"რუსლან ზუგდიდსკის" "რაზბორკები" - დაპირისპირება ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და ჩეჩენ კრიმინალებს შორის
"რუსლან ზუგდიდსკის" "რაზბორკები" -  დაპირისპირება ქართველ "კანონიერ ქურდებსა" და ჩეჩენ კრიმინალებს შორის
რუსეთის ქალაქ ტუვის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია დაპირისპირება "რუსლან ზუგდიდსკის" სახელით ცნობილ, ქართველ "კანონიერ ქურდ" რუსლან გეგეჭკორსა და ჩრდილო კავკასიელ მუსლიმანებს შორის მოხდა. რუსლან გეგეჭკორი კრიმინალურ სამყაროში Шляпа Младший-ს სახელითაა ცნობილი.

სააგენტო "როსბალტის" წყაროს გადმოცემით, ქართველმა "კანონიერმა ქურდმა" არასახარბიელოდ მოიხსენია ჩეჩნები, რის გამოც ერთ-ერთმა ჩეჩენმა მას ხელი გაარტყა. ამავე დღეს გეგეჭკორი, 20 პატიმართან ერთად, შეიჭრა კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა 8 დაღესტნელსა და ჩეჩენს.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩხუბისას მატერიალური ზარალი მიაყენეს მეჩეთს.

მომხდარის შესახებ მალევე გაიგეს ჩეჩნურ დიასპორაში, მათ შორის კრიმინალურმა ავტორიტეტებმაც. სააგენტოს წყაროს თქმით, ჩეჩნები რუსლან გეგეჭკორთან ერთად, მის მამას, ასევე "კანონიერ ქურდს", როლანდ გეგეჭკორს ემუქრებიან.

კრიმინალურ სამყაროში ქართველი "კანონიერი ქურდებისა" და ჩეჩნების დაპირისპირება დღეს ყველაზე აქტუალური თემაა, ამბობენ, რომ შესაძლოა სისხლიც კი დაიღვაროს.

29 წლის რუსლან გეგეჭკორი 2016 წლის 29 მარტს დააკავეს. ჩხრეკისას მას 0,7 გრ ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოაჩნდა. მას 10 წლით
თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა 2016 წლის 5 ივნისს მოსამართლემ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ქართველი "კანონიერი ქურდი" ზუგდიდში დაიბადა. ქურდის სტატუსი ჯერ კიდევ მის ბაბუას ნოე გეგეჭკორს ეკუთვნოდა, როგორც ამბობენ, ის მე-3 თაობის ქურდია. როგორც დაკავებისას აღმოჩნდა, ქართული წარმოშობის კრიმინალური
ავტორიტეტი უკრაინის მოქალაქეა. მისი "კურთხევა" მამის როლანდ გეგეჭკორის მცდელობის შემდეგ, 2014 წელს, კუნძულ კვიპროსზე მოხდა. მისი "მონათვლა" კი "დედ ჰასანის" კლანის წევრებმა მერაბ მზარელიამ, მერაბ ფიფიამ, მერაბ "სოხუმსკიმ" და გიორგი ელერჯიამ იკისრეს. (წყარო)

იხილეთ ასევე: ვინ არის "კანონიერი ქურდი" გელა ქარდავა, რომლის დაკავების თაობაზე უკრაინის შს მინისტრი "ფეისბუკის" გვერდზე წერს

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
zugdideli
06 მარტი 2017 13:30
კანონიერმა კურდმა სტამბოლგს კავკასის ემირატის ადვოკატ კალი რომელიც ერტ სვოტკაზე დაკავებული კურდის დამცველი იკო ზუგდიდელმა რუსლანის მეგობარმა ცოლატ მოიკვანა ვილა და ბენვეც დაუგრევა მუსლიმანებმა ვერ აიტანეს ეს და დაერივნენ კურდებს ვახ გავლენიანი კალის გამო დაეჯახნენ კურდები და ჯიხადი ეს არის სიმარტლე სხვა მეტი არაფერი კურდებს გავლენა უნდატ და კალის გამო დაობენ მუსლიმანი იდიებს სისხლის აგებიტ კანონიერო კურდო რატ გინდოდა მუსლიმანი კალი და ვაჰაბისტი ტარხანის ჯგალი გენერლის საცოლე დატაკეტ კურდები და ვახაბისტები ერტმანეტს ვახ სიკვარულო......გადარია ამ კალმა ეს ზუგდიდელი კურდი
ლუნა
05 მარტი 2017 14:02
ოეე ლუნა რა გაახურე შენ საქმე ,რა შუაშია მეგრელი ,ჩეჩენი,ვიღაც კრიმინალებმა ერთმანეთს დასცხეს,
ან სად ჩეჩენი სად მეგრელიო რომ იძახი რა იყო ქართველებზე მაღლა მდგომად მიგაჩნია ჩეჩნები თუ რა?
ვახო
04 მარტი 2017 13:08
არ მოაჭამონ ფეხები ზუგდიდსკის
dato
22 თებერვალი 2017 05:46
მაგას კალის გამო მოხვდა მუსლიმან კალი ადვოკატის გამო კურდმა ახია ვახაბისტს პანკისელს კალი და იმიტომაც მოხვდა სტამბოლს დერივნენ მუსლიმანები
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა