"როცა ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მან გააკეთა ჩანაწერი, მე მკითხეთ, მჯერა, რომ გვარამიამ გააკეთა?"
"როცა ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მან გააკეთა ჩანაწერი, მე მკითხეთ, მჯერა, რომ გვარამიამ გააკეთა?"
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.

მამუკა ახვლედიანს მოსამართლის თანდასწრებით, მასა და ნიკა გვარამიას შორის გამართული შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე ჰკითხავენ.

როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, მას მიაჩნია, რომ ფარული აუდიოჩანაწერი მონტაჟია და მისი საუბარი სხვადასხვა პირებთან წარმოებული დიალოგიდან არის ამოკრებილი.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ასევე ინტერესდება, რატომ არავინ ეკითხება მას იმის თაობაზე, სჯერა თუ არა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ ჩანაწერი ნიკა გვარამიას მიერაა გაკეთებული.

როცა ინფორმაციას გამოძიების თაობაზე იგებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის ბრიფინგიდან, ცოტა უცნაურია ამ ტიპის გამოძიება. გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა. როცა ის აცხადებს, რომ მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ, მჯერა რომ გვარამიამ გააკეთა? ეს კითხვა არავის გასჩენია? მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. წარმოდგენა არ მქონდა ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ და არც ის საუბრები ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ. ძალიან ბევრ საკითხზე, რომელზეც იმ ჩანაწერში ვსაუბრობ, ძალიან ბევრ ჟურნალისტთან მისაუბრია და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ნასაუბრები ამ ქვეყანაში. ამიტომაც ვერ ვიხსენებ ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერში საუბრის შინაარსი ჰგავს იმ საუბარს, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში შედგა, სადაც ისიც იმყოფებოდა.

„ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე და მიდიოდა დაახლოებით ორსაათიანი საუბარი. ამ საუბარში მონაწილეობდა სამი პირი და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა. თუმცა, მე რაც მოვისმინე, ეს არის ძალიან ბევრი საუბრიდან ამონარიდები, შესაძლოა, ეს ერთგან ვთქვი, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ეს იყოს ოთხი-ხუთი საუბრიდან ამონაკრებები. თუ იმ სუფრაზეა ჩანაწერი გაკეთებული, მაშინ ძალიან ბევრ სხვა საკითხზეცაა იქ საუბარი და ის ნაწილი სად წავიდა? ალბათ მონტაჟია, სხვა რა სახელი შეიძლება დავარქვა ამას. იქნებ საერთოდ უშიშროებამ ან მესამე პირმა ჩაწერა ეს საუბარი“, - განაცხადა გამოკითხვაზე შესვლამდე მამუკა ახვლედიანმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა