დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: "პატრიარქს რომ შევხედე, მივხვდი, მან იცის სიმართლე"
27-02-2017
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: "პატრიარქს რომ შევხედე, მივხვდი, მან იცის სიმართლე"
მიხეილ რამიშვილი: "მამა გიორგის დაკითხვით სიმართლე გაცხადდება. თუ მას არ დაჰკითხავს პროკურატურა, მაშინ ჩვენ გამოვკითხავთ და გავასაჯაროებთ მის ჩვენებას"

"მამა გიორგის ფარულად დაუმონტაჟეს აპარატურა და რამდენიმე დღის განმავლობაში უსმენდნენ"


ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკ­ანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურ­ატურის გარკვეული ქმედებები კითხვებს ბადებს: "24 თებერვალს მამა გიორგი მზად იყო, მიეცა სრულყოფილი ჩვენება. როგ­ორც კი მისი ხმის, ხელნაწერისა­ და"დნმ-ის ნიმუშების აღება დასრულდა, მოვემზადეთ ჩვენების მისაცემად, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლებმა
წასვლა დააპირეს. კატეგორიულად მოვითხოვეთ, დაეკითხათ, მაგრამ ამაოდ. მამა გიორგი ამბობს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებო".

- სინოდის წევრებს საქმის დეტალები გააცანით?

- საპატრიარქოში დიდი სამთავრობო­ დელეგაცია იმყოფებოდა და, ეტყობა, სინოდის წევრებს გააცნეს საქმის მასალები. მამა გიორგიმ პატრიარქთან შეხვედრა ითხოვა. თუ პატრიარქი ამას ვერ
შეძლებდა, სინოდის წევრები მაინც შეხვედროდნენ­ მას, მაგრამ ამას მოჰყვა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავეს. საინტერესოა, რა საფრთხე შეიქმნებოდა, თუ მასთან მეუფეები მიბრძანდებოდნენ?

- თქვენ შეხვდით პატრიარქს, რაზე ისაუბრეთ და ეს შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა?

- ადვოკატ გიორგი ფანცულაიას დაუ­კ­ავშირდნენ საპატრიარქოდან და სთხოვეს, მივსულიყავით პატრიარქთან. სამივე მივედით და დაახლოებით 5 წუთი ვესაუბრეთ უწმინდესს. მას ზოგიერთ წვრილმანზე გავუმახვილეთ ყურადღება. არაერთხელ მოიკითხა პატრიარქმა მამა გიორგი.

- საქმის დეტალებით არ დაინტერესდა?

- ჩვენ ვუთხარით, რომ მამა გიორგი­ ყველაფერს გააკეთებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. პატრიარქს რომ შევხედე, მივხვდი, მან იცის სიმართლე. დარწმუნებული ვარ, სჯერა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. არ გვითქვამს ახალნაოპერაციევი პატრიარქისთვის, რომ მამა გიორგ­ის მასთან შეხვედრა სურს, ამას ვერ ვეტყოდით. ვუთხარით, მამა გიორგი ბედნიერია, კარგად რომ ხართ და ჯანმრთელობას გისურვებთო.

მამა გიორგი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ჩვენც ვუთხარით პატრიარქს, რომ მის წინააღმდეგ სამხილი არ არსებობს. მარტონი ვიყავით მის კაბინეტში და სხვა არავინ დასწრებია საუბარს.

- იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად, რა წერია ბრალში?

- მამა გიორგი მამალაძეს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

- ამბობენ, თითქოს მაღალი იერარქიის­ პირის მკვლელობის მცდელობაზეც იყო საუბარი, მართალია?

- ბრალის დადგენილებაში ერთი სახელი და გვარი წერია და ეს შორენა თეთ­რუაშვილია. ჯერ ითქვა, თითქოს იგეგმე­ბოდა პატრიარქის მკვლელობა, შემდეგ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მოწამვლა...

- რა ურთიერთობა ჰქონდა მამა გიორგის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძესთან?

- ირაკლი მამალაძე ხშირად მიდიოდა­ მასთან სამსახურში. ირაკლი ამბობს, რომ არა აქვს ნათესაური კავშირი, თუმცა ამას უარყოფს მამა გიორგი და ამბობს, რომ ისინი ბიძაშვილებად ითვლებიან, ერთმანეთთან ნათელმირონობაც აკავშირებთ.

- ჩანაწერებში რაზე საუბრობენ?

- მკვლელობის მომზადება რომ იგეგმებოდა, ამაზე არსად არ არის საუბარი და არც იმაზე, რომ კონკრეტულად შორენას მოკვლა იგეგმებოდა.

- ირაკლი მამალაძემ გააკეთა ეს ჩანაწერები, თუ ოფიციალურად უსმენდნენ დეკანოზს?

- 2 თებერვლიდან დაიწყო მამა გიორგის მიყურადება და თვალთვალი, ამაზე სასამართლოს ბრძანება არსებობს. მას ფარულად დაუმონტაჟეს აპარატურა და რამდენიმე დღის განმავლობაში უსმენდნენ. გამოძიება ირწმუნება, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, თუ მას უსმენდნენ, მითხარით, გამოძ­იებას რატომ არა აქვს ვიდეოჩანაწერი, სად, როდის და ვისგან რა რაოდენობის ციანიდი შეიძინა. ასეთი რამ საქმეში არ არის. თუ ადამიანს აქვს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და ის ჩანთაში უდევს, რატომ არ დააკავა პროკურატურამ ჩანთით ხელში და რატომ დაელოდა, როდის ჩააბარებდა ბარგს.
6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს­ ჩანთა და თქვეს, იქიდან ამოვიღეთო. ამ დროში ყველაფერს ჩადებდნენ. ჩვენ ამ მტკი­ცებულების გამორიცხვას მოვითხოვთ, რადგან ეს არ არის მტკიცებულება.

- იმ ჩანაწერებში სიტყვა "ციანიდი" ფიგურირებს?

- გარკვევით არ ისმის. მას რამდენიმე­ დღე უსმენდნენ. ჩანაწერებში არის ყველა­ თემატიკა, თვით ყოფითი საკითხებიც. საჭიროა გაფილტვრა და იმის გარკვევა, რაც ბრალთან უშუალო კავშირშია. მამა გიორგის 2 თებერვლიდან­ უსმე­ნდნენ, ეტყობა, მანამდე ირაკლი მამალაძემ ფარულად ჩაიწერა საუბარი­ და ის მოასმენინა ადვოკატებს. ვერ გეტყვით, სასამართლოს განჩინების გარეშე უსმენდა თუ არა მამალაძე, ესეც გამოჩნდება.

- ამბობენ, მამა გიორგიმ ციანიდი ზესტაფონში შეიძინაო, არის ამის დამადასტურებელი მასალა საქმეში?

- არსად არ არის საუბარი, რომ ციანიდი ზესტაფონში შეიძინა. ჯერ არაფერი აქვთ შეს­წავლილი და გაჰკივიან, სახელმწიფო გადავარჩინეთო. იციან კი საერთოდ რამე მამა გიორგის პიროვნებაზე? ის ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ზრდიდა, პამპერსებსაც კი უცვლიდა. იყო ლექტორი, არის დოქტორანტი, სამი შვილის მამა, იყო ჩაქვის საპატრიარქო რეზიდენციის ხელმძღვანელი, ქონების სამსახურის უფროსი, არის ორი ჯვრის მატარებელი. სამღვდელოებაში ეს ყველაზე მაღალი წოდებაა, ამის ზემოთ უკვე ბერები ხდებიან და მერე ეპისკოპოსები. ბრალში წერია, რომ მკვლელობის მცდელობის მოტივი იყო ანგარება. მითხარით, რა ანგარება უნდა ჰქონოდა?

- მაშინ რატომ დააკავეს

- ამას მამა გიორგი იტყვის, მე არ შემიძლია გასაჯაროება. მამა გიორგის დაკითხვით სიმართლე გაცხადდება. თუ მას არ დაჰკითხავს პროკურატურა, მაშინ ჩვენ გამოვკითხავთ და გავასაჯაროებთ მის ჩვენებას.

- როგორც ამბობენ, შოკის მომგვრელია­ ჩანაწერები. თქვენთვისაც მძიმე მოსასმენი­ იყო?

- ჩემთვის არ იყო მძიმე მოსასმენი...

- რამდენი პირი ფიგურირებს ჩანაწერებში?­

- სხვადასხვა ჩანაწერში სხვა­დასხვა­ პირი ფიგურირებს. ერთს გეტყვით, მაღალი იერარქიის პირები ჩანაწერებში არ ფიგურირებენ.

- რაც შეეხება მეორე ბრალდებას, იარაღს, ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს?

- ამოღებულია "ვალტერის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღს მართლა ინახავდა სახლში. ძველით ახალ წელს სთხოვეს მისი შენახვა. ვინ მისცა, ესეც ცნობილი გახდება მისი ჩვენების შემდეგ.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით