ.ახლა გაინტერესებთ მიზეზი. მე მომსწრე ვარ ამ ამბების ქურდობა, სმა და ჩხუბი აყალ მაყალი, ხალხის გაუთოვება, ქალბატობეტონების 100% დან ვინც ოჯახებში მუშაობს 80% მა ოჯახები გაქურდეს. მაღაზიაში ვერ შევდივართ ნორმალურად უკან დაგვდევენ იციან ქართველები ვართ და აუცილებლად რაღაცას მოვიპარავთ. ქართველი ქალბატონები გადასული არიან მდიდარი მამაკაცების გამოჭერასა და ოჯახების დანგრევაში. აი ამის შემდეგ ისრაელს ემდურებით კიდე?. გიკვირთ რამე კიდე?. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და სიკვდილამდე მეყვარება ჩემი სამშობლო და ჩემი ქართველობა. უბრალოდ მრცხვენია. მე მაღაზიაში ვმუშაობ და ბევრი დამინახია რომ იპარავენ და თვალი მომირიდებია ბევრიც მელიციის გამოძახებას გადამირჩენია მაგრამ რაღაცას საზღვარი უნდა ქონდეს. არ მეთანხმებით?. ერთმა ებრაელმა იცით რა მითხრა?. თქვენ ხომ არ იცით რა ქვეყანა გაქვთ რას ანგრევთ საკუთარი ხელითო. თქვენი ქვეყანა თავზე წამოიცვით?. ჩვენსას მოადექით ნურას უკაცრავად ქვეყანას ჩვენს სამშობლოს რომელიც ასე უბედურებით მოვიტანეთ თქვენნაირ უტვინო ერს არ დავანგრევინებთო. ახლა განსაჯეთ ებრაელები და ჰინდ უჩივლეთ. მე არავის მხარეს არ ვიჭერ უბრალოდ სიმართლეს ვამბობ
ნინი
15 მარტი 2017 11:15
ჩვენი მთავრობის ბრალია ასე რომ გვექცევიან,ჩვენი მთავრობა საქართველოში ქართველებს როგორ ექცევა აბა გაიხსენეთ ფაქტები .რამდენი ქართული ოჯახი გაამწარა,ამას სხვა ქვეყანაც ხედავს და იმიტომაც გვექცევიან ეგრე.რატომ უნდა მიდიოდეს ქართველი სამუშაოდ და არა მართლა ტურისტად.არავინ არ მიაქცევს ამ საკითხს ყურადღებას დაკეტავენ საზღვარს და ეგ იქნება.ეხლა ევროპაშიც გაგვიცნობენ ))) იგივე მოხდება იქაც თუ მთავრობა არ დაგვეხმარება ხალხს რომ აღარ ვიყოთ სხვაგან სამუშაოდ წასასვლელი რომ ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს.
ზურა
14 მარტი 2017 11:47
ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოები ანალოგიურ ზომებს იყენებენ. რაც მეტს დაუთმობ უფრო გათავხედდებიან. ევროკავშირი ამერიკასთან აპირებს სავიზო რეჟიმის აღდგენას, რათა დაიცვას თავისი წევრი რამოდენიმე ქვეყნის ინტერესი.
gio
27 თებერვალი 2017 01:01
არავის არუყვარს ემიგრანტები. ჩვენ რა გვიყვარს საქართველოში ემიგრანტები. როგორც ტურიტები რო ჩავსულიყავიტ და თავის დროზე დავბრუნებულიყავით ხმის ამომღები არავინ იყო. ხალხი ვიცი 2000 3000$ თავისუფლად აკეტებს და ცუდათ მოფყრობა კიდე ზღაპრებია ვისაც არსიამოვნებს დაბრუნდეს საქართველოში.
keti
23 თებერვალი 2017 16:46
ra reagirebazea xalxo saubari. chven qveyana ar gvaqvs da shesabamisad arc patroni gvyavs. chveni mtavrobis damsaxurebaa yvelas monad rom gauxdnen qartvelebi da yvelasgan atas damcirebas rom gebuloben. vai aset qveyanas da aset mtavrobas.
Nino
22 თებერვალი 2017 22:36
Kvelas xomunda amoesvas chveni mtavroba.ertxel sxvam gaitvaliscinos chveni aZri.sastumro aqvs chem axlobels bakurianshi da unda naxot xalxo ra raodenibis ebraeli shemodis kobeldgiurad.chvenc gavamkacrod tundac imito tviton rom ase gvamcireben magram matxovati mtavroba ogond 1 dolari daxarjos vinmem da ........
22 თებერვალი 2017 15:10
Ra sashinelebaaaa
giorgi
22 თებერვალი 2017 12:42
რუსეთს ნუ აბრალებთ ჩვენდამი დამოკიდებულებას. არ გამიგია რუსეთის მოქალაქეებს მსგავსად ექცეოდნენ. პრობლემა ჩვენშივე უნდა ვეძებოთ, რომელ ქვეყანაშიც შევიდნენ ქართველები, ყველგან გააფუჭეს საქმე. შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში და სხვა ბევრ ქვეყანაში ჩვენი გაგონებაც აღარ უნდათ. ჩემ ნაცნობსაც ანალოგიურად მოექცნენ, თან მას თვითონ ებრაელისგან ჰქონდა მიწვევა, რომ სტუმრად ჩასულიყო და აეროპორტში ელოდებოდა ის ადამიანი, არც შეახვედრეს და არც დაალაპარაკეს ისე გამოაბრუნეს უკან.

ამ ყველაფერზე უნდა ხელისუფლებამ გაახილოს თვალი. რომ ჩამოვიდა ის ადამიანი აეროპორტში მოითხოვა განმარტება რა მიზეზით გამოუშვეს და რატომ ექცევიან ქართველებს ესე და განუმარტოს რომ იციან და ხშირი შემთხვევაა ეს. ხოდა ჩვენც რომ გავაბრუნებთ ღიმილით უკან მათ წარმომადგენლებს, მერე ისწავლიან პატივისცემას. ნებისმიერი ქვეყანა აქამდე ერთ ამბავს ატეხდა და თან ეს არაა ერთი და ორი შემთხვევა. მასობრივად ხდება უკვე.
22 თებერვალი 2017 09:54
უმღერეთ კიდევ "26 საუკყნე ჩვენს სიყვარულს ნათელს ჰფენდა!"
vasili
21 თებერვალი 2017 20:38
რად გიკვირთ რომ კართველებს ასე ცუდად გეპყრობიან ,სადაც ზოგიერთმა კართველმა ფეხი დადგა სხვა კვეყნებში ყველგან მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს ვინც მყავს მხედველობაში ყველამ კარგად იცით ზოგის ოჯახი გაკურდეს ,ზოგის დაუთოეს და ა.შ. შეაჯავრეს კართველი კაცი და ნუ გაგიკვირდებათ , რატო თავიდან არ იყო ასეთი დამოკიდებულება კართველების მისამართით, ევროპაშიც ამიტომ არ გვაძლევდნენ ვიზა ლიბერალიზაციას

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?